Get All Access for $5/mo

Activechat - ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ჭკვიანი ასისტენტი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

მომხმარებლის მომსახურება და მისგან უკუკავშირის მიღება ბიზნესის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალაა. Amazon-ისა თუ სხვა ტექნოლოგიური გიგანატების მაგალითზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, თუ რა მასშტაბის წარმატების მოტანა შეუძლია ერთგულ მომხმარებელთან წარმატებულ კომუნიკაციას. თუმცა, როდესაც ორგანიზაცია იზრდება და უკმაყოფილო თუ უბრალოდ ცნობისმოყვარე ადამიანების რიცხვი მატულობს, ჩნდება პრობლემები. გამოცდილებამ გვანახა, რომ მხოლოდ ჩატბოტზე მომსახურების მინდობა სრულყოფილ შედეგს არ გვაძლევს. ამიტომაც ActiveChat-მა საკომუნიკაციო პლატფორმა შექმნა, რომელიც ჭკვიან, ხელოვნურ ინტელექტზე აგებული ჩატბოტისა და ვირტუალური ასისტენტის ნაზავს წარმოადგენს, მისი დანერგვა კი თქვენს ნებისმიერ საკომუნიკაციო პლატფორმაზე შეგიძლიათ.

"ჩატბოტს ნამდვილად დიდი მომავალი აქვს და მოლოდინებიც მაღალია, თუმცა ხშირად ის ვერ ახერხებს საკუთარი საქმიანობის სრულყოფილად შესრულებას. ადმიანები მის შესაქმნელად შესანიშნავ, მრავალფეროვან ტექნოლოგიებს იყენებენ, თუმცა ის ბიზნესის რეალურ ღირებულებებს ვერ გადმოსცემს. ჩვენი კომპანია სწორედ ამის გამოსწორებას ცდილობს. Activechat-ის დახმარებით, ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ჭკვიანი ასისტენტის თქვენს კომპანიაზე მორგება რამდენიმე წუთშია შესაძლებელი, მანქანური სწავლების მეთოდით კი ის მუდმივად დახვეწის რეჟიმში იქნება. საჭიროა მას შეასწავლოთ უკვე განხორციელებული საუბარი მომხმარებელთან და შეუქმნათ ერთგვარი ბაზა, რაზე დაყრდნობითაც განვითარებას გააგრძელებს." - გვიყვება ენდრიუ განინი, "Activechat-ის თანადამფუძნებელი უკრაინიდან.

მისი თქმით, სტარტაპის მიზანი კომუნიკაციაში ხელოვნური ინტელექტის აქტიურად დანერგვა და პროდუქტის ნებისმიერი ტიპის ბიზნესზე მორგებაა მსოფლიოს მასშტაბით. ენდრიუ ამბობს, რომ მომხმარებელს ძალიან ბევრი ყოველდღიური პრობლემა უჩნდება და მათ გადასაჭრელად ადამიანური რესურსის დახარჯვა საჭირო აღარ იქნება, ყველა პრობლემას მანქანური სწავლების მეშვეობით, ხელოვნური ინტელექტი მოაგვარებს.

"მსგავსი ტიპის საკომუნიკაციო არხებს უკვე 5 წელია ვქმნი, თუმცა ყოველთვის შეზღუდული ვიყავი სხვადასხვა ხელსაწყოებში. არ არსებობდა სრულყოფილი პროდუქტი, რომელიც ნებისმიერი სახის რობოტ ასისტენტს შექმნიდა - იქნებოდა ეს ვებ-გვერდის ჩათისთვის თუ თვითმართვადი ავტომობილისთვის განკუთვნილი. ტექნოლოგია, რომელიც Activechat-ის უკან დგას, სწორედ ასეთია." - აცხადებს ენდრიუ.

მისი ძირითადი გამოცდილება ბიზნესსა და IT სფეროს უკავშირდება, იდეაც სწორედ ყოველდღიური პრობლემებიდან გაჩნდა.

კომპანიამ რთული გზა განვლო, ჰქონდათ ჩავარდნებიც, იდეის ჩამოყალიბებას და სრულყოფას თითქმის 1 წელი დასჭირდა. დღეს ის უკვე გამართული სერვის პროვაიდერია და Activechat-ის მომსახურება ყოველთვიურად 49-დან 5000 დოლარამდე ღირს, პროექტის სირთულისა და მომხმარებლის მოთხოვნის მიხედვით.

"გვსურს კომპანიებს მომხმარებელთან კომუნიკაცია გავუმარტივოთ. ადამიანები ხშირად ერთი და იგივე ტიპის კითხვებს სვამენ, ერთი და იგივე თემები აინტერესებთ, ამ ყველაფრის ავტომატიზაცია Activechat-ის მეშვეობითაა შესაძლებელი. ჯამურად დაახლოებით 350 ათას დოლარამდე ინვესტიცია გვაქვს მოზიდული. თუმცა 500 Startup-ის აქსელერატორის პროგრამა ბაზარზე ჩვენი პოზიციების გამყარებაში დაგვეხმარება. საინტერესო კონტაქტების მოძიება და კონკრეტულ მაგალითებზე გამოცდილების მიღება ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება, 500 Startups კი ამისთვის იდეალური სააშუალებაა. რომ არა "საქართველოს ბანკის ჯგუფი" ეს პროგრამა ვფიქრობ, არ შედგებოდა. დარწმუნებული ვარ, აქსელერატორის მეშვეობით ყველა ძალიან დიდ სარგებელს მიიღებს" -ამბობს ენდრიუ.

პროგრამა კი, რომელმაც შესაძლებლობა მისცა ენდრიუს მომავალში საკუთარ სტარტაპს სარგებელი მოუტანოს 500 Georgia-აა. ის საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, რეგიონის მასშტაბით ხორციელდება. მისი მთავარი მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებაა. აქსელერაციის პროგრამის პირველი ნაწილი წარმატებით დასრულდა, ახლა კი მეორე ნაკადის საექსელერაციო პროგრამა მიმდინარეობს, რომელშიც როგორც ქართული, ასევე უცხოური სტარტაპები მონაწილეობენ. ესენი არიან: Activechat, Agrolabs, Argonavti, Arealy, B2C.GE, Citycom, Corebook, Extra.ge, Kernel, Kvalifika, My Nanny, PAYZE, Simpolium, Trice, YouTravel.me. მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ უცხოური კომპანიები, ქართულ კომპანიებად დარეგისტრირდებიან და გახდებიან ქათული ეკოსისტემის წევრები.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"