Sponsored Content

500 Georgia: გაიცანით ქართული Web3 თამაშების სტარტაპი Arena Games-ი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს ბანკისა და 500 Global-ის მხარდაჭერით, საქართველოში 500 Georgia-ს სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა უკვე მეოთხედ ტარდება. პროექტის მიზანი სტარტაპების ლოკალურ და გლობალურ ბაზარზე მასშტაბირების ხელშეწყობა, ზრდისა და ფონდების მოზიდვის სტრატეგიის შემუშავება და 500 Global-ის საერთაშორისო ქსელში ინტეგრირებაა.

წელს ინტენსიური გადამზადების კურსი 12-მა სტარტაპმა გაიარა და ახლა ისინი 500 Georgia-ს შემაჯამებელი ღონისძიებისთვის ემზადებიან.

500 Georgia-ს Demo Day ეს არის შესაძლებლობა ინვესტორებისთვის და ფართო აუდიტორიისთვის, აღმოაჩინონ საინტერესო იდეებისა და გადაწყვეტების მქონე სტარტაპები, რომლებიც მომავლის ბიზნეს ამინდს ქმნიან.

პროექტის მონაწილეთა შორისაა ქართული კომპანია Arena Games-ი - Web3 თამაშების პლატფორმა, რომელიც 6000-ზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს.

სტარტაპის დამფუძნებელი მიხეილ დიდებულიძეა. მას ბლოკჩეინ სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. მიხეილმა შექმნა ევროკავშირში კრიპტოვალუტის გაცვლის პლატფორმა და თამაშების დეველოპმენტის კომპანია. იგი ასევე აქტიურად მუშაობს საქართველოში ბლოკჩეინ ეკოსისტემის განვითარებასა და ცნობადობის ამაღლებაზე. მიხეილი ასევე არის პარტნიორი VC ფონდში, რომელიც კონცენტრირებულია DEFI და GameFi სტარტაპებზე.

თუმცა, სიტყვა რომ არ გაგვიგრძელდეს, დავუბრუნდეთ Arena Games-ს. სტარტაპის საქმიანობის უკეთ გასაცნობად და დეტალური ინფორმაციის მისაღებად კომპანიის საოპერაციო დირექტორს (COO), მარიამ გიორგობიანს გავესაუბრეთ.

როგორც მარიამი გვიყვება, სტარტაპის შექმნამდე Arena Games-ის გუნდი კრიპტო სამყაროში უკვე 5 წელია რაც სხვადასხვა პროექტზე მუშაობს და ამ პერიოდის განმავლობაში გუნდის წევრები აქტიურად იყვნენ ჩართულები ბლოკჩეინ პლატფორმის განვითარებაზე. ამასთან, 2019 წელს დააფუძნეს თამაშების დეველოპმენტის სტუდია სამბრელა, რომელმაც ამ პერიოდში 20-ზე მეტი თამაში შექმნა.

"2017 წლიდან აქტიურად ვმუშაობთ კრიპტო სამყაროში და ვცდილობთ მის განვითარებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. დაახლოებით ერთი წლის წინ კი გადავწყვიტეთ, გაგვეერთიანებინა ბლოკჩეინისა და თამაშების დეველოპმენტის მიმართულებით ჩვენ მიერ დაგროვილი გამოცდილება და შეგვექმნა Web3 გეიმინგ პლატფორმა, რომელიც დეველოპერებსა და მოთამაშეებს ერთ სივრცეში გააერთიანებდა. ასე გაჩნდა Arena Games-ი", - გვიხსნის მარიამი.

ამისათვის მათ დეველოპერებისთვის შექმნეს სოფტი, რომელიც სხვადასხვა ბლოკჩეინ ინსტრუმენტებს აერთიანებს და ის ტრადიციულ თამაშებს ბლოკჩეინთან აკავშირებს, რისი მეშვეობითაც აძლევს შესაძლებლობას დეველოპერებს, თამაში Arena Games-ის პლატფორმაზე განათავსონ. მოთამაშეებისთვის კი ეს არის სივრცე, სადაც ერთი ექაუნთის შექმნით მათ ეძლევათ წვდომა ათობით სხვადასხვა ჟანრის Web3 თამაშზე.

"თამაშების ტრადიციული ბაზარი ძალიან დიდია და მას აქვს მრავალი პრობლემა, რომელთა გადაწყვეტა WEB3-ს შეუძლია: კერძოდ, WEB2-ზე დეველოპერები, როგორც წესი, აწყდებიან შემოსავლების არასტაბილურ მოდელებს და დაბალ აღმოჩენადობას, ხოლო ჩვენი Gamefi პლატფორმა სთავაზობს შემოსავლების მდგრად მოდელს და ახალ აუდიტორიაზე გასვლის შესაძლებლობას", - გვიყვება მარიამი და გვიხსნის, რომ დეველოპერებისთვის შექმნილი ბენეფიტების პარალელურად, Arena Games-ი მოთამაშეების კომფორტზეც არის ორიენტირებული.

"ჩვენ გვყავს მოთამაშეები, რომლებსაც უწევთ Pay-to-win მოდელებში მონაწილება და ამიტომ, ხშირად მათ თამაშში რეკლამები უშლის ხელს - ამ პრობლემის გადასაჭრელად და სამართლიანი კონკურენციის უზრუნველსაყოფად, ჩვენ შევიმუშავეთ მონეტიზაციის ახალი სტრატეგია, რაც Gamefi-ს მონეტიზაციის ახალი მეთოდების იმპლემენტაციას გულისხმობს. ახლა პლატფორმაზე რეკლამების განთავსება აღარ არის საჭირო", - განმარტავს მარიამი.

გვიყვება, რომ პლატფორმის MVP უკვე გაშვებულია და ამ მომენტისთვის მას 6000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს. როგორც აღნიშნავს, თავდაპირველად მათი მიზანი მონეტიზაციის ახალი გზების ძიება იყო, სურდათ, შეექმნათ ახლებური გადაწყვეტა, რომელიც მოგების მომტანი იქნებოდა.

"ჩვენ, როგორც თამაშების დეველოპერული კომპანია, ყოველთვის ვეძებდით ჩვენი პროდუქტების მონეტიზაციის ახალ გზებს. გვაინტერესებდა თამაშების ბლოკჩეინთან დაკავშირება, რათა გადაგველახა ის პრობლემები, რომელიც გვქონდა ტრადიციული თამაშების საგამომცემლო კომპანიებთან თანამშრომლობისას. ბაზრის ანალიზის შემდეგ, ჩვენთვის ნათლად გამოიკვეთა ტენდენცია, რომ Web3 სფეროში არსებობდა მოთხოვნა და ინტერესი Gamefi პროექტების მიმართ. წამყვან პროექტებზე დაკვირვების შემდეგ კი, ჩვენმა გუნდა შეამჩნია, რომ მათ უმრავლესობას ტრადიციული თამაშის დეველოპერებისთვის ჰქონდათ ინფლაციური თამაშის ეკონომიკის პრობლემა და საკმაოდ გართულებული შესვლის პროცესი. ამ პრობლემის მოგვარების გზა მალევე გადაიქცა ჩვენი ბიზნესის მთავარ იდეად", - გვიყვება მარიამი.

ამბობს, რომ ეტაპობრივად პლატფორმაზე ახალი თამაშების დამატებასა და მისი ფუნქციონირების გაუმჯობესებაზე მუშაობენ. ასევე, სურთ, Arena Games-ის საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბირებაც. "სამხრეთ - აღმოსავლეთ აზია ჩვენი პირველი სამიზნე ბაზარია. ყველა რესურსს ვიყენებთ იმისათვის, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ", - ამბობს მარიამი.

მიზნების სწრაფად მისაღწევად კი მათ გადაწყვიტეს, მონაწილეობა მიეღოთ 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამაში.

"ჩვენთვის, როგორც ბლოკჩეინ კომპანიისთვის, მნიშვნელოვანი იყო ასეთი რეპუტაციის მქონე აქსელერაციის პროგრამაში მოხვედრა - ეს ნიშნავს ჩვენი ბიზნესმოდელის და პროექტის აღიარებას. 500-ის კომპანიებს აქვთ ყველა საჭირო ინსტრუმენტი იმისთვის, რომ სტარტაპი განავითარონ, მოიზიდონ საერთაშორისო ინვესტიციები, გლობალურ ბაზარზე გავიდნენ და გახდნენ საერთაშორისო სტარტაპ ეკოსისტემის წევრები", - გვიყვება მარიამი.

ამბობს, რომ აპლიკაციის შევსების მიზეზიც სწორედ ეს გახდა - "500 Georgia არის ერთადერთი საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამა ჩვენს რეგიონში, რომელიც აერთიანებს 2200-ზე მეტ კომპანიას და 2.3 მილიარდზე მეტ ინვესტიციას, რაც ნიშნავს, რომ პორტფელის კომპანიას ეხსნება წვდომა სხვა დანარჩენ კომპანიებზე, მათ გამოცდილებასა და ცოდნაზე, ასევე, 500-დან პირველადი ინვესტიციის მიღების შემდეგ მარტივდება საერთაშორისო ფონდებიდან ინვესტიციების მოზიდვაც.