9 აგვისტოს ბათუმში Bene Exclusive-ის ორგანიზებით, Mercedes-Benz-ის ოფიციალური ღონისძიება რიგით მეხუთედ გაიმართება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

2025 წლის Mercedes-Benz-ის ღონისძიება დახურულ ფორმატში Sheraton Batumi-ის ტერიტორიაზე Jasmine Lounge Bar-ში გაიმართება, სადაც მოწვეული იქნებიან სხვადასხვა სექტორიდან ბიზნეს ლიდერები, დამფუძნებლები, ტოპ მენეჯმენტი, ინვესტორები და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები.
გასული წლის მონაცემებით Mercedes-Benz-ის დახურულ ღონისძიებას 20-ზე მეტი ოფიციალური პარტნიორი ჰყავდა და 600-მდე სტუმარი ესწრებოდა. 2025 წელს კი ბენე ექსკლუზივის ორგანიზებით Mercedes-Benz-ის ღონისძიება რიგით მეხუთედ გაიმართება,რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია, გათამაშებები პარტნიორი კომპანიების ჩართულობით,ბიზნეს ვახშამი, მუსიკალურ ნაწილზე კი იზრუნებენ, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო არტისტები: dOP Live, Anna Sue, and Endorphins.
საღამოს მხარდამჭერი კომპანიები არიან: Mercedes-Benz Georgia, Mastercard, Lutecia, Tbilisi Outlet Village, Aldagi, Lusso Auto gallery, Lusso Construction,Lusso Invest, Blu Holding, Chateau Bagrationi,Favorite,GT GROUP, New Group, Bene Group, ELT Group, Kairos Logistics, Tera Leasing, Sani Optics, Bene Comfort and Sheraton Batumi.

ღონისძიების დეტალებზე ბენე ექსკლუზივის ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელს თამარ ბობოხიძეს ვესაუბრეთ:
" Mercedes-Benz-ის ოფიციალური ღონისძიება პრემიუმ პლატფორმაა სტრატეგიული კავშირების შესაქმნელად ნაკლებად ფორმალურ გარემოში და საუკეთესო შესაძლებლობა ბრენდის პოზიციონირებისთვის. იდეურად, კონცეფცია ბიზნესი ბიზნესისთვის ეს ახალი არ არის ბენე ჯგუფისთვის. ჩვენ 2017 წლიდან აქტიურად ვთანამშრომლობთ, როგორც საქართველოს ისე, საერთაშორისო მასშტაბით ლიდერ ბრენდებთან სხვადასხვა მიმართულებით და პირველ რიგში ვფიქრობ, რომ მათი ერთმანეთთან დაკავშირება უკვე საინტერესოა,იმ კონკრეტულ აქტივობებთან ერთად, რაც დაგეგმილი გვაქვს ღონისძიების ფარგლებში."
Mercedes-Benz Georgia და Daimler-ის ოფიციალური პარტნიორი რეგიონში, ბენე ექსკლუზივი ქართულ ბიზნეს სივრცეში 8 წლის წინ, 2017 წელს გამოჩნდა მომსახურებისა და ტრანსპორტირების სფეროში,ამავდროულად შექმნის დღიდან კომპანია აქტიურად არის ჩართული, როგორც B2B შეხვედრების,ისე ნეთვორქინგ ღონისძიებების ორგანიზებაში.უკვე წარმატებით ორგანიზებული ივენთების გამოცდილება კი მყარი საფუძველია სრულიად ახალი სივრცეების ასათვისებლად.