Get All Access for $5/mo

500 Georgia-ს გამარჯვებული Cargon "სილიკონ ველიზე" "ყველაფრისთვის მზად ვართ და ყველაფერი ძალიან მარტივია"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

GITA-სა და "საქართველოს ბანკის" თანამშრომლობით, საქართველოში მსოფლიოს წამყვან ბიზნეს-აქსელერატორ 500 Startups-ის შემოყვანითა და აქსელერაციის ორი წარმატებული პროგრამის წყალობით, 4 ქართული სტარტაპი − Payze, Cargon, Agrolabs და Cardeal, უკვე 5 დღეა სან ფრანცისკოში იმყოფებიან და "სილიკონ ველის" სტარტაპ-ეკოსისტემას ეცნობიან.

Entrepreneur-ის ყურადღების ცენტრში ამჯერად "სილიკონ ველისა" და 500 Startups-ის შესახებ, სტარტაპ Cargon-ის შთაბეჭდილება და მისი თანადამფუძნებლის, შაკო ჯალაბაძის გამოხმაურება მოექცა. შაკოს თქმით, პირველი, რაც "სილიკონ ველიზე" ვიზიტისას თვალში მოხვდათ და რასაც ელოდნენ კიდეც, იყვნენ ადამიანები, რომლებიც დიდი საქმეების საკეთებლად ყოველთვის სადღაც მიიჩქარიან. ასევე, სახელგანთქმული კომპანიები, ოფისები, სამუშაო სივრცეები და ის ატმოსფერო, რომელიც მსოფლიოს ტექნოლოგიურ ცხოვრებას განაგებს.

"გამოცდილება, რომელიც 500 Startups-ში საქართველოში მივიღეთ, ჩვენ მიერ განვლილი პროცესები და იდეალურად გაწერილი გეგმა, გვაგრძნობინებს, რომ ყველაფრისთვის მზად ვართ და ყველაფერი ძალიან მარტივია. სანამ 500 Startups-ში მონაწილეობას მივიღებდით, Cargon მხოლოდ საქართველოს მასშტაბით იყო წარმოდგენილი, თუმცა 500 სტარტაპის შემდეგ, უკვე რამდენიმე ქვეყანაში, საერთაშორისო ბაზარზე გავედით და პროცესი ყოველწლიურად ვითარდება. ალბათ შეუძლებელი იქნებოდა ამ ყველაფრის 500 Startups-ის გარეშე მიღწევა და იმ ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში გადავდგით. რაც მეტი ადამიანი მიიღებს მსგავს გამოცდილებას, მით უფრო რეალურად ნახავს, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია", − აცხადებს Cargon-ის თანადამფუძნებელი, შაკო ჯალაბაძე.

500 Georgia-სა და ქართველი სტარტაპერებისათვის ამ პროგრამის მნიშვნელობაზე, 500 Startups-ში მენტორების პროგრამის ხელმძღვანელმა, დანიელ პატონმაც ისაუბრა. იგი აცხადებს, რომ საქართველოს პროგრამისათვის, მათ მუდმივი, სრულ განაკვეთზე მომუშავე მენტორები ჰყავთ, რომლებიც ჩვენს სტარტაპებს ასწავლიან და ამომწურავ ინფორმაციას აწვდიან.

"ვხელმძღვანელობ პროგრამას, რომელსაც მენტორები სხვადასხვა პოზიციაზე აჰყავს და შემდგომ მხარდაჭერას სთავაზობს. საქართველოს პროგრამის მონაწილე ნებისმიერ სტარტაპს 430-ზე მეტ მენტორზე აქვს წვდომა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ სტარტაპებმა მენტორთან დაკავშირება და კომპანიის განვითარება შეძლონ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მენტორებსაც იგივე გზა აქვთ გავლილი. თითოეული მათგანი საკუთარი დარგის ღრმა ცოდნით გამოირჩევა. მაგალითად, ზოგიერთს საზოგადოებასთან ურთიერთობის 20-წლიანი გამოცდილება უმაგრებს ზურგს, რითაც ისინი სტარტაპებს სტრატეგიის შემუშავებასა და ახალი ამბების ყურადღების ცენტრში მოქცევაში ეხმარებიან. მენტორები, რომლებსაც წარმატებული კომპანიის შექმნის გამოცდილება აქვთ, საკუთარ პრაქტიკულ გამოცდილებას უზიარებენ მათ. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც სტარტაპები დააარსეს, დაფინანსება მოიზიდეს და საბოლოოდ, საკუთარი კომპანიები გაყიდეს კიდეც", − გვიამბობს დანიელ პატონი.

500 Startups-ის მენტორების პროგრამის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ 500 Startups-ს ძალიან ძლიერი ბრენდი აქვს, რომლის პროგრამამ უამრავი კომპანიის წარმატება განაპირობა.

მისი თქმით, მენტორად არჩევისას, კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს ისეთ მოთხოვნებს, როგორებიცაა: წარმატებული კომპანიის დაფუძნების გამოცდილება ან დარგის ღრმა ექსპერტული ცოდნა. ასევე, ისინი ყურადღებას პიროვნულ თვისებებსაც აქცევენ. "ვიტყოდი, რომ მენტორები იმიტომ არიან დღეს ჩვენთან, რომ კომპანიის შექმნისას კარგი გამოცდილება ჰქონდათ და ახლა სურვილი აქვთ, იგივე გაუზიარონ სხვას", − დანიელ პატონი, 500 Startups-ში მენტორების პროგრამის ხელმძღვანელი.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და "საქართველოს ბანკის" პარტნიორობით, მსოფლიოში წამყვანი ბიზნეს-აქსელერატორი 500 Startups შემოვიდა. პროგრამაში გამარჯვებული 4 სტარტაპი (Payze, Cardeal, Cargon, Agrolabs) "სილიკონ ველის" სტუმრობს.

Entrepreneur აგრძელებს საინფორმაციო მასალებს "სილიკონ ველის" შესახებ და ასევე მოგითხრობთ ქართული სტარტაპების გამოცდილებაზე აშშ-იდან.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ლიდერობა

რა მოვალეობები აქვს გენერალურ დირექტორს?

თითოეულ კომპანიას ერთი გენერალური ჰყავს, მაგრამ მათი როლები შესაძლოა სრულიად განსხვავებული იყოს. რას უნდა აკეთებდეთ, თუ გენერალური დირექტორი ხართ?