Get All Access for $5/mo

აღმოსავლეთ ევროპაში პირველი სასკოლო საინვესტიციო ფონდი "ბაქსვუდის" სკოლაში დაფუძნდა რას მოიცავს "ტრეიდერების ჰაბის" უნიკალური პროგრამა?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფინანსური ბაზრების არსი და მათი გამოყენების ცნობიერების დონე მაღალია იმ ქვეყნებში, რომელიც ძლიერი ეკონომიკური თუ ფინანსური მაჩვენებლებით გამოირჩევა. დანია, ნორვეგია, შვედეთი, კანადა, გერმანია, ფინეთი - ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც ფინანსურ განათლებას სკოლის ასაკიდანვე უდიდესი ყურადღება ეთმობა. შესაბამისად, მოსწავლემ სკოლის ასაკშივე იცის, თუ როგორ უნდა მართოს საკუთარი ფინანსები.

რაც შეეხება საქართველოს რეალობას, სკოლაში ძალიან ბევრი საინტერესო გაკვეთილი ტარდება, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ არცერთი საგანი არ აძლევს პრაქტიკულ გამოცდილებას მოსწავლეს იმისათვის, რომ შეისწავლოს, როგორ უნდა გამოიყენონ საკუთარი შემოსავალი გონივრულად. როგორც საკუთარი კარიერული წინსვლისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის კი მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ ადამიანს მიეცეს ინვესტიციების ის ფუნდამენტური ცოდნა, რომლითაც მათ პოტენციური, სტაბილური და დაგროვებადი შემოსავალი გაუჩნდებათ. მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანები, რომლებიც სასკოლო ბაზაზევე მიიღებენ ფინანსურ განათლებას, მოგვიანებით შეძლებენ, პირობითად, ხელფასის 5-10%-ის ინვესტირება მოახდინონ დაბალრისკიან პორტფოლიოში და ნივთი შეიძინონ არა სესხით, არამედ საკუთარი, გონივრულად ინვესტირებული თანხით.

სწორედ ამ მიზნით, ტრეიდერების ჰაბის ინიციატივით, საქართველოში შეიქმნა პირველი სასკოლო საინვესტიციო ფონდი, რომელიც მოსწავლეებს ფინანსურ ბაზრებს შესაბამის სასკოლო ენაზე შეასწავლის.

სასკოლო პროგრამა მოიცავს არა მხოლოდ თეორიული გაკვეთილების ჩატარებას, არამედ სასკოლო ფონდის დაარსებას, რომლის ფარგლებშიც მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები იმუშავებენ რეალურ ფინანსურ აქტივებზე და ექნებათ შესაძლებლობა, განახორციელონ სიმულაციური ინვესტიციები. მომდევნო ეტაპზე კი, მას შემდეგ, რაც მიიღებენ შესაბამის ცოდნასა და გამოცდილებას, მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება, მართონ სკოლის მიერ გამოყოფილი ფინანსები.

აღსანიშნავია, რომ სულ ახლახან "ბაქსვუდის" სკოლა გახდა პირველი აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც დაფუძნდება პირველი ფინანსური საგანმანთლებლო კლასები და სასკოლო ფონდი. "ბაქსვუდის" სკოლის მოსწავლეები ფინანსებს ამერიკაში გამოცემული წამყვანი სასკოლო ლიტერატურით ქართულ ენაზე შეისწავლიან.

"წარმოიდგინეთ, რამხელა ინფორმაციული ჩავარდნაა ჩვენს სკოლებში, როცა სკოლის მოსწავლეებმა ისიც კი არ იციან, თუ რა არის კრიპტოვალუტები და როგორ უნდა გამოიყენონ ისინი მომავალში, როცა კრიპტოსამყარო არათუ მომავალი, არამედ აწმყო და მიმდინარე პროცესია. ამას საქართველოში არა მხოლოდ სკოლებში, არამედ ბევრ წამყვან უნივერსიტეტშიც კი არ ასწავლიან სწორ თეორიულ და პრაქტიკის დონეზე, თუმცა, როგორც იცით, ჩვენ ამ მიმართულებით უკვე დავაარსეთ სტუდენტური საინვესტიციო ფონდი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში და უკვე თვალში საცემია ის შედეგი, რასაც ამ არასრულ 1 წელში მივაღწიეთ. ამაზე ოდნავ მოგვიანებით კვლავ გაგიზიარებთ მიღწევებსა და შედეგებს.

რაც შეეხება ჩვენს თანამშრომლობას "ბაქსვუდის" სკოლასთან, პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ამ ყველაფრის უსწრაფესი განხორციელება სკოლის დირექტორის, ბატონი არჩილ სუმბაძის დამსახურებაა, რადგან პირველივე შეხვედრიდან მივიღეთ უპირობო დასტური და თანხმობა და მან მხარი დაუჭირა ამ არაჩვეულებრივ ინიციატივას, რომ სკოლას ჰქონოდა სასკოლო საინვესტიციო ფონდი. გაკვეთილები კი იქცა სავალდებულო სასწავლო პროგრამის ნაწილად, რაც ძალიან გვახარებს, რადგან ყველა სკოლის მოსწავლეებს მაღალ კლასში ექნებათ საშუალება, უფრო მეტი პრაქტიკული ცოდნით დატოვონ და წარმატებით დაამთავრონ სკოლა.

ჩვენი მოლოდინი მხოლოდ ერთია, რადგან თავიდანვე "ტრეიდერების ჰაბის" მისია ფუნდამენტური სასწავლო პროგრამების დანერგვას მოიცავდა სასწავლო დაწესებულებებში და ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. გვსურს, რომ ფინანსური ცოდნა, განათლება და პრაქტიკა სკოლის ასაკიდან ჰქონდეთ ბავშვებს, რათა კიდევ უფრო კონკურენტუნარიანები იყვნენ მომავალში", - Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს რატი ქირია, "ტრეიდერების ჰაბისა" და სასკოლო საინვესტიციო ფონდის დამფუძნებელი.

სასკოლო პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან არა მხოლოდ ფინანსურ განათლებას, არამედ მიიღებენ სიღრმისეულ ინფორმაციას, თუ როგორ მუშაობენ რეალური კორპორაციები. მოსწავლეებს ექნებათ შესაბამისი სიმულაციური როლები და პასუხისმგებლობები და პრაქტიკულად გამოცდიან იმას, თუ რა პასუხისმგებლობა აქვს თითოეულ პოზიციას ორგანიზაციაში, როგორ ინაწილებენ პასუხისმგებლობებს და როგორ მუშაობს სხვადასხვა დეპარტამენტი.

"ამ ეტაპზე ჩვენი გეგმა საქართველოში მხოლოდ 5 სკოლის ჩართვაა და ყველა მათგანი კერძო სკოლებს გულისხმობს. ამით ეს 5 სკოლა კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი იქნება არსებული პროგრამის გამო და მომავალში მშობლებიც, რა თქმა უნდა, დიდ ყურადღებას მიაქცევენ იმას, თუ რომელ სკოლაში ისწავლება დამატებით მნიშვნელოვანი და საჭირო გაკვეთილები, როგორიც ამ შემთხვევაში ჩვენია.

რამდენიმე სკოლასთან უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, რომ სექტემბრიდან ისინიც შემოგვიერთდნენ, თუმცა აქვე მინდა დავძინო, რომ თუ ვინმესთან არ გვქონია კონტაქტი (რადგან ძალიან ბევრი კერძო სკოლაა საქართველოში) თავადაც შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ და დეტალურ ინფორმაციას გავუზიარებთ, თუ რატომ არის საჭირო ამ საგნის დამატება მათ სასწავლო პროგრამებში.

კერძო სკოლების ადმინისტრაციებს შეუძლიათ ჩვენს საიტზე ნახონ საკონტაქტო ინფორმაცია www.tradershub.ge და გაგვიხარდება, თუ მათ სკოლის მოსწავლეებსაც მისცემენ ამ უნიკალურ შესაძლებლობას, რადგან მიზანი მხოლოდ ერთია, რომ უფრო ბევრ სკოლის მოსწავლეს ჰქონდეს ამ სასწავლო პროგრამაზე წვდომა.

ყველა სკოლის მოსწავლეს, ვინც კი დაგვიკავშირდა, დანაპირები შევუსრულეთ და ვეწვიეთ მათ სკოლებს და ჩავატარეთ რამდენიმესაათიანი სასწავლო გაკვეთილები ფინანსური ბაზრების თემის ირგვლივ, რადგან თავს ვავალდებულებთ, რომ მსგავსი უფასო შეხვედრები და მათ კითხვებზე პასუხის გაცემა ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა.

ამიტომ მზად ვართ, რეგიონის სკოლებსაც დავუდგეთ გვერდში მინიმუმ მსგავსი უფასო აქტივობებით და კავშირის შემთხვევაში ჩვენ მათ აუცილებლად ვესტუმრებით, განურჩევლად დისტანციისა", - განმარტავს რატი ქირია.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მიღება მითითებულ ბმულებზე შეუძლიათ:

"ტრეიდერების ჰაბის" კურსები www.tradershub.ge

სტუდენტური საინვესტიციო ფონდები www.studentsfund.io

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია