📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

29 სექტემბერს აქსელი საინვესტიციო ეკოსისტემის ღონისძიებას – Investment Ecosystem Conference Vol.2 გამართავს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

29 სექტემბერს აქსელი, EBAN - ევროპის ბიზნეს ანგელოზების ქსელისა და GBAN - გლობალური ბიზნეს ანგელოზების ქსელის მხარდაჭერით, რიგით მეორე საინვესტიციო ეკოსისტემის ღონისძიებას – Investment Ecosystem Conference Vol.2 – გამართავს.

კონფერენცია ჩატარდება Tes Factory (Artarea)-ში და გააერთიანებს მეწარმეებს, სტარტაპერებს, ანგელოზ ინვესტორებს და სფეროთი დაინტერესებულ 500-ზე მეტ მოწვეულ სტუმარს.

ღონისძიებაზე წარსდგებიან:

  • სტარტაპერები საქართველოდან და EECA რეგიონიდან
  • სპიკერები ბიზნეს ანგელოზთა ქსელებიდან და VC ფონდებიდან
  • მოეწყობა პანელური დისკუსიები, ბლიც ინტერვიუები და დაინტერესებული მხარეების პრეზენტაციები.
  • Line up: ევროპელი, ამერიკელი და EECA რეგიონის ანგელოზი ინვესტორები, ვენჩურული ფონდების წარმომადგენლები, ანტრეპრენერები და მრავალი სხვა

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია და შეძენა შეგიძლიათ ონლაინ, tkt.ge-ზე: http://tkt.ge/InvestmentEcosystemConferenceVol2

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!