Get All Access for $5/mo

3 გაკვეთილი, რომელიც კოსმოსური მილიარდერებისგან უნდა ვისწავლოთ რის სწავლა შეგვიძლია მათგან?

By Samuel Leeds

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

WSJ

მილიარდერები კოსმოსში დაფრინავენ! მართლაც გასაოცარ დროს ვცხოვრობთ, დღეს უკვე შესაძლებელია მხოლოდ მთავრობის ხარჯზე კი არა, თავისუფალი ბაზრის ხარჯზე განხორციელდეს ისეთი მნიშვნელოვანი რამ, როგორიც კოსმოსური მოგზაურობაა. ამ სფეროთი კერძო სექტორია დაინტერესებული, აქ დიდი კონკურენცია და ინოვაციებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩვეულებრივ ადამიანებსაც შეეძლებათ ვარსკვლავებში ლივლივი. ვინ იცის, იქნებ არც თუ შორეულ მომავალში კოსმოსშიც კი დავისვენოთ?

ყველა ამ დადებითი მხარეების მიუხედავად, ზოგიერთებმა ჯეფ ბეზოსის, რიჩარდ ბრენსონის და ილონ მასკის კოსმოსში ფრენის იდეა გააკრიტიკეს. ზოგიერთისთვის ეს სხვა არაფერია, თუ არა ეგოისტური მოგზაურობა და მათ მიაჩნიათ, რომ ფულის აქ, დედამიწაზე გამოყენება ბევრად უკეთესი იქნებოდა. ამ კრიტიკოსებისთვის სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ეს მათი ფული არ არის!

მე დარწმუნებული ვარ, რომ კრიტიკის ნაცვლად, ეს მოგზაურობა ყველა ჩვენგანისთვის უნდა გახდეს შთაგონების წყარო. ქვემოთ სამ გაკვეთილს გაეცნობით, რომელიც ამ უჩვეულო ასტრონავტებისგან ყველამ უნდა ვისწავლოთ.

1. მასშტაბურად იაზროვნეთ

ბიზნეს სამყაროში შეიძლება გაჩნდეს ცდუნება, სამიზნე მთვარე კი არა, რაღაც სხვა იყოს, რაც უფრო ახლოსაა ჩვენთან. საქმე ისაა, რომ ბევრი ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში წარმატების მიღწევა უფრო ადვილი იქნება და მარცხის წვნევაც უფრო ძნელი. სინამდვილეში კი, პირიქითაა. თუ თქვენ დიდი მიზანი გაქვთ დასახული და მხოლოდ მის ნახევარს მიაღწევთ, ეს იმას ნიშნავს, რომ იმაზე მეტს მიაღწიეთ, ვიდრე პატარა მიზნის 100% -სთვის რომ მიგეღწიათ. ილონ მასკის მიზანია ადამიანი მრავალპლანეტარული სახეობა გახადოს. ეს უზარმაზარი მიზანია. დამოუკიდებლად იმისა, მიაღწევს თუ არა იგი თავის მიზანს, ნებისმიერ შემთხვევაში ის მარტოდმარტო განავითარებს ტექნოლოგიებსა და კოსმოსურ მოგზაურობებს.

ბუნებრივია, პატარ პატარა მოკლევადიანი მიზნების დასახვა და მათი განხორციელებაც მნიშვნელოვანია. საქმე ის არის, რომ მოქმედებაზე დაუყოვნებლივ გადასვლა დროთა განმავლობაში რაღაც უზარმაზარს მოიტანს. მაგრამ თქვენ ყოველთვის უნდა გქონდეთ ეს დიდი მიზანი, ის თქვენი მთავარი ამბიცია უნდა იყოს და არავის უნდა მისცეთ უფლება გითხრათ, რომ თქვენ ამის გაკეთებას ვერ შეძლებთ.

2. დიდ დროზე გათვალეთ

რიჩარდ ბრენსონმა 2004 წელს დაარსა Virgin Galactic და პირველი გაფრენა სრულ ეკიპაჟთან ერთად მხოლოდ 2021 წელს განახორციელა! ბევრი ადამიანი დარწმუნებულია, რომ წარმატება მალე უნდა მოვიდეს. მათ დაუყოვნებლივ სურთ შედეგის მიღება, და როდესაც არ იღებენ, ფარხმალს ყრიან. აი, როგორ იწყება ბრძოლა ნამდვილი წარმატების მისაღწევად - მთავარი, დიდ დროზე გათვლა და იმ მოქმედებების დღეს დაწყებაა, რომლებიც მხოლოდ წლების შემდეგ მოიტანს შედეგს.

ამ გზაზე პროგრესი აუცილებლად უნდა დაინახოთ და ისიც უზომოდ მნიშვნელოვანია, რომ რეალურ, პროდუქტიულ ნაბიჯებს დგამდეთ, და დაძაბული დღე და ღამე არ შრომობდეთ. არ დაივიწყოთ, რომ მყისიერად ვერ მიიღებთ შედეგებს. მოემზადეთ იმისთვის, რომ თუ ახლავე შეუდგეთ საქმეს, მომავალში რაღაც გასაოცარს მიაღწიოთ.

3. ფულს თავისუფლება მოაქვს

ფული გაძლევთ საშუალებას გააკეთოთ ის, რის გაკეთებაც გსურთ და შეცვალოთ ის, რის შეცვლაც გსურთ. იმ ადამიანებმა, რომლებიც მილიარდერებს აკრიტიკებენ, უნდა იმუშაონ, წარმატებებს მიაღწიონ და თვითონ გააკეთონ არჩევანი, რომელი პროექტები უნდა დააფინანსონ. მე მულტიმილიონერი ვარ და თუ მომმართავენ, სრულიად თავისუფლად შემიძლია საქველმოქმედო პროექტები დავაფინანსო აფრიკაში.

მე შემიძლია ადამიანებს დავეხმარო, რომ ისინი ჩემი YouTube არხით, წიგნებით, სტატიებითა და სასწავლო პროგრამებით გაეცნონ უძრავი ქონების ინდუსტრიას. კაპიტალს მოითხოვს ნებისმიერი იდეის ან პროექტის განხორციელება, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია ამ სამყაროში. თუ ფიქრობთ, რომ მილიარდერები ფულს არასწორად ხარჯავენ, თქვენ უნდა დააგროვოთ იმდენი, რომ თვითონ შეძლოთ გადაწყვეტა, თუ როგორ უნდა გაანაწილოთ უკეთ თქვენი ფინანსები.

Samuel Leeds

Founder of Property Investors

Samuel Leeds, founder of Property Investors, has one of the largest UK property schools and has himself done over 300 property deals, including a 20-bedroom castle with over 1,000 years of history. Samuel and his wife, Amanda, also run The Samuel Leeds Foundation.
ფრანჩაიზი

3 მიზეზი, თუ რატომ სჯობს საკუთარი ბიზნესის დაწყებას ფრანჩაიზი

თუ ფრანშიზაზე ფიქრობთ, მის შეძენასთან დაკავშირებული სამი საკვანძო უპირატესობაც უნდა გაითვალისწინოთ

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია