📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

აღმოაჩინე და დაჯავშნე საინტერესო დასასვენებელი ადგილები საქართველოში Tripcamp-ით

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დღევანდელ სამყაროში, როცა ყოველდღიურ "გადარბენებსა" და ქალაქის ხმაურს შორის ვართ ჩაკარგული, ხშირად ვეძებთ ადგილებს ბუნებაში დასასვენებლად და დროის სასიამოვნოდ გასატარებლად, მაგრამ ასეთი ადგილის პოვნა არც ისე მარტივი აღმოჩნდება ხოლმე. რჩევებს ვეკითხებით მეგობრებს, თანამშრომლებს, ახლობლებს, ვეძებთ სხვადასხვა სოციალურ ქსელსა თუ ჯგუფში − ყველგან, სადაც კი ხელი მიგვიწვდება, რათა იდეალურ ადგილს მივაგნოთ და შესაბამისად დავისვენოთ.

Tripcamp

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს პროცესი დღეს გაცილებით მარტივია, რადგან უკვე არსებობს Tripcamp − ჯავშნების პირველი ქართული მობილური აპლიკაცია, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ბევრი საინტერესო და განსხვავებული დასასვენებელი ადგილია თავმოყრილი. აქ იპოვით: გლემფინგებს, კოტეჯებს, ხის ქოხებსა თუ სხვა სტილის დასასვენებელ ადგილებს.


Tripcamp-აპლიკაცია როგორც IOS-ის, ასევე Android-ის მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი და მასში "გზის გაკვლევა" სხვადასხვა ფილტრის საშუალებითაა შესაძლებელი. მაგალითისთვის, შეგიძლიათ სასურველი დასასვენებელი სივრცე ადგილმდებარეობის, ფასის, სტუმრების რაოდენობის თუ სხვა კრიტერიუმების მიხედვით გაფილტროთ, შესაბამისი ადგილების ფოტოები დაათვალიეროთ, კითხვების შემთხვევაში მფლობელს იქვე დაუკავშირდეთ და დაჯავშნოთ კიდეც.
სულ მალე აპლიკაციას დასასვენებელ ადგილებთან ახლოს არსებული საინტერესო ობიექტების აღნიშვნაც დაემატება და შეიქმნება ახალი სივრცე ბუნებაში დასვენების მოყვარულთათვის, სადაც ისინი ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარებას შეძლებენ.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ Tripcamp საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტის მფლობელი გახდა. ამ თანხით კომპანია საერთაშორისო ბაზარზე გასვლას გეგმავს, მომხმარებლებს კი დაუვიწყარი გამოცდილების შექმნას ჰპირდება.
Tripcamp-ის ჩამოტვირთვას მითითებულ ბმულზე გადასვლით შეძლებთ.

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!