Get All Access for $5/mo

5 რამ, რაც უნდა გაითვალისწინოთ თქვენი Instagram მიმდევრების გასაზრდელად სრულიად ბუნებრივი გზებით

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

Deck - ფოტოსურათების გაზიარების პლატფორმაა და ინტერნეტში მის გარეშე ბრენდის წარმოდგენა უკვე შეუძლებელი ხდება. ამიტომ, ქვემოთ გაეცნობით რჩევებს, რომლებიც თქვენს ბრენდს დაეხმარება, წამებში გაზარდოს მიმდევრების რაოდენობა.

დღეისათვის სოციალური მედია თქვენი ბიზნესის პოპულარიზაციის სავარაუდოდ, ყველაზე ახალი და ყველაზე ეფექტური გზაა. სტატისტიკური მონაცემები უჩვენებს, რომ მხოლოდ ერთ Instagram-ს 850 მილიონ მომხმარებელთან აქვს წვდომა. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ამ პოტენციალის გამოყენება მთელი მსოფლიოს ანტრეპრენერებს და ინფლუენსერებს სურთ.

სოციალური მედია ექსპერტი და ანტრეპრენერი კოულ მორგანი თავის მოსაზრებებს გვიზიარებს ამ საკითხზე, რომლებიც არ უნდა დაივიწყოთ, როდესაც სრულიად ბუნებრივი გზებით ცდილობთ Instagram-ზე სოციალური მედია მიმდევრების გაზრდას.

1. ნებისმიერი ადამიანი უნიკალურია და თქვენი უნიკალობა თქვენი უდიდესი აქტივია

დღეს მილიონობით ადამიანი ციფრულ სამყაროში ცხოვრობს, და ასეთ პირობებში თავის გამოჩენა საკმაოდ დიდი პრობლემა გახდა. მორგანი შემდეგ მიდგომას გვთავაზობს, "ბრენდის Instagram გვერდი უნდა ასახავდეს, თუ რით ის განსაკუთრებული. ეს არის მთავარი იმისთვის, რომ მიმდევრები მასთან დაბრუნდნენ. ჩემი ინფორმაციის დიდი ნაწილი, რომელიც ვირუსულად გავრცელდა ინტერნეტში იმ ადამიანებთანაა დაკავშირებული, რომლებიც ინტერნეტში გასართობად იყვნენ შესულები".

2. ისწავლეთ, როგორ უნდა შეძლოთ თქვენი შემოქმედებითი პოტენციალის მონეტიზება

მორგანმა სერიოზული კარიერა გაიკეთა, ექვსციფრიან შემოსავალს Instagram გვერდების ყიდვით, ზრდითა და გაყიდვებით იღებს. მან იცის, თუ რა როლს ასრულებს ორიგინალობა და შემოქმედებითი აზროვნება ბიზნეს გვერდის ზრდაში Instagram-ზე. ის დარწმუნებულია, რომ შემოქმედებით აზროვნებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ის არის მთავარი ორიგინალური ინფორმაციის დასაგეგმად, შესაქმნელად და გასაზიარებლად, რომელიც ნებისმიერთან შეძლებს ურთიერთობის დამყარებას. ახალი ფუნქციების წყალობით, როგორებიცაა, Instagram Reels და IGTV თქვენი შემოქმედებითი პოტენციალის გამოსავლენად განუსაზღვრელი შესაძლებლობები შეძლევათ.

3. თქვენი დისციპლინა თქვენი საუკეთესო მეგობარია

არ უნდა ლაპარაკი იმას, რომ Instagram-ზე მიმზიდველი პროფილის შექმნა და მისი შენარჩუნება ადვილი საქმე სულაც არ არის. ვინც ინფორმაციის შექმნაზე მუშაობს, სხვა ბევრ საკითხთან ერთად შემოქმედებით ბლოკებზეც უწევს მუშაობა. თან, არც ფიქსირებული სამუშაო საათები აქვთ და წარმოუდგენელ ზეწოლასაც გრძნობს. მორგანი ამბობს, რომ ამ ყველაფერთან გასამკლავებლად, "დისციპლინირებული უნდა იყოთ, რადგან თქვენს ნაცვლად ამ საქმეს სხვა არავინ გააკეთებს. შემდეგ ამ გზას უნდა მიყვეთ და ამას გრძელვადიან პერსპექტივაში თქვენც დააფასებთ და თქვენი კლიენტებიც".

4. თქვენს მიმდევრებთან მჭიდრო კავშირები დაამყარეთ

თქვენი Instagram გვერდი რამდენად სწრაფად გაიზრდება, ან საერთოდ გაიზრდება თუ არა, მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ეხმარება იგი სხვა ადამიანებს წარმატების მიღწევაში. რაც უფრო დიდი სარგებლობა მოაქვს თქვენს ინფორმაციას, მით უფრო დიდ ყურადღებას მიიპყრობს იგი. ადამიანები უფრო მეტის მისაღებად ბრუნდებიან უკან, როდესაც რწმუნდებიან რომ ბრენდიც სანდოა და შემქნელიც, რომელიც მის უკან დგას.

5. მიაღწევთ თუ არა მიზნებს, მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მნიშვნელოვანი მიზნები დაისახეთ

მორგანს პირველი Instagram გვერდი მხოლოდ იუმორისტული სახის ფოტოების, ვიდეოების და პატარა ტექსტების გასაზიარებლად ჰქონდა. ჯერ კიდევ მოზარდი იყო, როდესაც მისი მეშვეობით 40 000 მიმდევრის მოპოვება შეძლო. დღეს უკვე რამდენიმე გვერდი აქვს 2,5 მილიონზე მეტი მიმდევრით. "თქვენ მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ მოგზაურობისას წაიბორძიკებთ და დაეცემით კიდეც. ნამდვილი ინფორმაცია, თავდაუზოგავი მუშაობა და თანმიმდევრულობა ყოველთვის მოიტანს შედეგს", გვიზიარებს იგი თავის მოსაზრებას.

Instagram-ის მიმდევრების გაზრდა იმაზე გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ ცისფერი ნიშნის - "Verified' დევნა. ინტერნეტში უზარმაზარი პოტენციალი არსებობს ბიზნესის ახალ ეტაზე გადასაყვანად, შეგიძლით ისწავლოთ, წარმატებას მიაღწიოთ და გაზარდოთ კიდეც ის, უბრალოდ ის უნდა იცოდეთ, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ და მოარგოთ საკუთარ თავს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი