Get All Access for $5/mo

500 Georgia-ს გამარჯვებული ქართული სტარტაპები "სილიკონ ველიზე" პირველი 2 დღის შეჯამება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი

ალბათ გახსოვთ, GITA-სა და "საქართველოს ბანკის" თანამშრომლობით, საქართველოში მსოფლიოს წამყვან ბიზნეს-აქსელერატორ 500 Startups-ის შემოყვანისა და აქსელერაციის ორი წარმატებული პროგრამის შესახებ. ისიც გემახსოვრებათ, რომ აქსელერაციის პროგრამა 500 Georgia-ს ორივე ნაკადის 4 გამარჯვებულ სტარტაპად Payze, Cargon, Agrolabs და Cardeal დასახელდნენ. ახლა ეს კომპანიები "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით, სან ფრანცისკოში, "სილიკონ ველიზე" იმყოფებიან და ძალიან საინტერესო შეხვედრებს მართავენ. Entrepreneur თვალყურს ადევნებს ქართული სტარტაპების მოგზაურობას "სილიკონ ველიზე" და გვსურს გაგიზიაროთ მათი პირველადი შთაბეჭდილება და გამოცდილება მსოფლიოს ტექნოლოგიური ცენტრის შესახებ.

ქართული სტარტაპები "სილიკონ ველის" 3 აგვისტოს ეწვივნენ. სან ფრანცისკოში ვიზიტის პირველ დღეს, ერთმანეთს 500 Startups-ის საქართველოსა და სინგაპურის აქსელერაციის პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები და მენტორები შეხვდნენ.

500 Georgia-ს ერთ-ერთ სტარტაპ Agrolabs-ის დამფუძნებელი, მაიკლ ლაზარენკო, ვიზიტის პირველი დღისა და მოლოდინის შესახებ საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პირველი დღე არც ისე დატვირთული იყო და ჩვეული სამუშაო ცხოვრებიდან გადაწყობისათვის დრო მიეცათ, პროგრამა თანდათან უფრო დაიტვირთება. იგი აღნიშნავს, რომ სან ფრანცისკო საუკეთესო ადგილია ახალგაზრდა, განვითარების ეტაპზე მყოფი სტარტაპებისთვის. "ძალიან კარგი ლექცია გვქონდა Sillicon Valley-ის ინფრასტრუქტურაზე, ხელმისაწვდომ დაფინანსებასა და საუკეთესო პრაქტიკაზე. ეს ინფორმაცია მართლაც სასარგებლო იყო. რამდენიმე მიზანი დავისახეთ, რომელსაც გვინდა მივაღწიოთ მოგზაურობის დროს. პირველი მათგანი ფონდების მოძიებას ეხება. ჩვენ ვცდილობთ, კომპანია რაც შეიძლება მეტი ინვესტორის წინაშე წარვადგინოთ", - ამბობს მაიკლ ლაზარენკო.

Agrolabs-ის დამფუძნებელმა აგრეთვე ისაუბრა 500 Georgia-ს მნიშვნელობასა და მის მიერ განვითარების დონეზე მყოფი კომპანიებისათვის სასიცოცხლო რესურსების უზრუნველყოფაზე. მისი თქმით, პროგრამით გათვალისწინებული მენტორინგი და ლექციები უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რაც ერთი მხრივ, გაფართოების პოტენციალის მქონე ბიზნესის დაფუძნებაში, ხოლო მეორე მხრივ, ძვირადღირებული შეცდომების არიდებაში გვეხმარება.

"500 Georgia, "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით, საჭირო დაფინანსების მოპოვებასა და ინვესტორებთან წარდგენაში გეხმარება. ზუსტად ამიტომ ვართ ახლა "სილიკონ ველიზე", რომ ამერიკელი ინვესტორების წინაშე წარვდგეთ და ვაჩვენოთ კომპანიები, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპაშია დაფუძნებული და აშშ-ში გაფართოების დიდი პოტენციალი აქვს. ვიმედოვნებთ, ჩვენც ერთ-ერთი ასეთი კომპანია ვართ", − აღნიშნავს Agrolabs-ის დამფუძნებელი.

მეორე დღეს ქართველი სტარტაპერები UC Berkeley-ის უნივერსიტეტს ესტუმრნენ. აქ მათ კალიფორნიის ერთ-ერთი გამორჩეული ლექტორი, გრეგორი ლა ბლანკი დახვდა, რომელმაც ჩვენს ანტრეპრენერებს პროდუქტის ციფრული ტრანსფორმაციის შესახებ რჩევები გაუზიარა და ტალანტების მოზიდვისა და "სილიკონ ველის" პერსპექტივების შესახებ ესაუბრა.

500 სტარტაპის პროექტი შარშან, ივნისის თვეში, GITA-ს ინიციატივით, "საქართველოს ბანკის" ჯგუფის მხარდაჭერითა და 500 Startups-ის ფასილიტაციით დაიწყო. როგორც "საქართველოს ბანკის" ჯგუფის ინოვაციების ხელმძღვანელი, ანდრო რატიანი აღნიშნავს, პროგრამის დასაწყისში 30-ვე კომპანიის საერთო ღირებულება, დაახლოებით 25 მილიონ დოლარს შეადგენდა, ხოლო დღეს ეს რიცხვი 55 მილიონამდეა გაზრდილი.

ამჟამად, პროექტი ფინალურ სტადიაშია, სადაც 2 ნაკადიდან 2 სტარტაპი შეირჩა და ეს 4 გუნდი სან ფრანცისკოში რამდენიმეკვირიანი ინტენსიური აქსელერაციის ეტაპის გასავლელად იმყოფება. ამ ყველაფრის კულმინაცია, ე.წ. "დემო" დღე იქნება, რომელზეც სტარტაპერები "სილიკონ ველის" 50-ზე მეტ ინვესტორს შეხვდებიან, თავიანთ პროდუქტს წარადგენენ და შეეცდებიან, ინვესტიციის მოსაზიდად "ვენჩურული" კომპანიები დააინტერესონ.

"ისეთი პროგრამები, როგორებიც არის 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამა, საქართველოში მოქმედ ყველა ანტრეპრენერსა და სტარტაპს სთავაზობს შანსს, რამდენიმე თვეში სან ფრანცისკოში აღმოჩნდნენ, მიიქციონ "სილიკონ ველის" ინვესტორთა ყურადღება და განავითარონ საკუთარი ბიზნესი", − აცხადებს ანდრო რატიანი.

Entrepreneur აგრძელებს საინფორმაციო მასალებს "სილიკონ ველის" შესახებ და ასევე მოგითხრობთ ქართული სტარტაპების გამოცდილებაზე აშშ-დან.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია