Cyber Monday Sale! 50% Off All Access

Acer-მა საზოგადოებას თავისი ახალი პროდუქცია წარუდგინა ტაივანის დედაქალაქ ტაიბეიში, 27 მაისს მსოფლიო ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გიგანტმა Acer-მა, თავისი ახალი პროდუქციის პრეზენტაცია გამართა.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ACER

27 მაისს, კომპანია Acer-მა ტაიბეიში გამართულ პრეზენტაციაზე, ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე წარადგინა, ხოლო ჩვენ, ნოუთბუქების ორი პრემიალური ხაზის, TravelMate-სა და Swift-ის ახალი მოდელების შესახებ გიამბობთ.

TravelMate P6 და TravelMate Spin P6 მოდელები, განკუთვნილია საქმიანი ადამიანებისათვის, ვისაც ხშირად უწევს ბიზნეს მოლაპარაკებებზე, თათბირებზე და საქმიან მივლინებებში ყოფნა.

ეს ახალი, ზემსუბუქი და უთხელესი, ნოუთბუქი უპრეცედენტო, 20 საათიანი ავტონომიური მუშაობის რეჟიმით გამოირჩევა, რაც დამუხტვის გარეშე რამდენიმე სამუშაო დღის გატარების საშუალებას გვაძლევს, ხოლო სწრაფი დამუხტვის სისტემა, 0-დან 80%-მდე 1 საათში დატენის მოწყობილობას. მისი მრავალფეროვანი ფუნქციონალი და კორპუსის აწყობის მაღალი ხარისხი, TravelMate-ს, ერთერთ ყველაზე მოთხოვნად მოდელად აქცევს ნოუთბუქების ბაზარზე.

TravelMate P6-ის სისქე, სულ რაღაც 16,8 მმ-ა, ხოლო მისი წონა, ერთ კილოგრამს შეადგენს. გაბარიტებიდან გამომდინარე, ეს იდეალური ვარიანტია ადამიანებისთვის, ვისაც ხშირად უწევს გზაში ყოფნისას მუშაობა. მისი კორპუსი დამზადებულია სპეციალური შენადნობისგან, რაც სტანდარტულ მეტალის კორპუსებთან შედარებით, ბევრად გამძლე და მსუბუქია. ნოუთბუქს გავლილი აქვს მკაცრი შემოწმება ექსტრემალურ ტემპერატურულ პირობებში, სინესტესა და წვიმაში, რაშიც უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. აქვე, TravelMate-ს Spin P6 ვერსიას აქვს ეკრანის 360 გრადუსით მობრუნების შესაძლებლობა, რაც მის მფლობელს საშუალებას აძლევს მოწყობილობა გამოიყენოს როგორც "ტაჩპედი" და პლანშეტი. მისი დისპლეი ნაკაწრებისა და დაზიანებებისგან დაცულია Corning Gorilla Glass შუშით და აღჭურვილია მგრძნობიარე სენსორებით.

Acer-ის ახალი ნოუთბუქის 14 დიუმიანი დისპლეი, ვიწრო ჩარჩოებით ეკრანზე დამატებითი სივრცის არსებობას უზრუნველყოფს, რითიც მომხმარებელს ვებ-გვერდებსა და ელექტრონულ ცხრილებზე მეტი ინფორმაციის მიღებასა და აღქმაში ეხმარება. ახალი მატრიცა, ფერების გადმოცემის სიზუსტესა და ხედვის კუთხის 170 გრადუსიან დახრაზეც კი, ინფორმაციის აღქმაზე ზრუნავს, თუმცა მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, ტექნოლოგია Acer PrivacyPanel-ის მეშვეობით, ხედვის კუთხის 90 გრადუსამდე პროგრამულად შეზღუდვაა შესაძლებელი. ეს ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს გვერდით მსხდომთათვის ჩვენს ეკრანზე ასახული ინფორმაცია, ნაკლებად გასარჩევი გახდეს. ასევე კორპუსის მოქნილი შარნირი გვეხმარება ეკრანის 180 გრადუსზე გაშლასა და კონტენტის მარტივად გაზიარებაში.

კომფორტული კლავიატურა, განათების ფუნქციით ტექსტის აკრეფის სიმარტივეს უზრუნველყოფს და მოგზაურებს, თვითმფრინავის კაბინის მსგავსად ჩაბნელებულ სივრცეშიც კი, მუშაობის საშუალებას აძლევს.

TravelMate P6 მოდელი, აღჭურვილია ორი დინამიკითა და 4 მიკროფონით, რომლებიც 2 მეტრამდე მანძილიდანაც კი იღებენ ხმას. ეს მიმზიდველი იქნება ადამიანებისათვის, ვინც დიდ დროს ატარებს ვიდეო კონფერენციებზე და მისთვის ხმის ხარისხი და მაღალი გარჩევადობა მნიშვნელოვანია.

Acer-ის ახალი ნოუთბუქი, უკაბელო 5G და NFC ტექნოლოგიებითაა წარმოდგენილი, რაც მომხმარებელს მონაცემების უსწრაფესად გაცვლისა და უკონტაქტო მეთოდით ანგარიშწორების საშუალებას მისცემს. TravelMate Spin P6 აგრეთვე აღჭურვილი იქნება "სტილუსით" Acer Active Stylus, რომელიც Windows Ink-თან ერთად მუშაობს და ჩანახატებისა, თუ საქმიანი ჩანაწერების გაკეთების შესაძლებლობას გვაძლევს.

Acer-მა მომხმარებლის უსაფრთხოებაზეც იზრუნა და ნოუთბუქი თითის ანაბეჭდის სკანერითა და ვებ-კამერის სახის ამომცნობი სენსორით აღჭურვა. აკუმულატორის მუხტის დაზოგვის მიზნით, ტექნოლოგია Acer User Sensing ადგენს იმყოფება, თუ არა ვინმე ეკრანის წინ, არის თუ არა ეს პიროვნება მოწყობილობის მფლობელი და საჭიროების შემთხვევაში ბლოკავს ნოუთბუქს.

"ახალი Acer TravelMate Spin P6 იდეალურად ერგება პროფესიონალთა საჭიროებებს, რომლებიც დიდ დროს ატარებენ საქმიან შეხვედრებსა და თათბირებზე. აქ გათვალისწინებულია ყველა ის რეჟიმი, რომელიც გვეხმარება ჩანაწერების მარტივ წარმოებაში, ხატვაში, პრეზენტაციის წარდგენაში, კონტრაქტების ხელმოწერასა და კონტენტის გაცვლაში" - განაცხადა ჯეიმს ლინმა, Acer-ის ნოუთბუქებისა და IT-პროდუქტების განყოფილების გენერალურმა დირექტორმა. – "ეს მოდელი დამუხტვის გარეშე რამდენიმე სამუშაო დღის გატარების საშუალებას იძლევა, ხოლო მისი კორპუსი არის მყარი, თხელი და მსუბუქი, რაც იდეალურია საქმიანი მგზავრობებისათვის."

ამავე პრეზენტაციაზე, კომპანია Acer-მა, თავისი ცნობილი ნოუთბუქების სერიის Swift-ის ახალი მოდელი - Swift X-იც წარადგინა.

Swift X-ის მიზნობრივი სეგმენტია პროფესიონალები, ვინც შემოქმედებით, ვიზუალურ და აუდიო სფეროებში მუშაობენ. ნოუთბუქები წარმოდგენილია თხელ და მსუბუქ კორპუსში, ხოლო აღჭურვილი იქნება Nvidia-ს გრაფიკული ვიდეო ბარათით და AMD Ryzen 5000-ის მობილური პროცესორით.

ნოუთბუქი Acer Swift X ახალი მოდელია Swift-ის პორტფელში. იგი პირველია ამ სერიიდან, რომელიც გაუმჯობესებული გრაფიკული პროცესორითაა აღჭურვილი და ეს ყველაფერი შთამბეჭდავი, 17,9 მმ-ის სისქისა და 1,39 კგ წონის ფონზე. ახალი ვიდეო ბარათი, AMD Ryzen-ის პროცესორსა და 16 გიგაბაიტიან ოპერატიულ მეხსიერებასთან ერთად, ვიდეო რედაქტორებს, ფოტოგრაფებსა და გრაფიკულ პროფესიონალებს, შეუზღუდავ შესაძლებლობებს სთავაზობს. Acer Swift X ის წარმადობას ემატება 2 ტერაბაიტის მოცულობის მყარი დისკი, რომელიც ინფორმაციის უზარმაზარ მარაგს დაიტევს და მოცულობითი აკუმულატორი, რომელიც 17 საათამდე ავტონომიურობას უზრუნველყოფს.

