Get All Access for $5/mo

5 რამ, რისი შეცვლაც სურს Twitter-ში ილონ მასკს და მაინც, რის შეცვლას აპირებს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი Twitter-ში - დიდი ხნის ნანატრი რედაქტირების ღილაკით დაწყებული და მთელი პლატფორმის ღია კოდირებით დამთავრებული?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

როგორც აღმოჩნდა, ილონ მასკს Twitter-ში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება სურს და სოციალური ქსელის პლატფორმის შესაძენად $40 მილიარდზე მეტი ტყუილად არ დაუხარჯავს.

"მე Twitter-ში განვახორციელე ინვესტიცია, რადგან მჯერა, რომ სიტყვის თავისუფლება მოქმედი დემოკრატიის სოციალური იმპერატივია, ხოლო ამ პლატფორმას აქვს დიდი პოტენციალი, სწორედ სიტყვის თავისუფლების პლატფორმად იქცეს მთელი მსოფლიოსათვის", − დაწერა მასკმა Twitter-ზე 14 აპრილს საჯარო კომპანიის შესყიდვის შეთავაზებისას, − "თუმცა ინვესტიცია განვახორციელე და ახლა ვხვდები, რომ კომპანია ვერც განვითარდება და ვერც ამ საზოგადოებრივ იმპერატივს მოემსახურება ამჟამინდელი სახით. Twitter კერძო კომპანიად უნდა გარდაიქმნას".

ბუნებრივია, მასკს სურს ამ ტრანსფორმაციაზე იყოს პასუხისმგებელი. ეს გასაკვირი არც არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ მასკი უკვე რამდენიმე კომპანიის სათავეშია, მათ შორის: Tesla, SpaceX, The Boring Company და Neuralink.

მასკი Twitter-ზე გამართულ დისკუსიებში დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში დომინირებდა, მას შემდეგ, რაც 4 აპრილს კომპანიის 9% შეიძინა და დაუყოვნებლივ მოითხოვა ცვლილებების შეტანა Twitter-ის ოპერაციებში. Twitter-ის საბჭომ მისი შეთავაზება მიიღო კომპანიის სტატუსის შეცვლაზე და ის დაახლოებით $44 მილიარდად მასკის კერძო საკუთრებაში გადავიდა. ამჟამინდელ მონაცემებზე დაყრდნობით, მან ყველა არსებული აქცია შეიძინა, რომლის მფლობელიც თვითონ არ იყო. გასაგებად რომ ვთქვათ, ეს ფინანსური თვალსაზრისით აგრესიული გარიგებაა: მასკი კომპანიის დარჩენილ თითოეულ აქციას $54,20-ად შეისყიდის, რაც 38%-ით მეტია კომპანიის აქციების ამჟამინდელ ფასზე.

რის გაკეთება სურს მასკს Twitter-ში? − ამის დადგენაში დაგვეხმარება მისი რამდენიმე გამოსვლა TED-ზე და ცხადია, მისი "ტვიტებიც". განვიხილოთ 5 ნაბიჯი, რომლითაც მსოფლიოს უმდიდრეს ანტრეპრენერს Twitter-ის "შეჯანჯღარება" შეუძლია.

1. ყურადღების გამახვილება სიტყვის თავისუფლებაზე

მასკი არ ფიქრობს, რომ Twitter კარგად უმკლავდება სიტყვის თავისუფლების საკითხებს. "სიტყვის თავისუფლება აუცილებელია დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის", − "დატვიტა" მან მარტში, − "მიგაჩნიათ თუ არა, რომ Twitter მკაცრად იცავს ამ პრინციპს?"

მისი მიმდევრები არ არიან დარწმუნებულნი, რომ Twitter ამას აკეთებს. მასკი ამბობს, რომ Twitter-ის ცენზურა პოლიტიკის მიხედვით იცვლება და რეალურად, იდეების საჯაროდ განხილვის საშუალებას არ იძლევა. მართალია, კონსტიტუციის პირველი შესწორება კერძო დამსაქმებლებს გარკვეული მოსაზრებების შეზღუდვის საშუალებას აძლევს თავიანთ ბიზნესში, მაგრამ მიუხედავად ამისა, მასკს მაინც სურს, შეწყდეს Twitter-ზე არასასურველი "ხმების ჩახშობა".

2. ალგორითმის ხელმისაწვდომობა ნებისმიერი ადამიანისთვის

მასკმა, როგორც მარტის "ტვიტში", ასევე TED-ზე გამოსვლისას სრულიად ნათლად გამოხატა საკუთარი აზრი იმის თაობაზე, რომ Twitter-მა თავისი ალგორითმის კოდი უნდა გახსნას. Twitter-ის ალგორითმის გახსნით, პლატფორმაზე მყოფთ იმის დანახვის საშუალება მიეცემათ, თუ როგორ გადაწყვეტს Twitter რაიმე სახის ინფორმაცია უმნიშვნელო გახადოს ან მისი პოპულარიზაცია სცადოს. კოდის გახსნა მასალის გადასახედად მთავარი ამოცანა არ არის. სინამდვილეში, Twitter-ის კოდების დიდ ნაწილს უკვე აქვს ღია კოდი, მაგრამ კოდის გახსნა იმის საჩვენებლად, თუ როგორ მართავენ Twitter-ის ინჟინრები გვერდს, მხოლოდ რამდენიმე სოციალურ მედიაპლატფორმას აქვს (Pixelfed-ისა და Okuna-ს სრულად ღია კოდები აქვთ), რადგან მათ თავიანთი პროცესების გასაიდუმლოება სურთ.

3. თაღლითობების აღმოფხვრა

თაღლითებმა თვით მასკიც დააზარალეს. მისი სახით წარმოადგინეს თავი, რაც მათ მიერ მოტყუებულებს $2 მილიონზე მეტი დაუჯდათ კრიპტოვალუტაში, თუ აღარაფერს ვიტყვით იმაზე, რომ 2020 წელს საერთოდ გატეხეს მისი ანგარიში. მასკი ჩიოდა, რომ "კრიპტოთაღლითები სპამბოტების დაბლოკვის წვეულებებს აწყობდნენ".

მას გვერდის გასუფთავებაც სურს (თუ შეძლებს), თაღლითებისა და ბოტების მოცილებაც, რათა პლატფორმა უფრო უსაფრთხო გახდეს მომხმარებლებისთვის, თუმცა არაფერია ცნობილი იმის შესახებ, როგორ უნდა შეწყდეს მავნე ინფორმაციის გავრცელება.

4. რეკლამების დასასრული Twitter-ზე?

მასკი არ არის რეკლამების დიდად მოყვარული Twitter-ზე და ამბობს, რომ სარეკლამო კომპანიებს ეს მეტისმეტად დიდ ძალაუფლებას აძლევს ამ პლატფორმაზე. შესაძლოა, სოციალური მედიის პლატფორმაზე უცებ ვერ შეჩერდეს რეკლამა, თუ იგი ფინანსურად სიცოცხლისუნარიანი უნდა დარჩეს, თუმცა მასკმა "დატვიტა", რომ იგი ხელმოწერებზე დაფუძნებული Twitter-ის მომხრეა და არა რეკლამებით მხარდაჭერილი ვერსიის (თუმცა, შემდეგ მან წაშალა ეს "ტვიტი"). უკვე არსებობს Twitter Blue − ყოველთვიური სააბონენტო სერვისი, რომელიც მომხმარებლებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ აძლევს წვდომას პრემიუმფუნქციებზე, ამიტომ მასკმა შესაძლოა ამ სიუჟეტის განახლებაზე იმუშაოს და ცნობილ ხელმომწერებს უბიძგოს მეტი "ტვიტი" დაწერონ.

5. რედაქტირების ღილაკის შესახებ…

ჩვენ ყველას გვსმენია Twitter-ის რედაქტირების ღილაკის შესახებ. მასკს რეალურად არ გაუზიარებია თავისი აზრი ამასთან დაკავშირებით, მაგრამ 4 აპრილს სოციალური მედიის გვერდზე გამოკითხვა ჩაატარა: საკუთარ მიმდევრებს ჰკითხა, უნდა ჰქონოდა თუ არა Twitter-ს ასეთი ღილაკი. ოთხი მილიონი ხმის მიხედვით, მან პასუხად ხმამაღალი "დიახ" მიიღო.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინდუსტრიული ტრენდები

COSMO-ს კოსმიური ამბავი: ბიზნესადქცეული ჰობი

ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი ხელნაკეთი აქსესუარების საწარმო საქართველოს მასშტაბით