6 ოქტომბრიდან "სინომი რითეილის" წამყვანი საერთაშორისო ბრენდები ბათუმში გაიხსნება
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოში მოდის რითეილის სფეროში წამყვანი კომპანია, "სინომი რითეილი" ამჯერად უკვე ულამაზეს ქალაქ ბათუმის ახალ სავაჭრო ცენტ "გრანდ მოლში" 10 წამყვან, საერთაშორისო ბრენდს გახსნის: Zara, Massimo Dutti, Mango, OYSHO, Stradivarius, Kiko Milano, Sunglass Hut, Parfois, Aldo, Charles & Keith.
ეს კიდევ ერთი დიდი წარმატებაა, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკისა და ქვეყნის დასავლეთ რეგიონის განვითარებაზე. "სინომი რითეილის" გაფართოვებით ბათუმში 160-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. "სინომი რითეილის" მაღაზიები ყოველწლიურად მილიონზე მეტ ქართველ და უცხოელ სტუმარს მოემსახურება.
"დასავლეთ საქართველოს მაცხოვრებლების ინტერესი ჩვენი ბრენდების მიმართ, ყოველთვის მაღალი იყო, ეს განსაკუთრებით ჩანდა ონლაინ შეკვეთებში რომელთა ნახევარი სწორედ დასავლეთ საქართველოდან ხორციელდებოდა.
მოხარულები ვართ, რომ ისეთი გამორჩეული ქალაქისთვის, როგორიც ბათუმია, შევარჩიეთ ჩვენი პორტფელის 10 საუკეთესო ბრენდი, სხვადასხვა მიმართულებიდან. ამიერიდან, დასავლეთ საქართველოს მაცხოვრებლებისთვის კიდევ უფრო მარტივი იქნება შეიძინონ, სამოსი, ფეხსაცმელები, აქსესუარები, თავის მოვლისა და კოსმეტიკური პროდუქტები წამყვანი საერთაშორისო ბრენდებისგან, ერთ სივრცეში." -აცხადებს "სინომი რითეილის" დირექტორი საქართველოში რევაზ მაღალაშვილი.
"სინომი რითეილის 9 მაღაზია: Massimo Dutti, Mango, OYSHO, Stradivarius, Kiko Milano, Sunglass Hut, Parfois, Aldo, Charles & Keith 6 ოქტომბრიდან ელის მომხმარებლებს საინტერესო შეთავაზებების აღმოსაჩენად. სულ მალე კი "გრანდ მოლში" კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი, უახლესი კონცეფციის ზარა დაიდებს ბინას, რომელიც, რა თქმა უნდა, ქალის, მამაკაცისა და ბავშვის განყოფილებებს გააერთიანებს და მუდმივად შესთავაზებს ექსკლუზიურ კოლექციებს მომხმარებლებს.
"სინომი რითეილი" მოდის რითეილის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მრავალფეროვანი პორტფელის მქონე კომპანიაა. ჯგუფი 90-მდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს, ფლობს ინდიტექსის ოფიციალურ და ექსკლუზიურ ფრენჩაიზს. კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ბალკანეთის ქვეყნებსა და ამერიკაში 2000-ზე მეტი მაღაზიითაა წარმოდგენილი.
"სინომი რითეილი" საქართველოში, კერძოდ თბილისში 2012 წლიდან რითეილ გრუპ ჯორჯიას სახელით ოპერირებს, 2023 წლის თებერვალში რებრენდინგის შედეგად კომპანიას სახელი შეეცვალა და სინომი რითეილი დაერქვა.
სინომი რითეილი წარმოადგენს 19 საერთაშორისო ბრენდს და ფლობს 60-ზე მეტ მაღაზიას თბილისის მასშტაბით. 2023 წლის, 6 ოქტომბრიდან კი, კომპანია ბათუმში 10 მაღაზიით გაფართოვდება.