Swift X აღჭურვილია 14 დიუმიანი FHD დისპლეით. ეს მახასიათებლები საკმარისია ვიდეოს 4K ხარისხში რედაქტირებისა და ფოტოების მაღალი გაფართოებით დამუშავებისთვის. პორტების ფართო ნაკრები, რომელიც USB Type-C-საც მოიცავს, მონაცემთა უსწრაფეს გადაცემას, ტრანსლირებასა და სწრაფ დამუხტვას უზრუნველყოფს.

ნოუთბუქი ასევე თითის ანაბეჭდის სენსორიც აქვს, Windows Hello-დახმარებით სისტემაში უსაფრთხო შესვლისათვის. Swift X იყენებს ხმაურის დამხშობ ტექნოლოგიას ვიდეო კონფერენციების მეტი კომფორტისათვის და Acer BlueLightShield-ს, რაც ხანგრძლივი რედაქტირების სეანსის დროს, მომხმარებელს თვალებზე დატვირთვას უმცირებს.

პრემიალური, მეტალის კორპუსში შესრულებული ნოუთბუქი, რამდენიმე ფერის ვერსიით იქნება ხელმისაწვდომი. ცხადია, Swift X მძიმე დატვირთვასთან გასამკლავებლად შეიქმნა და მას შესაბამისი გაგრილების სისტემაც დასჭირდა. სწორედ ამიტომ, მწარმოებელმა იგი მოწინავე ტექნოლოგიით დამზადებული ქულერით აღჭურვა, რაც მის სითბურ ეფექტურობაზე დამატებით იზრუნებს.

"Acer-ის ახალი მოდელები განკუთვნილია იმისთვის, რომ მომხმარებელს მაქსიმალურად მეტი, მაღალი წარმადობის მქონე, ულტრაპორტატული მოწყობილობების არჩევანი ჰქონდეს" - განაცხადა ჯეიმს ლინმა, Acer-ის ნოუთბუქებისა და IT-პროდუქტების განყოფილების გენერალურმა დირექტორმა. - "ეს მოდელი საკმარისად მსუბუქია საიმისოდ, რომ დღის განმავლობაში თან ატაროთ და საკმაოდ მძლავრი, მაღალი ტექნიკური მოთხოვნების მქონე პროგრამების გასახსნელად. ყველა მოწყობილობა, რომელსაც ვაწარმოებთ, ამ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს."

"აღჭურვილი მაღალ ეფექტური და მძლავრი AMD "ZEN 3" ბირთვით, Acer Swift X პორტატიულ კორპუსში შთამბეჭდავ ავტონომიურობასა და მაღალ წარმადობას უზრუნველყოფს" - საიდ მოშკელანი, AMD-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი და კლიენტთა ბიზნეს-დეპარტამენტის გენერალური მენეჯერი. – "ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ კონტენტის შემქმნელების, სტრიმერების და შემოქმედებით სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის, პრემიალური და უკომპრომისო გადაწყვეტების შექმნის საქმეში, ისეთ საკვანძო პარტნიორთან ვთანამშრომლობთ, როგორიც ACER-ა."

კომპანია Acer 1976 წელს დაარსდა და დღეს, ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა ICT სფეროში, რომელიც 160 ქვეყანაშია წარმოდგენილი. დარგის განვითარებასა და ადამიანის ცხოვრების წესით ცვლილებასთან ერთად, Acer მიმართულია შექმნას სამყარო, სადაც მოწყობილობა, პროგრამული უზრუნველყოფა და მომსახურება ერთ მთლიანობად იქნება შერწყმული, რაც ახალ შესაძლებლობებს მისცემს მომხმარებელსა და ბიზნესს. Acer 7500 თანამშრომელს აერთიანებს, რომლებიც კვლევით, პროდუქტის განვითარებით, მარკეტინგით, გაყიდვებით და პროდუქტის მხარდაჭერით არიან დაკავებული. ეს გუნდი ცდილობს გაარღვიოს ბარიერები ადამიანებსა და ტექნოლოგიებს შორის.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია