Sponsored Content

ადამიანური ალქიმია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

8 დეკემბერს, ლურჯი ოკეანის წლის შემაჯამებელი ღონისძიება, CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა, "ადამიანური ალქიმიის" შესახებ პანელურ დისკუსიას უმასპინძლებს.

გვერდით არავინ არ მოგვიჯდება და (თვით)სიყვარულს არავინ გვასწავლის. შესაბამისად, ხშირად გვავიწყდება, რომ სიყვარული არის არა უბრალოდ თავისით გაჩენილი ემოცია, არამედ არჩევანი და ზრუნვა.

როგორ ვიპოვოთ, განვიცადოთ და სრულვყოთ სიყვარული? რა როლს ასრულებს ჩვენს წარმატებაში ემოციური ინტელექტი? როგორ შევაბიჯოთ გულით ფიქრის ალქიმიაში?

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ:

  • მაკო ჯაოშვილი - კომუნიკაციის ექსპერტი, ალტერბრიჯის პროფესორი, პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი
  • ქეთი ჟვანია-ტაისონი - პიროვნული განვითარების ტრენერი, ტრანსფორმაციული ქოუჩი და უბრალოდ ბედნიერი ადამიანი
  • რამაზ გიგაური - მწერალი, "წარმატების 365 გასაღებისა" და "ბედნიერების ხელოვნების" ავტორი

მაკო ჯაოშვილს, როგორც პანელური დისკუსიის მოდერატორს, რამდენიმე კითხვით დავუკავშირდით:

პანელური დისკუსიის სათაური ძალიან საინტერესოა, რა თემებს დაფარავთ?

დისკუსიის საკვანძო თემა მენტალურ და სულიერ დონეზე საკუთარი თავის გაგება იქნება. შევეხებით კომპეტენციებს, რომელთა განვითარებაც აუცილებელია თვითშემეცნებისა და პიროვნული განვითარების გზაზე. ვისაუბრებთ ბედნიერების უწონადობაზე, სიყვარულის ცნებასა და ცხოვრების მთავარი მისიის პოვნაზე. ასევე, მიმოვიხილავთ ადამიანების ცვლილებებისადმი მზაობისა და ამ პროცესში პოიტიური აზროვნების როლსაც.

რა როლს თამაშობს ბიზნესლიტერატურა პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში?

ბევრი წარმატებული ადამიანისგან გვსმენია და პირადი დაკვირვებითაც დავრწმუნდი: თუ გსურს მიაღწიო დასახულ მიზანს და კარიერულ წინსვლას, პიროვნულად მუდმივად უნდა იზრდებოდე და ვითარდებოდე. "ჩადე ინვესტიცია საკუთარ თავში, რათა მიაღწიო ორჯერ მეტს, რასაც ახლა წარმოადგენ" - ამბობს უორენ ბაფეტი. საკუთარი შესაძლებლობის აღმოჩენითა და მათი სათანადო რეალიზებით გაცილებით ადვილად იგებ, საით მიმართო ცხოვრების ვექტორი და მეტად მოგებულიც ხარ. ამ პროცესში ორი მნიშვნელოვანი საყრდენი გვეიმედება: გამოცდილი ადამიანების რჩევები და წიგნები, რომლითაც შეგვიძლია ჩვენი ცხოვრებისეული ბილიკები მარტივად დავლაშქროთ. გულწრფელად ვამბობ, სახლში "ლურჯი ოკეანის" მინი-ბიბლიოთეკა მაქვს. "ლურჯი ოკეანის" გამოცემული ბევრი წიგნი ზუსტად ეხმიანება ჩემს პირად შეხედულებებსა და ღირებულებებს. ბუნებრივია, დამეთანხმებით, რომ სათანადოდ შერჩეული ბიზნესლიტერატურა ყოველი მკითხველისთვის მართლაც გზამკვლევია პიროვნული თვითშეცნობისა თუ პროფესიული დაოსტატების პროცესში. დიახ, "სასწაული წიგნებშია!"

განრიგი და სპიკერები: https://online.fliphtml5.com/bzday/vcvt/

ბილეთები: http://tkt.ge/CROSSOVER