Sponsored Content

250-ზე მეტი პარტნიორი და 500-ზე მეტი თანამშრომელი – როგორ გაიზარდა Upgaming-ი 2023 წელს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერი საერთაშორისო კომპანია Upgaming, როგორც მსოფლიო, ისე ქართულ ბიზნეს სივრცეში პირველად 2014 წელს გამოჩნდა. კომპანია უკვე მეათე წელია, რაც გლობალურ ბაზარზე ოპერირებს და პარტნიორებისთვის ინოვაციურ ციფრულ პროდუქტებსა და სერვისებს ქმნის. მისი მიღწევების დამსახურებით, Upgaming-ი ამ სფეროში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს.

Upgaming-მა 2023 წელს მიზნად დაისახა გაეუმჯობესებინა და დაეხვეწა საკუთარი ციფრული პროდუქტები და სერვისები. გასული წლის განმავლობაში მათი პროდუქტები ინოვაციურობის, გამოყენების სიმარტივის და უსაფრთხოების მაღალი დონის გამო, მრავალჯერ იქნა აღიარებული სტრატეგიული პარტნიორებისა და საერთაშორისო დაჯილდოებების მიერ.

პარტნიორთა და თანამშრომელთა მკვეთრად გაზრდილი რიცხვი

როგორც კომპანიაში ამბობენ, 2023 წლის ბოლოს Upgaming-ის საერთაშორისო პარტნიორების რიცხვმა 250-ს გადააჭარბა. მკვეთრად გაიზარდა მისი გუნდიც – ახლა კომპანიაში 500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2023 წელს გაიხსნა Upgaming-ის ფილიალი ბულგარეთში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კომპანიის ოფისები შვეიცარიის, საქართველოს, გერმანიისა და მალტის შემდეგ, მეხუთე ქვეყანაშიც იქნება განთავსებული. ამასთან ერთად, გასულ წელს Upgaming-მა დაიწყო ახალი ოფისის მშენებლობა საქართველოში, რომელიც იქნება ყველაზე დიდი კომპანიის ფილიალებს შორის.

გაუმჯობესებული ციფრული სერვისები, პროდუქტები და საერთაშორისო აღიარებები

როგორც Upgaming-ში გვეუბნებიან, გასულ წელს კომპანიამ ციფრული პროდუქტებისა და სერვისების კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა შეძლო. ეს ყველაფერი აისახა მის პლატფორმაში ახალი AI ტექნოლოგიების ინტეგრირებით, რომლებიც სერვისების გამარტივებასთან ერთად, მის მეტ უსაფრთხოებასა და დაცულობას უზრუნველყოფს.

2023 წელი გამოირჩეოდა საერთაშორისო აღიარებებითაც. Upgaming-მა მონაწილეობა მიიღო ინგლისში, მალტასა და ბრაზილიაში ჩატარებულ საერთაშორისო გამოფენებში. წლის განმავლობაში კომპანია 12-ჯერ იყო ნომინირებული საერთაშორისო დაჯილდოებების სხვადასხვა კატეგორიაში, რომლებიც გლობალური პროვაიდერების მიერ წარდგენილ წლის საუკეთესო პროდუქტებსა და სერვისებს აერთიანებდა.

Upgaming-მა ორი საერთაშორისო პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ რამდენად ეფექტურად ვითარდება კომპანიის ციფრული პროდუქტები და სერვისები.

"2023 წელი Upgaming-ისთვის ზრდის და განვითარების წელი იყო. ჩვენი გუნდის მიერ შექმნილი პროდუქტები 12-მდე საერთაშორისო დაჯილდოებაზე იყო ნომინირებული. 5 საერთაშორისო გამოფენაში მივიღეთ მონაწილეობა და გავაფორმეთ ახალი პარტნიორობის 50-ზე მეტი ხელშეკრულება. ამ ყველაფერთან ერთად, დავიწყეთ Upgaming-ის ყველაზე დიდ ოფისში გადასვლისთვის მზადება. ეს ყველაფერი წინსვლის უფრო მეტ შესაძლებობას გვაძლევს. მსგავსი პროგრესი კი ხელს შეგვიწყობს, 2024 წელს ისეთი პროდუქტები შევქმნათ, რომლებიც ამ ინდუსტრიაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ცვლილებების საწყისი იქნება."– ამბობს Upgaming-ის გენერალური დირექტორი, თორნიკე თვაური.

Upრინდი – Upgaming-ის ახალი კამპანია

2023 წლის მიწურულს Upgaming-მა თავი ახალი კამპანიითაც დაგვამახსოვრა. კამპანია აერთიანებს ვიდეოების სერიას, რომელშიც კომპანიის გუნდის წევრები საკუთარ ისტორიებს გვიყვებიან, საუბრობენ საკუთარ ხედვებზე, ინტერესებსა და მისწრაფებებზე. მინი ვიდეოები სამუშაო პროცესის სტანდარტულ გაცნობას ან კომპანიის კორპორაციული კულტურის შაბლონურ რეკლამას არ წარმოადგენს, "Upრინდი მუდმივი განვითარებისკენ მოწოდებაა".

Upgaming-ის მარკეტინგის სპეციალისტი, რუსა ადამია აღნიშნავს:

"კამპანია "upრინდის" მიზანი მუდმივი განვითარებისკენ მოწოდებაა, როგორც კარიერულად, ისე მის ჩარჩოებს მიღმა. მისი მთელი შინაარსი მიმართულია პროფესიული და პირადი ინტერესების ბალანსისა და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნისკენ, ჯგუფში ჯანსაღი ურთიერთობისა და ახალი გამოწვევების ძიების მნიშვნელობის წარმოჩენისკენ".

"Progress, not perfection" – ეს კამპანია "Upრინდის" სლოგანია, რომელიც მოგვიწოდებს ფოკუსირებული ვიყოთ სიახლეებისკენ სწრაფვაზე, პროგრესზე, განვითარებაზე და არა საკუთარი თავის სრულყოფილი ვერსიის შექმნის მუდმივ მცდელობაზე. Upgaming-ის თანამშრომლები გვიყვებიან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თვითგანვითარება, ახალი გამოწვევების მიღება და შექმნა, ახალი მიმართულებებისკენ მუდმივი მოძრაობა.