Sponsored Content

Agronnect | ინტერვიუსების სერია აქსელის პორტოლიო სტარტაპებთან და ანგელოზ ინვესტორებთან

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

აქსელი - საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელი, ამ ეტაპზე სხვადასხვა ინდუსტრიის 15 პორტფოლიო სტარტაპს აერთიანებს და თავისი წვლილი შეაქვს მათ განვითარებაში. მათ შორის არის Agronnect - აგრიტექ მიმართულების სტარტაპი, რომელიც განვითარების საინტერესო საფეხურებს გადის და ამ პროცესში ბევრ გამარჯვებასა და წარმატებასაც აღწევს.

ეს დიალოგი აქსელის მმართველ დირექტორ ირო ცაგარეიშვილთან, აქსელის საინვესტიციო საბჭოს წევრსა და ანგელოზ ინვესტორ ქეთო ხუნწარიასთან და სტარტაპ Agronnect-ის დამფუძნებელ ირაკლი ჩიქავას შორის შედგება. ირაკლი თავის გამოცდილებასთან ერთად, რჩევებსაც გაგვიზიარებს და საინტერესო სტარტაპერულ ცხოვრებაში ჩაგვახედებს.


ირო: ირაკლი, შენ ძალიან დიდი გამოცდილება გაქვს აგრო ინდუსტრიაში. რამდენიმე სიტყვით მოგვიყევი შენი წარსულის და შემდეგ Agronnect-ის იდეის გაჩენისა და რეალობად ქცევის შესახებ.

ირაკლი: Agronnect არის პლატფორმა, რომელიც ონლაინ კონსულტაციისთვის ერთმანეთთან აკავშირებს ფერმერებსა და აგრონომებს. ფერმერს, ფოტოებისა და ვიდეოების საშუალებით შეუძლია, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დაიქირაოს გამოცდილი აგრონომი და საბაზროზე ღირებულებაზე დაახლოებით 30-ჯერ უფრო იაფად მიიღოს პროფესიონალური რჩევები.

რაც შეეხება სტარტაპის შექმნას, Agronnect-ის იდეა 1 ღამეში არ მოსულა. მის შემქმნელ გუნდს სოფლის მეურნეობაში მუშაობის 10 წელზე დიდი გამოციდლება გვაქვს. ჩვენ მრავალ საინტერესო პროექტსა და ინიციატივაში ვიყავით ჩართულები. შესაბამისად, შემიძლია ვთქვა, რომ Agronnect-ი არის კომპანია, რომელიც მოდის field-დან tech-ში და არა tech-დან field-ში, როგორც ხშირად ხდება ხოლმე აგრიტექ მიმართულების სტარტაპებში.

ირო: თქვენი იდეა საინტერესო აღმოჩნდა აქსელის ინვესტორებისთვის, მათ შორის ქეთოსთვისაც. ქეთო, როგორც Agronnect-ის ერთ-ერთ ანგელოზ ინვესტორს, რა იყო ის რამაც ყველაზე მეტად დაგაინტერესა ამ სტარტაპში და ინვესტიციის ჩადების მომენტალური სურვილი გაგიჩინა?

ქეთო: Agronnect-ის იდეამ, არსებული პრობლემის გადაჭრის ინოვაციურმა გზამ, გლობალურმა მიზნებმა და პროფესიონალმა გუნდმა სტარტაპისადმი უდიდესი ინტერესი, რწმენა და იმედი გამიჩინა. კომპანია არამხოლოდ ქართველ, არამედ, მსოფლიოს ყველა ნაწილში მყოფ ფერმერს ეხმარება. ასეთი გლობალური პრობლემის გადაჭრის გზის შემუშავება კი, სტარტაპის შეფასების პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

ირო: ირაკლი, რადგანაც Agronnect-ის მისიამდე მივედით, დეტალურად მოგვიყევი რა პრობლემას და როგორ აგვარებთ, რა ინოვაციურ გზას სთავაზობთ ფერმერებს?

ირაკლი: რაც მხოლოდ ქართული პრობლემა გვეგონა, აღმოჩნდა რომ ძალიან გავრცელებულია მსოფლიოშიც. კონსულტანტებისა და პროფესიონალი აგრონომების ნაკლებებოა დიდი გამოწვევაა ფერმერებისთვის. ამ პრობლემას კი, როგორც ქართველი, ასევე, უზბეკი, აზერბაიჯანელი, კოლუმბიელი, თუ კენიელი ფერმერი აწყდება. Agronnect თავისი მარტივი და ფერმერებზე მორგებული პროცედურით, იოლ გამოსავალს სთავზობს მათ. პირველ რიგში, ნაკვეთის ფოტოებისა და ვიდეოების ატვირთვის შემდეგ, ერთ ფერმერს შეიძლება გამოეხმაუროს რამდენიმე აგრონომი და კონსულტაციის თავიანთი ფასი შესთავაზონ. ფერმერი კი, არჩევანს აკეთებს აგრონომის გამოცდილებაზე, ფასსა და საკომუნიკაციო ენაზე დაყრდნობით.

რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს პლატფორმას, ვიყენებთ WhatsApp-ის ინტერფეისს, რათა ფერმერსა და აგრონომს შორის კომუნიკაცია მაქსიმალურად მოსახერხებელი იყოს და შეეძლოთ როგორც ფოტოების, ფაილებისა და ხმოვანი შეტყობინებების გაგზავნა, ასევე, ვიდეო ზარების განხორციელებაც. ვიტყოდი, რომ Agronnect-ი, ერთი მხრივ, ეხმარება ფერმერებს გაზარდონ თავიანთი შემოსავალი და მეორე მხრივ, ეხმარება აგრონომებს ექსპორტზე გაიტანონ თავიანთი ცოდნა.

ქეთო: მეც ჩავერთვები და დავამატებ, რომ კიდევ ერთი კომპონენტი, რამაც შექმნა Agronnect-ის შემთხვევაში "wow" ეფექტი, იყო ის, რომ Agronnect-ის პოტენციალი მხოლოდ იმით არ შემოიფარგლება, რაც ირაკლიმ აქამდე მოყვა. მოგვიყევი იმ მონაცემებზე, რასაც თქვენი პლატფორმა აგროვებს და რაც პროექტს ინვესტორებისთვის კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

ირაკლი: ქეთო, ნამდვილად. ჩვენს აპლიკაციას ძალიან დიდი გლობალური გავრცელების შესაძლებლობა აქვს. ჩვენ ამ ყველაფერთან ერთად, ვართ data კომპანია, რომელიც უდიდესი მოცულობისა და მნიშვნელობის მონაცემებს აგროვებს, რაც სამომავლოდ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ შევქმნათ ე.წ. machine learning მიდგომა, რაც სოფლის მეურნეობაში დიაგნოზების დასმას კიდევ უფრო მარტივს გახდის.

ირო: ირაკლი, რომ დავუბრუნდეთ საინვესტიციო პროცესს, სტარტაპის განვითარების რა ეტაპზე დაუკავშირდით აქსელს და რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ სიახლეს თქვენთვის?

ირაკლი: აქსელს ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე დავუკავშირდით და სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ახალი შესაძლებლობები და არაერთი ახალი კარი გაიხსნა ჩვენთვის. სწორედ აქსელის საშუალებით დავუკავშირდით ევროპულ სტარტაპ ეკოსისტემას, რამაც ევროპელი ინვესტორები შეგვმატა; გავედით EBAN – European Business Angel Network-ის კონგრესის კონკურსში, სადაც ევროპული სტარტაპებს შორის ჩვენ გავიმარჯვეთ. შესაბამისად, შემიძლია ვთქვა, რომ აქსელი ჩვენი გაცნობის ეტაპიდანვე კომპანიის დიდი გულშემატკივარი და მხარდამჭერია.

ირო: რადგან EBAN ვახსენეთ, მეც დავამატებთ, რომ აქსელი ევროპული ბიზნეს ანგელოზების ქსელის წევრი და დირექტორთა საბჭოს წევრია. ირაკლიმ რომ კონგრესი ახსენა, იქ აქსელი გარდა მისი პორტფოლიო სტარტაპის გამარჯვებისა, კიდევ ერთი პრიზით ჩამოვიდა და "Best Performing New Member" გახდა სხვა 150 ორგანიზაციას შორის. EBAN-ის და მსგავსი ორგანიზაციების ნაწილად ყოფნა ბევრ ბენეფიტს აძლევს აქსელის წევრ ინვესტორებსა და პორტფოლიო სტარტაპებს: წვდომას ევროპულ ბაზარზე, სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსებს, მოწვევას არაერთ საერთაშორისო კონფერენციაზე. თუმცა, ამის გარდა, აქსელი ადგილობრივად ცდილობს გამოცდილების გადმოტანას და ქართულ რეალობაზე მორგებას და სწორედ ახლახანს, დავასრულეთ მუშაობა ინვესტორებისთვის შექმნილ გაიდლაინებზე. ეს დოკუმენტები USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით შევქმენით GEC Consulting-თან ერთად და ჩვენს წევრებსა თუ პოტენციურ წევრებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, იხილონ ერთიანი დოკუმენტი, სადაც ანგელოზი ინვესტირების თითოთეული ეტაპი და საინტერესო კომპონენტი განხილული და ჩაშლილია.

ინვესტორებისთვის უკვე საკმარისი ინფორმაცია გავაზიარეთ. ირაკლი, მომავალი სტარტაპებისთვისაც რომ საინტერესო გავხადოთ ეს დიალოგი, ირაკლი, თან რომ გვესაუბრო, ზოგადად ანგელოზ ინვესტორებზეც. როგორია მათთან ურთიერთობის გამოცდილება?

ირაკლი: ანგელოზი ინვესტორი არის ადამიანი, რომელიც მთავარი რჩევების წყარო და სტარტაპის მუდმივი მხარდამჭერია. ჩვენს შემთხვევაში, აქსელის გავლით 22 ანგელოზი ინვესტორი გვყავს მხარდამჭერთა სიაში:), რაც გულისხმობს იმას, რომ 22 ერთმანეთისგან განსხვავებული, ღირებული რჩევის მიღება შეგვიძლია. რამდენიმე პრობლემის გადაჭრაში უკვე დაგვეხმარა როგორც აქსელის გუნდი, ასევე დაგვეხმარნენ ჩვენი ანგელოზები;

ვიცით, რომ გვერდით გვყავს ადამიანები, გულშემატკივარები, რომელთაც ჩვენი ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრა შეუძლიათ - ეს კი, დამეთანხმებით, ნებისმიერი სტარტაპისთვის ძალიან დიდი კომფორტია.


თუ გსურთ დაიწყოთ სტარტაპებში ინვესტირება და გახდეთ კლუბის წევრი ანგელოზი ინვესტორი, გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://axelnetwork.org/register

თუ სტარტაპის დამფუძნებელი ხართ და გსურთ მომავალ ღონისძიებებზე ანგელოზი ინვესტორების წინაშე თქვენი ბიზნეს იდეით წარსდგეთ, შეავსეთ ეს აპლიკაცია: https://rb.gy/0fa1h