2025 წელი Loialte-ში – ზრდა, განვითარება და ახალი ჰორიზონტები
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

2025 წელი აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialte-სთვის ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული აღმოჩნდა, როგორც შემოსავლების და კლიენტების რაოდენობის ზრდის, ისე ორგანიზაციული განვითარების, ტექნოლოგიური ტრასნფორმაციის და საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოების თვალსაზრისით. კომპანიამ, ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საკონსულტაციო და საგანმანთლებლო მიმართულებების გაძლიერების კუთხითაც.
2025 წლის შედეგებზე, ასევე მომდევნო წლის გეგმებსა და მოლოდინებზე Loialte-ს თანადამფუძნებელსა და მმართველ პარტნიორს, გიგა ფაიქიძეს ვესაუბრეთ.
"მინდა საუბრის დასაწყისში აღვნიშნო, რომ რამდენიმე დღის წინ, წარმატებით გავიარეთ ISO 9001:2015 მომდევნო საზედამხედველო აუდიტი და გარდა ბუღალტერიისა და საგადასახადო სერვისებისა, სერტიფიცირება დამატებით მივიღეთ Loialte Academy-ის საგანმანათლებლო მიმართულებით, რითაც ასევე პირველი სატრენინგო ორგანიზაცია გავხდით საქართველოში, რომელიც ხარისხის დამადასტურებელ მსგავს სერტიფიკატს ფლობს.
შემოსავლები, მომხმარებელთა რაოდენობა და გუნდი
მიუხედავად იმისა, რომ 2025 წელი გამოწვევებით სავსე იყო, საქართველოში Loialte-ს ჯამური შემოსავლები 38%-ით გაიზარდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გაიზარდა პორტფელის დივერსიფიკაციის ხარისხი და მთლიან შემოსავლებში მოიმატა საკონსულტაციო, სატრენინგო და ფინანსური მართვის მომსახურებათა წილმა. თუმცა, ძირითადი თანხობრივი ზრდა მაინც განპირობებული იყო ბუღალტრული, საგადასახადო და იურიდიული პორტფელების ზრდით, რაც თავის მხრივ გამოწვეული იყო აღნიშნულ მიმართულებებში როგორც ტრადიციული, ისე ახალი სერვისების და სერვისპაკეტების განვითარებით. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ გაიზარდა აჭარის რეგიონალური ფილიალის პორტფელი, რაც ლოიალტეს რეგიონებში განვითარების სტრატეგიას აძლიერებს.
მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის კუთხითაც. აღსანიშნავია, რომ დავიწყეთ ისეთი სეგმენტების და სექტორების მომსახურება, სადაც აქამდე წარმოდგენილი არ ვიყავით. დღესდღეობით Loialte სტაბილურად 500-ზე მეტ კლიენტს ემსახურება და ეს რაოდენობა ყოველთვიურად 15-20 ახალ კომპანიით იზრდება.
ადამიანური კაპიტალი და კორპორაციული კულტურა
მომხმარებელთა და შემოსავლების ზრდამ ბუნებრივია ლოიალტეს გუნდის გაძლიერებაც გამოიწვია. დღეის მდგომარებით Loialte-ს საქართველოს ოფისებში დასაქმებულია 120, ხოლო გლობალურად 170-მდე თანამშრომელი.
გუნდის და პორტფელის განვითარების პარალელურად ცვლილებები Loialte-ს სტრუქტურაშიც განხორციელდა. მათ შორის მინდა გამოვყო, რომ კომპანიაში გაჩნდა მიმართულების დირექტორის პოზიცია, რაც სტრუქტურას უფრო მოქნილს, ოპტიმიზებულს და შედეგებზე ორიენტირებულს ხდის.
