50%-მდე ფასდაკლებები სხვადასხვა კატეგორიაში და ათასობით ექსკლუზიური შეთავაზება მსოფლიოს 24 ქვეყანაში - 20 იანვრიდან Wolt+-ის კვირეული იწყება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მიტანის სერვისის სფეროში ლიდერი, ფინური მაღალტექნოლოგიური კომპანია ვოლტი ახალ წელს ახალი შეთავაზებებით იწყებს - 20 იანვრიდან, Wolt+-ის კვირეული სხვადასხვა კატეგორიაში 50%-მდე ფასდაკლებით იხსნება.

ვოლტის წევრობის პროგრამის, Wolt+-ის სამი წლის იუბილესთან დაკავშირებით, კომპანია ფასდაკლებებისა და ექსკლუზიური შეთავაზებების მასშტაბურ, სამკვირიან კამპანიას აცხადებს, რომელიც მსოფლიოს 24 ქვეყანაში, ათასობით სერვისზე გავრცელდება. 50%-მდე ფასდაკლებებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება როგორც პარტნიორ რესტორნებსა და სუპერმარკეტებში, ისე საცალო ვაჭრობის სფეროში მოქმედ ობიექტებში.

Wolt+ არის შოპინგის განსაკუთრებული გამოცდილება და ამავდროულად კარგი საშუალება, დაზოგოთ თანხა, ისარგებლოთ უფასო მიტანის სერვისით და ექსკლუზიური ფასდაკლებებით მთელი წლის განმავლობაში, ჩაერთოთ მხოლოდ Wolt+-ის მომხმარებლისთვის განკუთვნილ სპეციალურ კამპანიებში და მიიღოთ ხელშესახები სარგებელი.

მომხმარებელზე ორიენტირებული შეთავაზებების გარდა, Wolt+ მნიშვნელოვან შეთავაზებას წარმოადგენს სავაჭრო პარტნიორებისთვის, რამდენადაც დამატებითი გაყიდვების უზრუნველყოფის გზით ხელს უწყობს სხვადასხვა სექტორის ბიზნესის ზრდას და განვითარებას. გასული სამი წლის განმავლობაში, საერთაშორისო მასშტაბით, Wolt+-მა ხელი შეუწყო დამატებით გაყიდვებს 75 000-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში, საკვებისა თუ საცალო ვაჭრობის სფეროში.

"Wolt+-ში ჩვენ ყოველთვის ვეძებთ გზებს, როგორ შევქმნათ მეტი ღირებულება და სიმარტივე როგორც ჩვენი მომხმარებლებისთვის, ასევე პარტნიორებისთვის. ჩვენ გვესმის, რომ იანვარი ფინანსურად შეიძლება რთული თვე იყოს, ამიტომ მოხარული ვართ, შემოგთავაზოთ Wolt+-ის კვირეულის დაწყება. კამპანიის მიზანია, შესთავაზოს დაზოგვის მეტი შესაძლებლობა და ექსკლუზიური ბენეფიტები ჩვენს წევრებს, ასევე ადგილობრივი ბიზნესის ზრდის მხარდაჭერა მსოფლიოს 24 ბაზარზე. ეს არის მომგებიანი შეთავაზება ყველა მხარისთვის - როგორც მომხმარებლებისთვის, ისე - პარტნიორებისთვის", - აცხადებს Wolt+-ის ხელმძღვანელი ჯუნას ბინეკი.