Get All Access for $5/mo

2021 წელი, როგორც ერთი მილიარდი მწეველის სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობა

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

enrepreneur.ge

თამბაქოს მოხმარება ჯანდაცვის სისტემის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. დღეს მსოფლიოში 1.3 მილიარდი მწეველია და ჯანმოს მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 2025 წლისთვის უცვლელი დარჩება. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ 2021 თამბაქოს მომხმარებლებისა და მწარმოებლებისთვის გარდამტეხი მნიშვნელობის წელი იქნება, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში თამბაქოს ზიანის შემცირებას.

"2021 წელი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წელს დაგეგმილია ჯანმოს "თამბაქოს კონტროლის კონვენციის" მე-9 კონფერენცია, ასევე, ევროკომისია აპირებს, გადახედოს "Beating Cancer Plan"-ს,"- განაცხადა ელის რასმუსენმა (Elise Rasmussen), გლობალური თამბაქოსა და ნიკოტინის ფორუმის, GTNF-ის დამფუძნებელმა.

ეს ღონისძიებები წარმოადგენს შესაძლებლობას, მოხდეს თამბაქოს პროდუქტებზე რისკის პროპორციული რეგულაციის დაწესება და ზიანის შემცირების პოლიტიკის ხელშეწყობა. ამ პროცესში ჯანდაცვის ექსპერტთა ნაწილი დიდ მნიშვნელობას თამბაქოს ელექტრონულ მოწყობილობებს ანიჭებს. ბიჰევიორიზმის მკვლევარის, ნილ მაკკეგანის (Neil McKeganey) განცხადებით, დიდ ბრიტანეთში 30 000 ზრდასრული მწეველი გადავიდა თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების მოხმარებაზე და 12 თვის განმავლობაში მათ სრულად ჩაანაცვლეს ტრადიციული სიგარეტები.

მიუხედავად ამისა, საზოგადოების დიდი ნაწილი არ ენდობა თამბაქოს ელექტრონულ მოწყობილობებს. ასეთი დამოკიდებულების მიზეზად ექსპერტები დეზინფორმაციასა და არასწორი ინფორმაციის გავრცელებას ასახელებენ. მაგალითად, აშშ-ში ზრდასრულ მწეველთა 70% და ზოგადად საზოგადოების 77% მიიჩნევს, რომ ნიკოტინი ისევე ან უფრო მეტად საზიანოა, ვიდრე თავად ტრადიციული სიგარეტის მოხმარება.

"უფრო დიდ პრობლემას ვხვდებით სამედიცინო სფეროში. ექიმების 80% მიიჩნევს, რომ ნიკოტინი იწვევს კიბოს, გულსისხლძარღვთა და სასუნთქი გზების დაავადებებს", - განაცხადა მარია გოგოვამ, საყოველთაო ჯანდაცვის ექსპერტმა.

მეცნიერების შეფასებით, ასეთი არასწორი შეხედულებები ხელს უშლის ზიანის შემცირების პოლიტიკას და ზრდასრულ მწეველთა მიერ შემცირებული რისკის მქონე მოწყობილობების მოხმარებაზე გადასვლას. ექსპერტების აზრით, დეზინფორმაციის აღმოფხვრა მხოლოდ სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობით არის შესაძლებელი.

"მკაცრი მეცნიერული მიდგომა თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიასთან მიმართებით არ უნდა იქნას აღქმული როგორც დაბრკოლება, არამედ ის წარმოადგენს სანდო მეცნიერების გენერირების შესაძლებლობას", - განაცხადა პროფესორმა და ჯანდაცვის ექსპერტმა რიკარდო პოლოსამ.

სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება ხელს შეუწყობს საყოველთაო ჯანდაცვისა და კეთილდღეობის განხორციელებას.

"ჩვენს გადაწყვეტილებაზე დიდ ზეგავლენას ჩვენი არარაციონალური გრძნობები და რწმენები ახდენს. თუმცა, მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება შესაძლებლობას მოგვცემს, გადავარჩინოთ ერთი მილიარდი ადამიანის სიცოცხლე მსოფლიოს მასშტაბით", - განაცხადა ნიუ-იორკის გლობალური ჯანდაცვის სკოლის პროფესორმა დევიდ აბრამსმა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი