Get All Access for $5/mo

2024 წლის სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა მიიღო – EAP

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო. ის, ჟურნალისტიკის რესურსცენტრს, აღმოსავლეთ პარტნიორობის 1200-მა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ გადასცა. დაჯილდოება ავსტრიაში, ვენაში გაიმართა.

ჟურნლისტიკის რესურსცენტრმა და მისმა ხელმძღვანელმა, ნათია კუპრაშვილმა ჯილდო ე.წ "რუსული კანონის" წინააღმდეგ ბრძოლისათვის, საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი და დამოუკიდებელი მედიისთვის დაცვისთვის მიიღო.

"პროპაგანდას მხოლოდ ძლიერი ადგილობრივი ჟურნალისტიკის საშუალებით შეგვიძლია შევეწინააღმდეგოთ. გასული თვის არჩევნებმა საქართველოში მკაფიოდ აჩვენა, ავტორიტარიზმისაგან დასაცავად პრესის თავისუფლების აუცილებლობა. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, სადაც მედიას აკონტროლებენ რუსული პროპაგანდით გამსჭვალული ოლიგარქები. ჟურნალისტებს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც ერთად მუშაობენ, შეუძლიათ ცვლილებების მოტანა ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდებასა და დემოკრატიის მხარდასაჭერად", – ნათია კუპრაშვილი, JRC-ს თავმჯდომარე.

"სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო" (Civil Society Award) 2018 წელს, 1 200-ზე მეტი აღმოსავლეთ პარტნიორობის საზოგადოების ორგანიზაციამ დაარსა და მისი მიზანი სამოქალაქო ორგანზიაციების მხარდაჭერაა, რომლებიც ემსახურებიან ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გატარებას, მათი ქვეყნების პილიტიკური, ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობას და მოსახლეობის მხარდაჭერას.

ამასთან, ჯილდოს დაწესების მოტივაცია იყო ხაზგასმა, რომ სამოქალაქო სექტორი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში რეფორმების მთავარი მამოძრავებელია და მათი წარმომადგენლები დემოკრატიული ღირებულებების ხმამაღალი დამცველები არიან.

სამოქალაქო საზოგადოების ჯილდოს მფლობელები სხვადასხვა დროს იყვნენ:

• 2018 – დავით პეტროსიანი (სომხეთი)
• 2019 – Promo-LEX (მოლდოვა)
• 2020 – ბელორუსის სამოქალაქო საზოგადოება (ბელორუსი)
• 2022 – უკრაინის სამოქალაქო საზოგადოება (უკრაინა)
• 2023 – ბელორუსის ჟურნალისტთა ასოციაცია (ბელორუსი)
• 2024 – ჟურნალისტიკის რესურსების ცენტრი (საქართველო)

ჟურნალისტიკის რესურსცენტრი 2009 წელს, ჟურნალისტმა ნათია კუპრაშილმა რამდენიმე დამოუკიდებელ ჟურნალისტთან ერთად დააფუძნა. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება დეზინფორმაციასთან ბრძოლა, დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა და რეგიონული მედიის გაძლიერებაა.

JRC ასევე დამფუძნებელია ერთადერთი რუსულენოვანი სატელევიზიო მაუწყებლის TOK TV, რომელიც რუსული დეზინფორმაციის საპირწონედ შეიქმნა. ჟურნალისტიკის რესურსცენტრი ასევე გახლავთ ინოვაციური ხელსაწყოს, მობილური აპლიკაციის Fact or Fake ავტორი.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

სანამ სტარტაპში ჩაყვინთავ...

სტარტაპის შენება და ანტრეპრენერობა არის მარათონი და არა სპრინტი.