აღმოაჩინე მეტი დაფინანსება და შესაძლებლობები საქართველოს უნივერსიტეტში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს უნივერსიტეტმა აბიტურიენტებისთვის 2026 წლის დაფინანსებისა და შესაძლებლობების მრავალფეროვანი პაკეტი წარადგინა, რომელიც ეფუძნება უნივერსიტეტის სამ ძირითად ღირებულებას: სრულყოფილებას - ჰუმანურობას - თავისუფლებას.

განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებები აბიტურიენტებისთვის მნიშვნელოვან ახალ რეალობას ქმნის. წლების განმავლობაში აბიტურიენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა მიღებული სახელმწიფო გრანტი იმ უნივერსიტეტში გამოეყენებინათ, სადაც სწავლა სურდათ - არჩევანი მათ ეკუთვნოდათ. სწორედ ეს იყო განათლების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი: თავისუფალი არჩევანი ხარისხიან განათლებაში.

დღეს ეს რეალობა შეიცვალა. ამ ცვლილებებმა კიდევ უფრო გააძლიერა კერძო უნივერსიტეტების პასუხისმგებლობა - შექმნან ისეთი შესაძლებლობები, რომ მოტივირებულ და ნიჭიერ ახალგაზრდებს არჩევანის თავისუფლება რეალურად შეუნარჩუნდეთ. განათლების გზაზე ფინანსური ბარიერი არ უნდა გახდეს არჩევანის შეზღუდვის მიზეზი, განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მზად არიან ისწავლონ, განვითარდნენ და მიაღწიონ წარმატებას.

ამ იდეით საქართველოს უნივერსიტეტი 2026 წელს აბიტურიენტებს სთავაზობს დაფინანსებისა და შესაძლებლობების მრავალფეროვან პაკეტს, რომელიც ეფუძნება უნივერსიტეტის სამ ძირითად ღირებულებას: სრულყოფილებას - ჰუმანურობას - თავისუფლებას.

Excellentia - სრულყოფილება

მაღალი შედეგები ყოველთვის უფრო დიდ შესაძლებლობებს ქმნის. სწორედ ამიტომ საქართველოს უნივერსიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან და მაღალ შედეგებზე არიან ორიენტირებული.

თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებში აბიტურიენტის საკონკურსო ქულა 2050 ან მეტი იქნება, უნივერსიტეტი სთავაზობს ყველას სრულ დაფინანსებას ნებისმიერ საბაკალავრო პროგრამაზე. ეს არის შესაძლებლობა, რომ მაღალი აკადემიური შედეგი პირდაპირ გადაიქცეს საგანმანათლებლო შესაძლებლობად.

ტექნოლოგიური მიმართულებების არჩევის შემთხვევაში კი, შესაძლებლობები კიდევ უფრო ფართოვდება. თუ აბიტურიენტი საქართველოს უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მიმართულების პროგრამაზე ჩააბარებს და მისი საკონკურსო ქულა 2100 ან მეტი იქნება, სრული დაფინანსების გარდა უნივერსიტეტი მას ლეპტოპსაც გადასცემს - როგორც დამატებით პრაქტიკულ მხარდაჭერას პროფესიული გზის დასაწყისში.

განსაკუთრებული შეთავაზებაა UG Universe. UG საერთაშორისო სკოლა და უნივერსიტეტი ერთიანი საგანმანათლებლო ეკოსისტემის ნაწილია, ამიტომ UG სკოლის მოსწავლეები 50%-იან თანადაფინანსებას მიიღებენ ყველა საბაკალავრო პროგრამაზე.

ამგვარად, Excellentia წარმოადგენს იდეას, რომ შრომა, მაღალი შედეგები და მოტივაცია უნდა გადაიქცეს რეალურ შესაძლებლობებად, რომლებიც სტუდენტებს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებაში ეხმარება.

Humanitas - განათლება პასუხისმგებლობით

წარმატება მაშინ ხდება ღრებული, როცა მას სხვასაც უზიარებ. საქართველოს უნივერსიტეტი ხედავს განათლებას არა მხოლოდ პირადი მიღწევის გზად, არამედ საშუალებად, რომელიც მომავალში ახალ შესაძლებლობებს ქმნის სხვებისთვის.

თუ აბიტურიენტის საკონკურსო ქულა 2000–2049 იქნება, მას შეუძლია ისარგებლოს მომავლის მხარდაჭერის გრანტით - სწავლების პროცესში არ გადაიხადოს სწავლის საფასური, თუმცა სწავლების დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული საკუთარი შემოსავლის 25%-ით დააფინანსებს მომავალ სტუდენტებს, რომლებიც იგივე შესაძლებლობას მიიღებენ. ასე იქმნება სოლიდარული განათლების ეკოსისტემა, სადაც თითოეული სტუდენტი არა მხოლოდ საკუთარი წარმატების გზას ადგას, არამედ ხელს უწყობს მომდევნო თაობის განვითარების შესაძლებლობას.

უნივერსიტეტი განსაკუთრებულ მხარდაჭერას სთავაზობს ახალგაზრდებს, რომლებიც არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილის სტატუსის მქონე პირები - მათთვის სწავლის საფასური განახევრდება ნებისმიერ არჩეულ საბაკალავრო პროგრამაზე. ეს ნაბიჯი უზრუნველყოფს განათლების ხელმისაწვდომობას და თანასწორ შესაძლებლობებს, რაც ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

Humanitas წარმოადგენს ერთგულებას საზოგადოებისა და მომავლის მიმართ - განათლება, რომელიც შექმნილია არა მხოლოდ პირადი, არამედ საერთო კეთილდღეობისთვის.

Libertas - თავისუფლება

Libertas გამოხატავს საქართველოს უნივერსიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრინციპს - არჩევანის თავისუფლებას. უნივერსიტეტი მიიჩნევს, რომ სტუდენტს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა აირჩიოს სასწავლო მიმართულება, პროფესია და საკუთარი სამომავლო განვითარების გზა მაღალი ხარისხის აკადემიური მხარდაჭერით.

უნივერსიტეტი უზრუნველყოფს აკადემიურ წარმატებაზე დაფუძნებულ სტიმულს. სტუდენტებს, რომლებიც უნივერსიტეტის მასშტაბით, GPA-ს მიხედვით შედგენილ რეიტინგში საუკეთესო 3%-ში მოხვდებიან, ეძლევათ სპეციალური პერფორმანს სტიპენდია.

ასევე, სწავლების საფასურის მოქნილი სისტემა საშუალებას აძლევს სტუდენტებს გადაიხადონ საფასური 10 ნაწილად, რაც ფინანსურ დაგეგმვას უფრო ეფექტურს და ხელმისაწვდომს ხდის.

როცა გარემო იცვლება - შესაძლებლობები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება

2026 წელს საქართველოს უნივერსიტეტი აბიტურიენტებს სთავაზობს არა მხოლოდ მაღალი ხარისხის განათლებას, არამედ შესაძლებლობების ფართო სპექტრს: დაფინანსებას, სტიპენდიებს, გაცვლით პროგრამებს, მხარდაჭერას დ თავისუფლებას საკუთარი აკადემიური გზის დაგეგმვისას.

განათლებაში მიმდინარე ცვლილებების მიუხედავად საქართველოს უნივერსიტეტი ქმნის სტაბილურ გარემოს, სადაც სწავლების მაღალი ხარისხი, ძლიერი აკადემიური გარემო და ცოდნა, რომელიც რეალურად ფასეულია განვითარებისათვის, ერთმანეთს ავსებს და თითოეულ აბიტურიენტს საშუალებას აძლევს საკუთარი გზა აირჩიოს, რადგან სწორედ დღეს გაკეთებული არჩევანი განსაზღვრავს მომავალ წარმატებას.