Get All Access for $5/mo

აჭარის რეკლამა უკვე Travel Channel-ის ეთერშია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი

წელს პირველად, აჭარის საზღვაო და სამთო ტურისტულ პროდუქტებს Travel Channel-ის მილიონობით მაყურებელი გაეცნო. რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლი საერთაშორისო ტელეკომპანიის ეთერით ევროპაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში გადაიცა. დიდ ბრიტანეთში, Travel Channel--თან ერთად აჭარის სატელევიზიო რეკლამა DISCOVERY-ის ქსელის შვილობილ არხზე DMAX-ზე განხორციელდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია წელს ასევე, განახორციელა National Geographic-ის, BBC-ის, Deutsche Welle-სა და Euronews -ის ეთერში.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონის პოპულარიზაცია განვახორციელოთ ისეთ პლატფორმებზე, რომლის სამიზნე აუდიტორიაც არის მოგზაურები. სწორედ, ასეთია Travel Channel, რომლის სამოგზაურო გადაცემებსა და დოკუმენტურ ფილმებს მსოფლიოს 195 ქვეყანაში ეცნობიან. წელს, პირველად ჩვენ, ასევე გავედით National Geographic-ის აუდიტორიაზე, რომლის უმრავლესობაც Travel Channel-ის მსგავსად მოგზაურობით დაინტერესებული ადამიანები წარმოადგენენ. აჭარისა ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენა მსგავსს საერთაშორისო პლატფორმებზე საშუალებას გვაძლევს გავზარდოთ ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის ცნობადობა, ამავდროულად კი ხელი შევუწყოთ დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებასა და პოტენციური ტურისტების მოზიდვას," განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.

მიმდინარე წელს, აჭარის რეკლამა სამიზნე ქვეყნებში, ასევე აქტიურად მიმდინარეობს გარე და ონლაინ რეკლამის, პრეს-ინფოტურებისა და საერთაშორისო გამოფენებში აჭარის წარმოჩენის გზით.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ინდუსტრიული ტრენდები

COSMO-ს კოსმიური ამბავი: ბიზნესადქცეული ჰობი

ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი ხელნაკეთი აქსესუარების საწარმო საქართველოს მასშტაბით