2025 წლის გზამკვლევი მარკეტერებისთვის უკვე ხელმისაწვდომია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ახლა უკვე მზად ხარ, 2025 წლის მარკეტინგული სტრატეგიის სისრულეში მოსაყვანად, რადგან commschool-მა კვლევით ორგანიზაცია ANOVA-სთან თანამშრომლობით, უკვე მეორედ გამოსცა ყოველწლიური გზამკვლევი მარკეტერებისთვის.


"გზამკვლევი მარკეტერებისთვის 2025" შექმნილია თვისობრივ და რაოდენობრივ კვლევებზე დაყრდნობით, რომელშიც მონაწილეობას 59 სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენელი კომპანია იღებდა. მათგან, 42% მსხვილ, 39% საშუალო, 19% კი მცირე ბიზნესს წარმოადგენდა. მსოფლიოს მსგავსად, საქართველოს მარკეტინგულ ბაზარზეც, მთავარი ცვლილება ტექნოლოგიების სწრაფი განვითარებაა.


შეიმჩნევა, რომ საქართველოშიც, თანამედროვე მარკეტინგი უფრო მომხმარებელზე ორიენტირებულ და პერსონალიზებულ ფორმას იღებს. პრიორიტეტული ხდება მომხმარებლის საჭიროებებისა და გამოცდილების სიღრმისეული ცოდნა, პროდუქტის შექმნიდან - კომუნიკაციამდე.


სწორედ ამ ტენდენციაზე დაყრდნობით, გზამკვლევში 5 მიმართულებაა გაშლილი:

1. მარტექი საქართველოში
მარტექის განვითარების ტემპი როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც იზრდება. შესაბამისად, რეპორტის შედგენისას, გამომკითხული ბიზნესებისთვის ერთ-ერთი კითხვა იყო თუ რამდენად ადაპტირებულია მათი კომპანია მარკეტინგულ ტექნოლოგიებთან.
შედეგები ასეთია:

2. კავშირი მომხმარებელთან
მარტექის განვითარება, პირდაპირპროპორციულად ქმნის ონლაინ კომუნას.
შესაბამისად, შემდეგი კითხვა ამ თემას ეხებოდა. გამოკითხულთა პასუხები იმასთან დაკავშირებით, ჰყავს თუ არა ბრენდს აქტიური ონლაინ კომუნა, ასე განაწილდა:

3. კონტენტი

ონლაინ კომუნის შექმნასა და შენარჩუნებას აქტიური კონტენტი სჭირდება. სხვა შემთხვევაში, მომხმარებლისთვის ბრენდი უინტერესო ხდება.
სოციალური ქსელები გადატვირთულია სხვადასხვა სახის კონტენტით. დროდადრო, კიდევ უფრო რთულდება საინტერესო, ხარისხიანი და დასამახსოვრებელი კონტენტის შექმნა.
ყველა ბრენდის მარკეტინგული მიზანია, რაც შეიძლება მეტ მომხმარებელს მიაწვდინოს ხმა. სწორედ ამიტომ, იზრდება მათ მიერ გამოყოფილი ბიუჯეტი სოც.მედია არხებისთვის.
გრაფაში ვხედავთ პასუხებს კითხვაზე, თუ როგორ შეიცვალა 2024 წელს ბრენდების ინვესტიცია კონტენტ მარკეტინგში.

4.პროდუქტის მარკეტინგი
კვლევის მონაწილეთა აზრით, პროდუქტის მარკეტინგის წარმატებისთვის, აუცილებელია მომხმარებლის საჭიროების ღრმა ცოდნა და მომხმარებლის გზაზე (Customer Journey) დაფუძნელი, პერსონალური შეთავაზებები.
გამოკითხული მარკეტერები პროდუქტის მარკეტინგისთვის შემდეგ ტაქტიკებს იყენებენ:

5.თანამედროვე ბიუჯეტი
ნებისმიერი მარკეტინგული სტრატეგიის წარმატებით შესრულებაში, დიდი წვლილი მოდის ბიუჯეტზე. ბიზნესის წარმატებაში, მარკეტინგის როლის უკეთ აღქმასთან ერთად, გამოკითხული კომპანიების უმრავლესობაში, მარკეტინგული ბიუჯეტი წლიდან წლამდე უფრო იზრდება.
ასე გადანაწილდა პასუხები კითხვაზე, თუ რა არის ბრენდების წლიური მარკეტინგული ბიუჯეტი :

პირველი გზამკვლევი მარკეტერებისთვის, commschool-მა 2024 წელს გამოსცა, რასაც დიდი გამოხმაურება და დაინტერესება მოჰყვა.

"ჩვენთვის, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, მნიშვნელოვანია ჩვენს გარშემო არსებულ კომუნას მივცეთ შესაძლებლობა მარკეტინგული კამპანიები დაგეგმონ ეფექტურად, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით. სწორედ ამ მიზნით, შევქმენით მარკეტინგული გზამკვლევი, რომელიც უკვე მეორე წელია გამოდის და აერთიანებს მიგნებებს, ქეისებსა და სტატისტიკებს საქართველოს მასშტაბით, " - ნინა ქარჩხაძე, commschool-ის საოპერაციო დირექტორი.

გზამკვლევის მიზანია მარკეტერებს გაუადვილოს გადაწყვეტილებების მიღება 2025 წლის სტრატეგიის გაწერისას, მისცეს სწორი მიმართულება ამ წლის ტრენდებისა და ტენდენციების შესახებ და გააცნოს ის არხები და მიდგომები რომელიც წელს აქტუალური იქნება.

რეპორტის ჩამოტვირთვისთვის ეწვიე ვებგვერდს: https://hubs.li/Q038mNW80

Business News

CITYZEN-ის საუკუნის პროექტი

ლეგენდარული ზაჰა ჰადიდის სტუდიის არქიტექტურით შექმნილი მრავალფუნქციური თაუერის კონცეფცია ცნობილია