ბოლო წლების განმავლობაში შრომის ბაზარზე ტენდენციები მნიშვნელოვნად იცვლება და ჩნდება ახალი გამოწვევები კვალიფიციური და საჭირო უნარების მქონე ადამიანების მოზიდვის და შენარჩუნების მხრივ. ამ გამოწვევბზე საპასუხოდ შევიმუშავეთ განახლებული, გრძლევადიანი სტრატეგია, რომლის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბიზნეს მიმართულებებში სტაჟირების პროგრამებს და სტუდნეტების თუ ახლადკურსდამთავრებული ტალანტების Loialte-ში მოზიდვას და შემდგომ განვითარებას. ამ მიზნით მემორანდუმები გაფორმდა საქართველოში არსებული უნივერსიტეტების დიდ ნაწილთან და აქტიურად ვახორციელებთ მათ სტუნდენტებთან პირისპირ თუ დისტანციურად შეხვედრებს, Loialte-ს საქმიანობის გასაცნობად და იმ პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით, რომელიც სამომავლოდ განვითარებადი და პერსპექტიულია.
ახალი თანამშრომლების მოზიდვასთან ერთად, რა თქმა უნდა დიდ ყურადღებას ვუთმობთ არსებული გუნდის განვითარებას და კვალიფიკაციის ამაღლებას. ამ მიზნით, მთელი წლის განმავლრბაში ვატარებდით შიდა ტრენინგების სერიას სხვადასხვა მიმართულებით. გარდა წმინდად პროფესიული ცოდნისა, მნიშვნელოვნად მივიჩნევთ ჩვენი გუნდის წევრებს შევძინოთ სამუშაო პროცესში ტექნოლოგიების (განსაკუთრებით AI ხელსაწყოების) გამოყენებასთან დაკავშირებული ცოდნა, რაც ამცირებს ადამიანური რესურსის ჩართულობას და უფრო პროდუქტიულს ხდის შრომას, ეს კი თავის მხრივ მომხმარებლისთვის მიწოდებული მომსახურების მაღალ ხარისხსა და შემცირებულ ფასებში აისახება.
2025 წელი ჩვენი კორპორატიული კულტურის გაძლიერების წელიც იყო. ბუღალტრული მიმართულებით (სადაც ყველაზე მეტი ადამიანია დასაქმებული) წარმატებით დავნერგეთ მენტორინგის პროგრამა - ცოდნის გაზიარების ეფექტური ფორმატი, რომელიც ახალ თანამშრომლებს ხელს უწყობს სწრაფ ინტეგრაციასა და პროფესიონალად ჩამოყალიბებაში. იგივე მიდგომების იმპლემენტაცია მიმდინარეობს სხვა მიმართულებებშიც.
ბიზნესის განვითარება
უწყვეტი და თანმიმდევრული განვითარება არის ის, რაც Loialte-ს მკაფიოდ გამოარჩევს ბაზარზე. როგორც წინა წლებში, 2025 წელსაც ბევრი საინტერესო პროექტი წამოვიწყეთ და განვახორციელეთ. მათ შორის გამოვყოფ ჩვენი ხედვით ყველაზე მნიშვნელოვანს:
Loialte Strategy - სტრატეგიული და განვითარების ქონსალთინგი Loialte-ს ერთ-ერთი ახალი ბიზნეს მიმართულებაა, რომელიც 2024 წლის ბოლოს დაემატა კომპანიის სერვისების პორტფელს. Loialte Strategy მუშაობს მსხვილ კომერციულ ორგანიზაციებთან, ასევე დონორულ და საერთაშორისო ინსტიტუციებთან. 2025 წლის განმავლობაში შევასრულეთ არაერთი საინტერესო პროექტი როგორც საქართველოში, ისე ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. საკონსულტაციო სერვისები Loialte-ს პრიორიტეტული მიმართულებაა, რამდენადაც გვაძლევს შესაძლებლობას ვიმუშაოთ მსოფლიოს მასშტაბით და ქართული ცოდნა და გამოცდილება გავიტანოთ ქვეყნის გარეთ.
Loialte 4SME - მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული უნიკალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დამწყებ თუ არსებულ მეწარმეებს შეუძლიათ კომპლექსურად მიიღონ ისეთი პროფესიული სერვისები, რომელიც ბიზნესის განვითარებაზეა ორიენტირებული, ასევე ისარგებლონ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციებისგან სპეციალური შეთავაზებებით. Loialte 4SME, პარტნიორებთან ერთად მუშაობს ასევე ფინანსური ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. პროგრამის ფარგლებში უკვე 100-ზე მეტ მეწარმეს დავეხმარეთ მთელი საქართველოს მასშტაბით.
Loialte Insights - ინსაითები, ასევე, ლოიალტეს ახალი მიმართულებაა, რომელიც რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და მიზნად ისახავს მომხმარებლისთვის ექსპერტული ცოდნის, გამოცდილების და ლოკალურ თუ საერთაშორისო ბაზარზე არსებული ტენდენციების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას სტატიების, სემინარების, ვებინარების, ვორქშოფების და სხვა რელევანტური ფორმატების მეშვეობით. Loialte Insights მიმართულებაში საინტერესო შინაარს ქმნიან როგორც თავად ლოიალტეს გუნდის წევრები, ასევე პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და მაღალი კვალიფიკაციის და პრაქტიკული გამოცდილების მქონე ინდივიდუალური ექსპერტები.
პროექტების მართვის ოფისი - 2025 წლის ერთ-ერთ მთავარ შიდა ორგანიზაციულ ცვლილელად მიგვაჩნია პროექტების ოფისის შექმნა, რომელიც დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულია და უზრუნველყოფს კომპანიაში ახალი პროექტების ინიცირებას, დაგეგმვას და შესრულების კოორდინაციას. პროექტების ოფისის შექმნა შესაძლებლობას გვაძლევს პარალელურ რეჟიმში ვიმუშაოთ სხვადასხვა საინტერესო ინიციატივებზე, პარტნიორობებზე, კოლაბორაციებზე და ა.შ.
Loialte Legal - იურიდიული მიმართულებით წელი საამაყო სიახლით დავხურეთ, 2025 წლის 19 დეკემბერს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, Loialte-ს 3 წლის ვადით მიენიჭა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლება. პროგრამის სწავლის შედეგები ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოს (European Qualifications Framework (EQF) მე-5 დონეს უთანაბრდება. აღნიშნული გულისმობს მიღებული პროფესიული განათლების ბოლონიის პროცესის წევრ ქვეყნებში აღიარების შესაძლებლობას.
პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატი.
Loialte Academy - სატრენინგო საქმიანობა Loialte-სთვის ყოველთვის პრიორიტეტულად ითვლებოდა, თუმცა 2025 წელი ამ მხრივაც გამორჩეული იყო - განვახორციელეთ რებრენდინგი, რომლის შედეგადაც შეიქმნა Loialte Academy (რომელიც მანამდე წლების განმავლობაში erudio-ს სახელით ოპერირებდა). Loialte Academy არის უნივერსალური სატრენინგო ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებულია განგრძობით სწავლებაზე და ქმნის კონცეპტუალურად განსხვავებულ ხედვას და გამოცდილებას მომხმარებლებისთვის. მკვეთრად გაიმიჯნა საცალო და კორპორატიული მიმართულებები და შეიქმნა თითოეულისთის რელევანტური, მრავალფეროვანი კურსები. ასევე, აღსანიშნავია, რომ აკადემიაში აქტიურად ვახორციელებთ ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაციას და 2026 წლის განმავლობაში წარვადგენთ სრულად ახალ, მომხმარებელზე უფრო მეტად მორგებულ საგანმანათლებლო ფორმატებს, რომელიც სრულად ციფრული იქნება და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის გარეთ.
Logyx - აქტიურად ამუშავდა Loialte-ს ტექნოლოგიური მიმართულება, რომელიც ქვებრენდის, Logyx-ის მეშვეობით ოპერირებს. Logyx ორიენტირებულია დამკვეთისთის კონკრეტულად მასზე მორგებული კომპლექსური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შექმნასა და დანერგვაზე. მიმდინარე ეტაპზე გვაქვს 3 მსხვილი პროექტი საქართველოსა და უზბეკეთში. განსაკუთრებით გვახარებს საბანკო ინსტიტუტების მხრიდან ნდობის გამოცხადება, რადგან ბანკები მკაცრად რეგულირებული საფინანსო ინსტიტუტებია და მათი IT მიმართულებით მომსახურება მაღალ პროფესიონალიზმსა და ხარისხს მოითხოვს.
სტრატეგიული თანამშრომლობები - შექმნის დღიდან Loialte-ს ერთ-ერთ მთავარი ღირებულება იყო კოლაბორაციები კერძო თუ საჯარო ორგანიზაციებთან. ამ მიმართულებას სულ უფრო მეტად ვავითარებთ და ვცდილობთ ერთობლივი ინიციატივებით შევქმნათ ისეთი სერვისები თუ გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენი სამიზნე მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვან ღირებულებას შექმნის. 2025 წლის განმავლობაში დავიწყეთ 5 ახალი სტრატეგიულ თანამშრომლობა სხვადასხვა დარგში არსებული მსხვილ ორგანიზაციებთან. ამ თანამშრომლობების უმეტესი ნაწილი მიმართულია მცირე და საშალო ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობისკენ.
სააგენტო "აწარმოე საქართველოში"-ს ზრდის ჰაბების პროექტი - Loialte არის სააგენტო "აწარმოე საქართველოში"-ს ზრდის ჰაბების უმსხვილესი პროვაიდერი, რაც ნიშნავს იმას, რომ ფინანსების, ბუღალტერიის, გადასახადების, იურიდიული, სტრატეგიული დაგეგმარების, ბიზნეს მოდელირების და HR-ის მიმართულებებით ჩვენ შეგვიძლია მეწარმეებს მოვემსახუროთ სააგენტოს 10000 ლარიანი თანადაფინანსებით. პროექტი უკვე 2 წელია მიმდინარეობს და ჩვენ ისევ ვიკავებთ წამყვან ადგილს კლიენტების რაოდენობის და მომსახურების ხარისხის თვალსაზრისით. სააგენტოს აღნიშნულმა პროექტმა შესაძლებლობა მოგვცა კიდევ უფრო აქტიურად განვვითარებულიყავით საქართველოს რეგიონებში, რაც Loialte-ს გაცხადებულ სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს. მათ შორის, პროექტის მეშვეობით გაძლიერდა Loialte-ს აჭარის რეგიონალური ფილიალი და შევასრულეთ პროექტები ისეთ რეგიონებში, სადაც აქამდე მუშაობის გამოცდილება არ გვქონდა.
ინვესტიცია ინფრასტრუქტურაში - ჩვენ მუდამ ვზრუნავთ, რომ ჩვენს გუნდს, ასევე ჩვენს კლიენტებს შევუქმნათ კეთილმოწყობილი და კომფორტული სამუშაო გარემო. 2025 წელს შევიძინეთ ახალი (რიგით მე-4 საქართველოში) ოფისი, რომელშიც დაახლოებით 2.5 მილიონი ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ და რომელიც კიდევ უფრო მეტად არის მორგებული ჩვენი მუშაობის სპეციფიკას, ასევე პასუხობს იმ გარემოსდაცვით თუ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სტანდარტებს, რაც დადგენილია კანონმდებლობით ან განსაზღვრულია ISO სტანდარტებით.
Loialte საერთაშორისო ბაზრებზე
საერთაშორისო ასპარეზზე ბრენდის განვითარება და Loialte-ს გლობალურ კომპანიად ჩამოყალიბება ჩვენი გრძელვადიანი და ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ამ მიზნისკენ პირველი ნაბიჯები შარშან გადავდგით და პირველი ოფისი უზბეკეთში (ტაშკენტში), ხოლო, მეორე არაბთა გაერთიანებულ საამიეროებში (დუბაიში) გავხსენით.
აღმოჩნდა, რომ სწორ დროს და სწორ ადგილას მოვხვდით და ვამაყობთ, რომ უზბეკეთში Loialte უკვე არის ერთ-ერთი მნიშნელოვანი მოთამაშე, როგორც საკონსულტაციო სერვისების, ისე აკადემიის კუთხით. 2025 წელს უზბეკეთის ოფისი მოემსახურა 250-ზე მეტ კლიენტს, მსოფლიოს 30-მდე ქვეყნიდან, საიდანაც 150 კომპანიას სტაბილურად, ყოველთვიურად დღემდე ვემსახურებით. ძირითადი სერვისები, რომლითაც ამ ბაზარზე შევედით იყო ბუღალტრული აუთსორსინგი, გადასახადები და ფინანსური მართვა, ასევე ტრენინგები, თუმცა მიმდინარე ეტაპზე მომხმარებელს უკვე ვთავაზობთ იურიდიულ, HR და ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებას.
Loialte Uzbekistan-ის გუნდი დღეის მდგომარეობით 30 პროფესიონალი თანამშრომლისგან არის დაკომპლექტებული. გვეამაყება ის ფაქტიც, რომ 30-ზე მეტ ქართულ კომპანიას დავეხმარეთ უზბეკეთში და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებში შესვლაში.
2025 წელს ასევე აქტიურად ამოქმედდა Loialte Academy Uzbekistan, რომელიც უზბეკეთში ადგილობრივ მომხმარებელს მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს. განსაკუთრებით გვახარებს ის ამბავი, რომ უზბეკეთის აკადემია აქტიურად თანამშრომლობს ქართველ ექსპერტებთან სხვადასხვა დარგში და ხელს უწყობს ქართული გამოცდილების ცენტრალური აზიის ქვეყნებში ექსპორტს. ასევე, მიმდინარე წელს Loialte Academy-მ დააორგანიზა უზბეკეთის ცენტრალური ბანკის და კომერციული ბანკების წარმომადგენლების სასწავლო ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები გაეცნენ საქართველოს ეროვნული ბანკის, იუსტიციის სახლის და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს გამოცდილებას, ასევე მონაწილეობა მიიღეს FinTech-ის მიმართულებით ვორქშოფებში.
მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ასევე დუბაიშიც, სადაც ფოკუსირებულად ვემსახურებით ერთ-ერთი უმსხვილესი თავისუფალი ეკონომიკური ზონის კომპანიებს, ბუღალტრული და საგადასახადო მიმართულებით.
2025 წელს Loialte Strategy-ს ფარგლებში საკონსულტაციო პროექტები შევასრულეთ ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. მსგავსი პროექტები ჩვენთვის ორმაგი მნიშვნელობის მატარებელია - კომერციული ინტერესი და ექსპერტიზის ზრდა და ამავდროულად ახალი ბაზრების შესწავლის შესაძლებლობა, რომელიც გვაძლევს მკაფიო სურათს სამომავლოდ Loialte-ს ოფისების ამ ქვეყნებში გახსნის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. სწორედ მსგავსმა მიდგომამ მოგვცა საშუალება სიღრმისეული კვლევა ჩაგვეტარებინა რამდენიმე ქვეყანაში და მომდევნო წელს ვგეგმავთ, რომ ცენტრალური აზიის კიდევ 2 ქვეყანაში ვიყოთ წარმოდგენილი.
სამომავლო გეგმები
2026 წელს იმედის თვალით ვუყურებთ და გვჯერა, რომ იქნება Loialte-ს სწრაფად განვითარების და მასშტაბირების წელი, რისთვისაც უკვე ტექნიკურად, რესურსულად და გამოცდილების თვალსაზრისითაც მზად ვართ. დაგეგმილი გვაქვს, რომ Loialte-ს საქართველოში არსებული ჯამური პორტფელი 65%-ით გავაზრდოთ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სერვისების დივერსიფიკაციას და მთლიან შემოსავლებში, ასევე მოგებაში ახალი ბიზნეს მიმართულებების %-ული მაჩვენებლის ზრდას.
სექტორული სპეციალიზაცია არის ის საკითხი, სადაც დიდ რესურსებს და ძალისხმევას ჩავდებთ, რადგან ვთვლით, რომ საქართველოში საკონსულტაციო ბიზნესის განვითარების მომდევნო ეტაპი სწორედ კონკრეტულ სექტორებზე მორგებული სერვისების და გადაწყვეტილებების შექმნას უკავშირდება. ამ სტრატეგიის თანმდევია არსებული სერვისების კიდევ უფრო განვითარება და ახალი ბიზნესმიმართულებების დამატება, რომელიც ასევე პირდაპირ შეესაბამება ლოიალტეს კომპლექსური მომსახურების კონცეფციას.
პრიორიტეტში დარჩება Loialte Strategy-ს, Loialte Academy-ს და Logyx-ის როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზარზე განვითარება, რაც საშუალებას მოგვცემს მთლიანად კომპანიის მასშტაბირების ტემპი მაქსიმალურად ავაჩქაროთ.
კიდევ უფრო გავაძლიერებთ Loialte 4SME-ს, რითაც გავამყარებთ Loialte-ს, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესო პარტნიორის პოზიოციონირებას. 4SME-ის მიმართულებით უკვე გვაქვს დაგეგმილი რამდენიმე მასშტაბური პროექტი საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად, რაც საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო ახლოს მივიდეთ ჩვენს მომხმარებელთან და საკუთარი წვლილი შევიტანოთ მათი ზრდის და წარმატების პროცესში. ამ თვალსაზრისით 2026 წელს ფოკუსში გვექნება დამწყები ბიზნესის მხარდაჭერა სხვადახვა ტიპის აქტივობებითა და კამპანიებით.
სიახლეები გვექნება ასევე შიდა ორგანიზაცუილი და საოპერაციო კუთხით - ვგეგმავთ სამუშაო პროცესში ტექნოლოგიების (მათ შორის ხელოვნური ინტელექტის) როლის გაძლიერებას და რუტინული სამუშაოების ნაწილობრივ ავტომატიზაციას, რისთვისაც გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაგმული გავქვს.
დაგეგმილი გვაქვს, რომ შევინარჩუნოთ ლიდერის პოზიცია რეგიონებში მუშაობის თვალსაზრისით და ამ მიზნით კიდევ უფრო გავააქტიურებთ აჭარის რეგიონალურ ოფისს და ასევე ვგეგმავთ კიდევ რამდენიმე რეგიონში ადგილობრივი წარმომადგენლობების დაარსებას.
ასევე, ერთ-ერთ მთავარ მიზნად რჩება საერთაშორისო ბაზრებზე განვითარება და არსებული გეგმის მიხედვით 2026 წლის ბოლომდე ცენტრალური აზიის კიდევ 2 ქვეყანაში დავაარსებთ Loialte-ს ოფისებს.
შეჯამების სახით შემიძლია ვთქვა, რომ 2025 წელი საინტერესო, აქტიური, წარმატებული, თუმცა ამავდროულად გამოწვევებით სავსე იყო. მჯერა, რომ 2026 წელი კიდევ უფრო მეტ წარმატებას და კეთილდღეობას მოგვიტანს როგორც ჩვენ, ისე მთლიანად ჩვენს ქვეყანას.
Loialte-ს გუნდი გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!"
Loialte-ს შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდს www.loialte.com.ge