Get All Access for $5/mo

ახალგაზრდა ქართველმა ანტრეპრენერმა დავით ხოსროშვილმა ინოვაციური ჰაიტექ პროდუქტი შექმნა პროდუქტი ბიზნესს Covid-19 პირობებში ოპერირებას უმარტივებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ისრაელის საელჩოს და Mashav-ის (ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო) მხარდაჭერით, ახალგაზრდა ქართველმა ანტერპრენერმა დავით ხოსროშვილმა ინოვაციური ჰაიტექ პროდუქტი შექმნა, რომელიც გაუმარტივებს ბიზნესს Covid-19 პირობებში ოპერირებას და ამასთან არ საჭიროებს დიდ ფინანსურ დანახარჯებს.

აღნიშნული პროდუქტი მაღალი ტექნოლოგიების სფეროში ისრაელ-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა.

ინოვაციური პროდუქტის სახელია Termial (ტერმიალი). იგი ქმნის დაბალი ღირებულების მარტივად მოსახმარ ავტონომიურ კამერას, რომლის მთავარი მიზანია ამა თუ იმ ობიექტზე ადამიანების სიცხის გაზომვა. ამის გარდა, კამერას ექნება: ადამიანების ნაკადის დათვლის და საცალო ვაჭრობის ობიექტებში სექციების პოპულარულობის დადგენის ფუნქცია. პროდუქტის ინოვაციურობა იმალება ტექნოლოგიაში, რომელიც საშუალებას იძლევა მაღალი გამოთვლითი ოპერაციების ჩატარებას დაბალ ფასად, რაც საბოლოო ჯამში რამდენჯერმე ამცირებს კამერის ფასს.

ეს გახლავთ ისრაელ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გაგრძელება Covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში, იმ მრავალ პროექტთან და ჰუმანიტარულ მხარდაჭერასთან ერთად, რომელიც აქამდე განხორციელდა.

მიმდინარე წლის განმავლობაში ისეთ ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, როგორიც არის საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ისრაელის საელჩომ კვალიფიციური კონსულტაციების, შესაბამისი აღჭურვილობისა თუ თანხის დონაციის სახით, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ბრძოლაში პანდემიის წინააღმდეგ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია