Get All Access for $5/mo

"აღმოაჩინე პირველად" – Gastronome-ის ახალი კამპანია აღმოაჩინე 2000-ზე მეტი პროდუქტი პირველად

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გახსოვს, რა აღმოაჩინე პირველად ისეთი, რაც მთელი ცხოვრება დაგამახსოვრდა? ეს შეიძლება ყოფილიყო პირველი სათამაშო, პირველი ნიშანი, პირველი დღე სკოლაში ან ნებისმიერი სხვა რამ, რაც შენთვის ძვირფას მოგონებად იქცა. სასიამოვნო აღმოჩენები ჩვენს ცხოვრებას მეტ ხალისს აძლევს და პოზიტივით ავსებს. ასეთი აღმოჩენების გაკეთება ყოველდღიურად არის შესაძლებელი, ისინი დეტალებშია.

სწორედ ამ თემატიკას ეძღვნება "გასტრონომის" ახალი კამპანია, რომელიც გვეუბნება: "აღმოაჩინე პირველად". კამპანიის ფარგლებში შექმნილი ვიდეორგოლი შეგვიძლია ერთად ვიხილოთ, თუმცა, თავად ეს ვიდეოც ერთგვარი აღმოჩენაა. ვიდეო გვიყვება ადამიანების მიერ პირველად განცდილ ემოციებსა და გამოცდილებებზე.

კომპანია უკვე სამი წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. Gastronome ასოცირდება ხარისხთან, ექსკლუზიურ გემოებთან, მომხმარებელზე ორიენტირებულ სერვისთან და ახალ კულინარიულ აღმოჩენებთან. Gastronome არის მსოფლიოში უნიკალური კომპანია, რომლის სარეალიზაციო პროდუქციის 97% საკუთარი იმპორტით მარაგდება. გუნდი გულდასმით არჩევს მსოფლიოს რჩეული ბრენდების თითოეულ პროდუქტს და უზიარებს გურმანებს სრულიად განსხვავებულ გასტრონომიულ გამოცდილებას.

,,გასტრონომი ჯგუფი'' მოიცავს დელიკატესების 7 მაღაზიასა და განსხვავებული კონცეფციის 3 რესტორანს.

აქ შეგიძლია იპოვო შენთვის სასურველი ნებისმიერი გასტრონომიული პროდუქტი, მათ შორის: ფრანგული კრუასანი, მსოფლიოს საუკეთესო ღვინო და შამპანური, ხორცისა და ძეხვეულის ფართო ასორტიმენტი, უმაღლესი ხარისხის შოკოლადი და სხვა.

Gastronome-ში უამრავ პროდუქტს პირველად აღმოაჩენ და თუ ხარ გურმანი, მიიღებ ახალ გასტრონომიულ გამოცდილებას.

30 სექტემბერი "გასტრონომის" დაბადების დღეა, რასთან დაკავშირებითაც ყველა ფილიალში გელოდება ექსკლუზიური შეთავაზებები და აღმოჩენები. მთელი დღის განმავლობაში ნებისმიერ სტუმარს დახვდება სასიამოვნო გარემო, ფურშეტი, სასმელები და უპრეცედენტო ფასდაკლება — 30-ში -30% სრულ ასორტიმენტზე.

ვაჟა-ფშაველას ფილიალში კი გაიმართება ღონისძიება, რომლის ფარგლებში მოწვეული იქნებიან ერთგული მომხმარებლები. საღამოს გააფორმებს სასიამოვნო ცოცხალი მუსიკა და სავსე იქნება სხვადასხვა საჩუქრითა და სიურპიზით.
ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი