8 წელი ციფრული განათლების სათავეში: ციფრული ინდუსტრიის აკადემიის იუბილე და მომავლის ხედვა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ციფრული ინდუსტრიის აკადემია 8 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ წლების განავლობაში აკადემიამ ათასობით სტუდენტს გაუკვალა გზა ტექნოლოგიების, მარკეტინგის, დიზაინისა და ბიზნესის სფეროში.

გთავაზობთ ინტერვიუს აკადემიის გუნდთან: განვლილ გზაზე, ციფრულ ტრანსფორმაციასა და სამომავლო გეგმებზე.

8 წელი ციფრულ ინდუსტრიაში საკმაოდ დიდი დროა. როგორ დაიწყო ციფრული ინდუსტრიის აკადემიის ისტორია და რა იყო მთავარი მისია?

როდესაც 8 წლის წინ აკადემია დავაფუძნეთ, ქართულ ბაზარზე ციფრული პროფესიების მიმართულებით დიდი წყვეტა იყო. ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდებოდა, ბიზნესს სჭირდებოდა კადრები, თუმცა პრაქტიკულ ცოდნაზე დაფუძნებული განათლება თითქმის არ არსებობდა. ჩვენი მთავარი მისია თავიდანვე იყო: მოგვეშორებინა ზედმეტი თეორიული ქაოსი და სტუდენტებისთვის მიგვეცა რეალური, პრაქტიკული ინსტრუმენტები, რომლებიც მათ პირდაპირ დასაქმებაში დაეხმარებოდა.

დღესდღეობით 40 000-ზე მეტი კურსდამთავრებული გვყავს, საიდანაც ზოგმა 0-დან დაიწყო კარიერა ან უკვე არსებული პროფესია სხვა საფეხურზე გადაიყვანა. ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ b2b მიმართულების კომპანიებთან, რომლებსაც თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაში ვეხმარებით.

ამ 8 წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა სტუდენტების ინტერესები და მოთხოვნები ბაზარზე?

ინდუსტრია წარმოუდგენელი სისწრაფით შეიცვალა. თუ წლების წინ მოთხოვნა ძირითადად საბაზისო ციფრულ მარკეტინგსა თუ 2D დიზაინზე იყო, დღეს აქცენტი ღრმა ანალიტიკაზე, პროცესების ავტომატიზაციასა და AI-ზე გადავიდა. ჩვენი სტუდენტები აღარ ეძებენ უბრალოდ "კურსს", მათ სურთ სრული ტრანსფორმაცია, პორტფოლიო, პროექტები და ცოდნა, რომელიც ნებისმიერ ტექნოლოგიურ ეპოქაში დასაქმებაში დაეხმარებათ.

დღეს ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქაში ვცხოვრობთ. როგორ პასუხობს აკადემია ამ გამოწვევას?

AI-მ მთლიანად შეცვალა თამაშის წესები. ჩვენი პოზიცია მარტივია: AI არ ჩაანაცვლებს პროფესიონალებს, მას ჩაანაცვლებს ის, ვინც AI-ის ეფექტურად იყენებს. სწორედ ამიტომ, ყველა ჩვენს მიმართულებაში: იქნება ეს Excel-ი, ქოფირაითინგი, კონტენტის შექმნა თუ SEO, ჩავატექნოლოგიურეთ AI ინსტრუმენტები. ჩვენ ვასწავლით სტუდენტებს, როგორ აქციონ ხელოვნური ინტელექტი თავიანთ პერსონალურ ასისტენტად.

რა არის ის მთავარი ღირებულება, რაც ციფრული ინდუსტრიის აკადემიას გამოარჩევს?

პრაქტიკულობა, აუდიტორიის განწყობა და შედეგზე ორიენტირებულობა. ჩვენთან ლექციებს ატარებენ მოქმედი პრაქტიკოსი მენტორები, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ იმ გამოწვევებზე, რასაც სტუდენტებს უზიარებენ. გარდა ამისა, ჩვენ შევქმენით ძლიერი კომუნა, სადაც კურსდამთავრებულები ერთმანეთს ეხმარებიან, სძენენ პროფესიულ კონტაქტებს და საქმდებიან წამყვან კომპანიებში.

8 წელი შესრულდა. რას გეგმავთ მომავალში?

8 წელი მხოლოდ დასაწყისია. ვგეგმავთ პროგრამების კიდევ უფრო გაფართოებას, ახალი, ინოვაციური სასწავლო ფორმატების დანერგვასა და საერთაშორისო სტანდარტების კიდევ უფრო გაძლიერებას. ჩვენი მიზანი უცვლელია: ვიყოთ ხიდი ადამიანის პოტენციალსა და მის წარმატებულ ციფრულ კარიერას შორის.

8 წელი ციფრული განათლების სათავეში: ციფრული ინდუსტრიის აკადემიის იუბილე და მომავლის ხედვა

ციფრული ინდუსტრიის აკადემია 8 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ წლების განმავლობაში აკადემიამ ათასობით ადამიანს მისცა შესაძლებლობა, შეეძინა ახალი პროფესიული უნარები, აეთვისებინა ახალი პროფესია და კარიერა ტექნოლოგიების, მარკეტინგის, დიზაინისა და ბიზნესის მიმართულებით განევითარებინა.

8 წლის განმავლობაში შეიცვალა როგორც ციფრული ინდუსტრია, ისე განათლების მიმართ ადამიანების მოლოდინები. დღეს მხოლოდ თეორიული ცოდნა აღარ არის საკმარისი — სტუდენტებს სჭირდებათ პრაქტიკული გამოცდილება, რეალურ პროექტებზე მუშაობა და უნარები, რომლებიც თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს პასუხობს.

აკადემიის გუნდთან ერთად ვსაუბრობთ განვლილ გზაზე, ინდუსტრიის ტრანსფორმაციაზე, ხელოვნური ინტელექტის გავლენასა და იმაზე, თუ როგორ ხედავს ციფრული ინდუსტრიის აკადემია განათლების მომავალს.

8 წელი ციფრულ ინდუსტრიაში საკმაოდ დიდი დროა. როგორ დაიწყო ციფრული ინდუსტრიის აკადემიის ისტორია და რა იყო მთავარი მისია?

როდესაც 8 წლის წინ აკადემია დავაფუძნეთ, ქართულ ბაზარზე ციფრული პროფესიების მიმართულებით მნიშვნელოვანი საჭიროება არსებობდა. ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდებოდა, კომპანიებს ახალი უნარების მქონე პროფესიონალები სჭირდებოდათ, თუმცა პრაქტიკულ ცოდნაზე დაფუძნებული განათლების შესაძლებლობები ჯერ კიდევ შეზღუდული იყო.

ჩვენი მიზანიც სწორედ აქედან გაჩნდა შეგვექმნა სივრცე, სადაც ადამიანი მიიღებდა არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ რეალურ სამუშაო გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ გამოცდილებას და პრაქტიკულ უნარებს, რომელთა გამოყენებასაც პროფესიულ საქმიანობაში შეძლებდა.

დღეს აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამები უკვე 40 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა. მათ შორის არიან ადამიანები, რომლებმაც სრულიად ახალი პროფესია აითვისეს და კარიერა ნულიდან დაიწყეს, ასევე პროფესიონალები, რომლებმაც არსებული ცოდნა და გამოცდილება განავითარეს და კარიერის ახალ ეტაპზე გადავიდნენ.

ამასთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ B2B მიმართულებითაც და კომპანიებს ვეხმარებით თანამშრომლების გადამზადებაში, კვალიფიკაციის ამაღლებასა და თანამედროვე პროფესიული უნარების განვითარებაში.

ამ 8 წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა სტუდენტების ინტერესები და მოთხოვნები ბაზარზე?

ძალიან მნიშვნელოვნად. ციფრული ინდუსტრია მუდმივად ვითარდება და მასთან ერთად იცვლება როგორც მოთხოვნადი პროფესიები, ისე ამ პროფესიებში საჭირო უნარები.

მარკეტინგი, დიზაინი, პროგრამირება და სხვა ციფრული მიმართულებები დღესაც აქტუალურია, თუმცა თავად პროფესიონალების სამუშაო პროცესიც მნიშვნელოვნად შეიცვალა. მათ ყოველდღიურ საქმიანობაში სულ უფრო დიდ როლს თამაშობს AI, ავტომატიზაცია, მონაცემებთან მუშაობა და ახალი ტექნოლოგიური ინსტრუმენტები. შესაბამისად, დღეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროფესიის საფუძვლების ცოდნა, არამედ მუდმივად განვითარება და ახალი ინსტრუმენტების საკუთარ პროფესიაში ეფექტურად ინტეგრირება.

შეიცვალა სტუდენტების მოლოდინიც. დღეს ადამიანს უბრალოდ კურსის გავლა აღარ სურს — მას უნდა პრაქტიკული გამოცდილება, რეალურ პროექტებზე მუშაობა, პორტფოლიოს შექმნა და იმის დანახვა, თუ როგორ შეიძლება მიღებული ცოდნა რეალურ კარიერულ შესაძლებლობად აქციოს.

სწორედ ამიტომ, ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით ბაზარს - რა იცვლება, რა ახალი ინსტრუმენტები ჩნდება, რა უნარებზე იზრდება მოთხოვნა - და სასწავლო პროგრამებსაც ამ ცვლილებების შესაბამისად ვავითარებთ.

დღეს ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქაში ვცხოვრობთ. როგორ პასუხობს აკადემია ამ ცვლილებას?

AI უკვე აღარ არის მხოლოდ ცალკე პროფესიული მიმართულება ის თანდათან თითქმის ყველა სფეროს სამუშაო პროცესის ნაწილი ხდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სტუდენტებმა AI აღიქვან როგორც ინსტრუმენტი, რომელიც სწორად გამოყენების შემთხვევაში მათ შესაძლებლობებს ზრდის და მუშაობის პროცესს უფრო ეფექტურს ხდის. ამიტომ AI-ის პრაქტიკული გამოყენება ეტაპობრივად ინტეგრირდება სხვადასხვა სასწავლო მიმართულებაში იქნება ეს მარკეტინგი, დიზაინი, კონტენტის შექმნა, პროგრამირება, SEO თუ სხვა სფერო.

ამასთან ერთად, გვაქვს უშუალოდ AI-ზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამებიც, სადაც სტუდენტები სწავლობენ თანამედროვე AI ინსტრუმენტებთან მუშაობას და მათ პრაქტიკულ გამოყენებას.

ჩვენი მიზანია, სტუდენტმა იცოდეს არა უბრალოდ კონკრეტული პლატფორმის გამოყენება, არამედ ესმოდეს, როგორ ჩართოს AI საკუთარ სამუშაო პროცესში, როგორ დაზოგოს დრო, გააუმჯობესოს შედეგი და გამოიყენოს ტექნოლოგია საკუთარი პროფესიული შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

რა არის ის მთავარი ღირებულება, რაც ციფრული ინდუსტრიის აკადემიას გამოარჩევს?

პირველ რიგში — პრაქტიკული სწავლება და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა.

ჩვენთან სტუდენტებს ასწავლიან მოქმედი პროფესიონალები, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ შესაბამის ინდუსტრიაში. შესაბამისად, სტუდენტი იღებს არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ გამოცდილებას, პრაქტიკულ მაგალითებსა და იმ ხედვასაც, რომელიც რეალურ სამუშაო გარემოში სჭირდება.

ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ სწავლა კურსის ბოლო ლექციით არ დასრულდეს. სტუდენტებს ვთავაზობთ კარიერულ მხარდაჭერას, ვეხმარებით პროფესიული პროფილისა და პორტფოლიოს განვითარებაში, ვუზიარებთ სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობებს და ვქმნით გარემოს, სადაც მათ შეუძლიათ პროფესიული კავშირების დამყარება როგორც მენტორებთან, ისე სხვა სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან.

საბოლოოდ, ჩვენი მიდგომა ერთ მთავარ იდეას ეფუძნება ჩვენთვის განათლება მხოლოდ კურსი არ არის ეს არის ახალი შესაძლებლობების შექმნის გზა.

8 წელი შესრულდა. რას გეგმავთ მომავალში?

8 წელი ჩვენთვის ერთდროულად მნიშვნელოვანი შედეგიცაა და ახალი ეტაპის დასაწყისიც.

ვგეგმავთ სასწავლო პროგრამების კიდევ უფრო გაფართოებას, ახალი და ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული მიმართულებების დამატებას, AI-ისა და თანამედროვე ტექნოლოგიების უფრო ღრმა ინტეგრაციას სასწავლო პროცესში და ახალი საგანმანათლებლო ფორმატების განვითარებას.

ამავდროულად, ჩვენი ხედვა მხოლოდ საქართველოს ბაზრით არ შემოიფარგლება. გვინდა კიდევ უფრო გავაძლიეროთ საერთაშორისო მიმართულება, გავაფართოოთ თანამშრომლობა კომპანიებთან და განათლება კიდევ უფრო მჭიდროდ დავაკავშიროთ რეალურ სამუშაო ბაზართან.

თუმცა მთავარი მიზანი უცვლელი რჩება განათლება ვაქციოთ ახალი შესაძლებლობების საწყის წერტილად. პრაქტიკული სწავლებით, პროფესიონალი მენტორებითა და კარიერული მხარდაჭერით ადამიანებს დავეხმაროთ, შეიძინონ მოთხოვნადი უნარები, აითვისონ ახალი პროფესია და შექმნან საკუთარი კარიერული განვითარების ახალი შესაძლებლობები.

8 წლის შემდეგ ჩვენ ისევ ვსწავლობთ, ვიცვლებით და ვიზრდებით ჩვენს სტუდენტებთან ერთად და ეს მხოლოდ დასაწყისია.