Get All Access for $5/mo

82 წლის უოლი ფანკი ბეზოსთან ერთად კოსმოსში გაფრინდება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

82 წლის ქალბატონი, რომელიც უკვე 60 წელია კოსმოსში ფრენაზე ოცნებობს, ჯეფ ბეზოსის Blue Origin-ის, ივლისის ბოლოსთვის დაგეგმილ ვოიაჟს შეუერთდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უოლი ფანკი, ყველაზე ასაკოვანი ადამიანი იქნება, ვისაც აქამდე კოსმოსში უფრენია. ქალბატონი ფანკი, პირადად ბეზოსმა, "საპატიო სტუმრის" სტატუსით მოიწვია და ამ ეტაპისთვის, Amazon-ის დამფუძნებლისა და მისი ძმის შემდეგ, პირველი ადამიანია ეკიპაჟის წევრებიდან, ვისი ვინაობაც ფართო აუდიტორიისთვის ცნობილი გახდა. ამავდროულად, დღემდე უცნობია გათამაშებული აუქციონის გამარჯვებულის სახელი, რომელსაც კოსმოსური საგზურისთვის, 28 მილიონი დოლარის გადახდა მოუწია.

კომპანია Blue Origin, დედამიწის ზედაპირიდან 100 კმ სიმაღლის მიღწევას გეგმავს, რაც ბორტის ეკიპაჟს, მიკრო გრავიტაციის შეგრძნების საშუალებას მისცემს. მოგზაურობა სულ 10 წუთს გასტანს და მაქსიმალური სიმაღლებრივი ნიშნულის მიღწევის შემდეგ, კაფსულა დედამიწაზე პარაშუტებით დაეშვება.

ბეზოსმა, ქალბატონ ფანკს ეს სასიხარულო ამბავი პირადად შეატყობინა და საკუთარ Instagram-ზე შეხვედრის ვიდეოც კი განათავსა. "ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ასეთ სიმაღლეზე აფრენის შესაძლებლობა მომეცემოდა" - ამბობს უოლი ფანკი - "მიჭირს გადმოვცე ის ემოცია, რაც Blue Origin-თან ერთად მოგზაურობის შესაძლებლობის შესახებ, ამბის გაგებისას განვიცადე".

უოლი ფანკი, 1939 წელს, ნიუ-მექსიკოში დაიბადა. მას ბავშვობიდან ხიბლავდა ავიაცია და სწორედ ამიტომ, პილოტის პროფესია აირჩია. თავისი კარიერის განმავლობაში, მან ცაში 19 600 საათი გაატარა და 60-ან წლებში, 3000-მდე ადამიანს შეასწავლა ფრენა. ეს 82 წლის ქალბატონი, იყო პირველი ქალი საჰაერო უსაფრთხოების ოფიცერი, "ნაციონალურ სატრანსპორტო უსაფრთხოების საბჭოში" და პირველი ქალი-ინსპექტორი აშშ-ის "ფედერალურ საავიაციო ადმინისტრაციაში".

უოლი ფანკი, კოსმონავტობაზე ოცნებობდა, ამიტომ 1961 წელს, მოხალისეობრივად ჩაეწერა NASA-ს პროგრამაში - "ქალები კოსმოსში". აქ მან მკაცრი ფიზიკური და ფსიქოლოგიური შემოწმება წარმატებით გაიარა, თუმცა მოგვიანებით, NASA-მ ეს პროექტი, სახელად "მერკური-13" შეაჩერა და ფანკიც, სხვა ქალბატონებთან ერთად, ამ პროგრამის მიღმა დარჩა.

2010 წელს, ქალბატონ ფანკს, კოსმოსში ფრენის მორიგი შანსი მიეცა. მან რიჩარდ ბრენსონის Virgin Galactic-ის პირველი კომერციული კოსმოსური პროექტის ბილეთი, 200 000 დოლარად შეიძინა და უკვე 11 წელია, სანუკვარ ფრენას ელოდება. უნდა აღინიშნოს, რომ ბრენსონის კომპანიამ, FFA-სგან საკუთარ სარაკეტო მისიებში სამოქალაქო პირების მონაწილეობის ნებართვა, სულ ახლახან მიიღო.

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, ჯეფ ბეზოსმა, Blue Origin 2000 წელს დააარსა და მიმდინარე წლის ივლისის ბოლოსთვის, თავის პირველ კომერციულ კოსმოსურ ფრენას აწყობს. როგორც მან არაერთ ინტერვიუში აღნიშნა, კოსმოსი და მისი შესწავლა ის საქმეა, რომლისკენაც იგი მთელი ცხოვრება ისწრაფოდა.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

16 ციტატა ახალ წელს ცვლილებების დასაწყებად

ცვლილებები აზრებით იწყება. გადახედეთ ციტატებს, რომელთა ავტორებმაც დიდი ცვლილებები მოახდინეს მთელი ისტორიის განმავლობაში