Get All Access for $5/mo

500 Georgia-ს გლობალურ აქსელერატორზე რეგისტრაცია 3 მარტამდე გაგრძელდება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი

500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მეოთხე ნაკადზე განაცხადების მიღება 3 მარტამდე გაგრძელდება. სტარტაპებს, რომელთა მიზანიც საზღვარგარეთ გაფართოებაა, შესაძლებლობა ეძლევათ, გამოიყენონ მსოფლიოში წამყვანი აქსელერატორის ფართო ქსელი, შეისწავლონ ახალი ბაზრები და აღმოაჩინონ პოტენციური პარტნიორები და შემოსავლის გაზრდის გზები. პროგრამა სტარტაპ ეკოსისტემას 500 Global-ის საინვესტიციო ექსპერტიზას და პარტნიორების საერთაშორისო ცოდნას სთავაზობს. რეგიონული პროგრამის განხორციელებით, 500 Global-ის მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, ფინანსებთან წვდომის გამარტივება და კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირების ხელშეწყობაა. პროგრამაში მონაწილე სტარტაპები საერთაშორისო გამოცდილების მქონე მენტორებთან 12-კვირიან ინტენსიურ პროგრამას გაივლიან.

გლობალური მასშტაბის აქსელერაციის პროგრამა წელიწადში ორჯერ, 500 Georgia-ს სახელით ტარდება და მის ფარგლებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მომუშავე სტარტაპებს საშუალება ეძლევათ, გაიარონ გადამზადების ინტენსიური კურსი, შეხვდნენ საერთაშორისოდ აღიარებულ მენტორებს და გახდნენ მასშტაბური დემო დღის მონაწილეები. ყოველი ნაკადის გამარჯვებული სტარტაპი კი, 500 Global-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

პროგრამაზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ ეწვიეთ ბმულს: https://500.co/accelerators/500-georgia.

ინფორმაციისთვის, გლობალური ვენჩურული კაპიტალის კომპანია 500 Global-ი საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2020 წელს შემოვიდა. 2022 წელს კი მხარეებს შორის ოთხწლიან პარტნიორობას მოეწერა ხელი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

როგორ დავიწყო ბიზნესი

როგორ დავიწყოთ ბიზნესი (თითქმის) უფულოდ?

ბიზნესის წამოწყება და განვითარება საკუთარი ფინანსური ინვესტიციის გარეშეც შესაძლებელია, თუკი კარგად იცით, რას აკეთებთ

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან