ახალი კამპუსები სამ ქალაქში - როგორ ქმნის პროგრესის ამერიკული სკოლები უწყვეტი განათლების ახალ ეკოსისტემას

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

პროგრესის ამერიკული სკოლების ახალი კამპუსი საქართველოში ერთ-ერთ პირველ და მასშტაბურ მაგალითს წარმოადგენს, როდესაც ადრეული და დაწყებითი განათლების საფეხურები ცალკე, ასაკობრივ საჭიროებებზე სპეციალურად მორგებულ საგანმანათლებლო კამპუსში გადავიდა.

პროგრესის ამერიკული სკოლების ქსელი განვითარების ახალ ეტაპზეა - ქუთაისში ახალი ადრეული და დაწყებითი განათლების ულტრათანამედროვე კამპუსი გაიხსნა, ბათუმში ახალი კამპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, ხოლო თბილისში 2 ჰექტარზე სრულიად ახალი საგანმანათლებლო ეკოსისტემა შენდება. ეს გაფართოება მხოლოდ ინფრასტრუქტურულ ზრდას არ გულისხმობს. ის 24-წლიანი გამოცდილების შედეგად მიღებულ ერთ სტრატეგიულ გადაწყვეტილებას ეფუძნება: ბავშვისთვის განათლება უნდა იყოს უწყვეტი, თანმიმდევრული და მისი განვითარების თითოეულ ეტაპზე შესაბამის გარემოსა და მიდგომაზე დაფუძნებული.

დღეს პროგრესის ამერიკული სკოლები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ათასობით მოსწავლეს აერთიანებს. წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ, მშობლების მოთხოვნის ცვლილებამ და განათლების მიმართ ახალი მოლოდინების გაჩენამ აჩვენა, რომ საგანმანათლებლო ორგანიზაციის განვითარება მხოლოდ მოსწავლეთა რაოდენობის ზრდას ან ახალი შენობების დამატებას აღარ ნიშნავს.

2019-2021 წლებში მზარდმა მოთხოვნამ პროგრესისთვის ახალი განვითარების ეტაპი შექმნა. დღის წესრიგში დადგა არა მხოლოდ არსებული ინფრასტრუქტურის გაფართოება, არამედ ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელიც სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის საჭიროებებს უფრო ზუსტად უპასუხებდა და განათლების ყველა ეტაპს ერთიან სისტემაში დააკავშირებდა. სწორედ ამ ხედვას უკავშირდება სამ ქალაქში განხორციელებული მასშტაბური საინვესტიციო პროგრამა, რომლის მოცულობამ უკვე 47 მილიონ ლარს გადააჭარბა.

რატომ გახდა საჭირო სასკოლო ინფრასტრუქტურის მოდელს ცვლილება?

თანამედროვე განათლებაში სულ უფრო მკაფიო ხდება მიდგომა, რომლის მიხედვითაც ადრეული და დაწყებითი ასაკის ბავშვებისთვის სასწავლო გარემო მხოლოდ "პატარა მოსწავლეებისთვის განკუთვნილი სკოლა" არ უნდა იყოს. ამ ასაკში ბავშვის აკადემიური, სოციალური, ემოციური, შემოქმედებითი და ფიზიკური განვითარება ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.

პროგრესისთვის ეს მიდგომა ახალი არ არის. 24 წელზე მეტია, ჩვენი საგანმანათლებლო ფილოსოფია ეფუძნება ხედვას, რომლის მიხედვითაც ბავშვის განათლება მხოლოდ აკადემიური ცოდნის მიღებით არ შემოიფარგლება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მისი ინტელექტუალური, სოციალური, ემოციური, შემოქმედებითი და პრაქტიკული უნარების თანაბარი განვითარება - განათლება, რომელიც ბავშვს მომავლისთვის ამზადებს. ამიტომაც, განვითარების სტრატეგიაში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ასაკობრივ საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო გარემო - სივრცე, სადაც ინფრასტრუქტურა, სასწავლო პროგრამა, პედაგოგიური მიდგომა და ბავშვის განვითარების ეტაპი ერთ სისტემად მუშაობს.

სწორედ ამ გამოცდილებიდან გამომდინარე ქუთაისში შეიქმნა Progress American Advanced Elementary School-ის ახალი კამპუსი - ადრეული და დაწყებითი განათლების სპეციალიზებული სივრცე 3-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ქუთაისში არსებული კამპუსი კვლავ აგრძელებს ფუნქციონირებას K–12 მოდელით, ახალი კამპუსი კი ადრეული და დაწყებითი საფეხურისთვის სპეციალურად შექმნილ გარემოს აყალიბებს. ამგვარი სტრუქტურა მშობლებს აძლევს შესაძლებლობას, აირჩიონ ბავშვის ასაკისა და განვითარების ეტაპის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემო, ხოლო თავად პროგრესს - შექმნას უფრო თანმიმდევრული საგანმანათლებლო გზა.

ახალი კამპუსის კონცეფცია აერთიანებს თანამედროვე გარემოს, ლაბორატორიებს, შიდა და გარე სპორტულ და რეკრეაციულ სივრცეებს, ხელოვნებისა და მეცნიერების მიმართულებებს და ისეთ ინფრასტრუქტურას, რომელიც ბავშვის ინტერესების აღმოჩენასა და უნარების განვითარებას ადრეული ასაკიდანვე უწყობს ხელს.

ეს მიდგომა ემთხვევა საერთაშორისო საგანმანათლებლო ტენდენციასაც, რომლის მიხედვითაც ჰოლისტური განათლება აკადემიურ ცოდნას კრიტიკულ აზროვნებასთან, შემოქმედებითობასთან, ცხოვრებისეულ უნარებსა და პიროვნულ განვითარებასთან აერთიანებს.

ერთი ქალაქის პროექტიდან - ქსელის განვითარების სტრატეგიამდე

ქუთაისის ახალი კამპუსი პროგრესისთვის ცალკეული პროექტი არ არის. ის იმავე სტრატეგიის ნაწილია, რომელიც დღეს სამივე ქალაქში ხორციელდება.

ბათუმში, "ანაგი განათლებასთან" პარტნიორობით, განათლებაში 15 მილიონი ლარის ინვესტიციით შეიქმნა თანამედროვე სასკოლო კამპუსი, რომელიც 1000 მოსწავლეზეა გათვლილი. წელს კი ბათუმში პროგრესის ქსელს კიდევ ერთი კამპუსი ემატება - ამჯერად დაწყებითი განათლების საფეხურისთვის.

თბილისში განვითარების კიდევ უფრო მასშტაბური ეტაპი მიმდინარეობს. დიდ დიღომში, 2 ჰექტარზე, შენდება ახალი საგანმანათლებლო კამპუსი, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი და უნიკალური საგანმანათლებლო სივრცე იქნება. კამპუსი საბავშვო ბაღიდან უნივერსიტეტამდე უწყვეტ საგანმანათლებლო სისტემას გააერთიანებს - თითოეული საფეხურისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო სივრცეებითა და ინფრასტრუქტურით.

პროექტის კონცეფცია ეფუძნება იდეას, რომ განათლების სხვადასხვა საფეხური ერთმანეთისგან იზოლირებული ეტაპები არ უნდა იყოს. პირიქით, ბავშვის განვითარება უნდა მიმდინარეობდეს თანმიმდევრულ საგანმანათლებლო გზაზე, სადაც ერთი ეტაპი ლოგიკურად აგრძელებს მეორეს.

თბილისის ახალი კამპუსი სწორედ ასეთი მოდელის შექმნას ისახავს მიზნად. ერთ სივრცეში გაერთიანდება სკოლა და უნივერსიტეტთან დაკავშირებული საგანმანათლებლო შესაძლებლობები, თანამედროვე ლაბორატორიები, მათ შორის NASA-სა და STEM-ის მიმართულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, საცურაო აუზი, ბოტანიკური და არქეოლოგიური საგანმანათლებლო სივრცეები, თეატრალური კლუბი და მშობლებისთვის განკუთვნილი სამუშაო და ფიტნეს სივრცეები.

განათლების უწყვეტობა როგორც სტრატეგიული უპირატესობა

პროგრესის ამერიკული სკოლების მოდელის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი განათლების უწყვეტობაა. სკოლებში სასწავლო პროცესი ეფუძნება ორ პარალელურ აკადემიურ პროგრამას, საქართველოს ეროვნულ სასწავლო გეგმასა და ამერიკულ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამას. ამასთან, სკოლების საგანმანათლებლო მოდელი ეფუძნება ორენოვან სწავლებას და საერთაშორისო აკადემიურ სტანდარტებს. სკოლა აკრედიტირებულია Cognia-ს სრული K–12 მოდელზე, ხოლო საერთაშორისო პროგრამები მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, განათლების შემდგომ ეტაპებზე კონკურენტუნარიანად გააგრძელონ სწავლა როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო უნივერსიტეტებში.

პროგრესის მიერ განხორციელებული ახალი კამპუსების პროექტებიც სწორედ ამ უწყვეტი აკადემიური გზის გაძლიერებას ემსახურება. ამ თვალსაზრისით, თანამედროვე ინფრასტრუქტურა მიზანი კი არა, საგანმანათლებლო სტრატეგიის ინსტრუმენტია. ლაბორატორია, სპორტული სივრცე, თეატრი, ბიბლიოთეკა თუ ტექნოლოგიური გარემო მხოლოდ შენობის ფუნქციური ნაწილი არ არის, ისინი სასწავლო პროცესის ნაწილია და ბავშვის სხვადასხვა კომპეტენციის განვითარების შესაძლებლობას ქმნის.

ახალი საგანმანათლებლო მოთხოვნა საქართველოში

საქართველოშიც თანდათან იზრდება მოთხოვნა ხარისხიან ადრეულ და დაწყებით განათლებაზე და ეს ცალკე ყურადღებას საჭიროებს. იცვლება მშობლების მოლოდინებიც: მათთვის სულ უფრო მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, სად ისწავლის ბავშვი, არამედ როგორ გარემოში გაიზრდება, როგორ განვითარდება მისი უნარები და რამდენად თანმიმდევრული იქნება მისი საგანმანათლებლო გზა.

ბიზნესის თვალსაზრისით, ეს ცვლილება განათლების სექტორში ახალი მოთხოვნის ფორმირებას ნიშნავს: ოჯახები სულ უფრო ხშირად ეძებენ არა მხოლოდ კონკრეტულ სასკოლო მომსახურებას, არამედ გრძელვადიან საგანმანათლებლო პარტნიორს, რომელიც ბავშვის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ერთიან გამოცდილებას შესთავაზებს. სწორედ ამ ცვლილების საპასუხოდ იქმნება პროგრესის ახალი კამპუსები, როგორც საგანმანათლებლო პროდუქტის გაფართოება, ისე ერთიანი ეკოსისტემის განვითარების ნაწილი.

ამ ცვლილებასთან ერთად იზრდება მოთხოვნა ასაკობრივ საჭიროებებზე მორგებულ ინფრასტრუქტურაზე, სწავლების ინდივიდუალურ ტემპზე მორგებულ მიდგომებზე, მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობებსა და განათლების სხვადასხვა საფეხურს შორის უფრო მყარ კავშირზე.

პროგრესისთვის ეს ცვლილება განვითარების ბუნებრივი გაგრძელებაა. სწორედ ამიტომ, ქსელის ახალი კამპუსები არ იქმნება მხოლოდ არსებული მოდელის გასამეორებლად, ისინი იქმნება იმისთვის, რომ განათლების თითოეულ საფეხურს შესაბამისი გარემო და შესაძლებლობები ჰქონდეს.

ეს მიდგომა ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით შეიძლება განვიხილოთ, როგორც ვერტიკალური ინტეგრაცია, როდესაც ორგანიზაცია ქმნის ღირებულების ჯაჭვის ერთმანეთთან დაკავშირებულ ეტაპებს და მომხმარებლისთვის ერთიან გამოცდილებას აყალიბებს. განათლებაში ეს ნიშნავს არა მხოლოდ სხვადასხვა ასაკობრივი საფეხურის შეთავაზებას, არამედ მათ შორის აკადემიური და ინსტიტუციური კავშირის შექმნას - ადრეული განათლებიდან დაწყებული, სკოლისა და შემდგომი საუნივერსიტეტო შესაძლებლობებით გაგრძელებული.

47 მილიონი ლარი - ინვესტიცია ადამიანურ კაპიტალში

განათლების სფეროში ინფრასტრუქტურული ინვესტიცია თავისი ბუნებით გრძელვადიანი ინვესტიციაა. სკოლის შენობა, ლაბორატორია ან კამპუსი ათწლეულების განმავლობაში ქმნის ღირებულებას, მაგრამ საბოლოო შედეგი მხოლოდ ინფრასტრუქტურით არ იზომება. პროგრესის შემთხვევაში ეს ინვესტიცია დაკავშირებულია საერთაშორისო პროგრამების განვითარებასთან, პროფესიონალი კადრების დასაქმებასთან, თანამედროვე საგანმანათლებლო მეთოდების დანერგვასთან და იმ ეკოსისტემის შექმნასთან, რომელშიც მოსწავლე არა მხოლოდ ცოდნას იღებს, არამედ ავითარებს აზროვნების, კვლევის, კომუნიკაციის, შემოქმედებითობისა და პრობლემების გადაჭრის უნარებს. ამიტომ, ინვესტიციის მთავარი აქტივი საბოლოოდ შენობა კი არა, ადამიანია მოსწავლე, მასწავლებელი და განათლების პროცესში ჩართული პროფესიონალი, რომელთა განვითარებაც შექმნილი ინფრასტრუქტურის საბოლოო მიზანს წარმოადგენს.

წლების განმავლობაში ამ პროცესმა შექმნა ის რეპუტაციული კაპიტალი, რომელსაც დღეს პროგრესის ამერიკული სკოლების ქსელი ეფუძნება - ნდობა, რომელიც უკვე ათასობით ოჯახთან ხანგრძლივი ურთიერთობით არის ჩამოყალიბებული.

"შემდეგი ეტაპი უკვე მხოლოდ სკოლაზე აღარ არის პროგრესის განვითარების დღევანდელი სტრატეგია ერთ კონკრეტულ კამპუსს ან ერთ ქალაქს აღარ უკავშირდება. ქუთაისში ახალი American Advanced Elementary School-ის გახსნა, ბათუმში ახალი დაწყებითი კამპუსის მშენებლობა და თბილისში 2-ჰექტარიანი საგანმანათლებლო ეკოსისტემის შექმნა ერთი საერთო ხედვის სხვადასხვა ეტაპია - საქართველოში უწყვეტი, საერთაშორისო სტანდარტების განათლების სისტემის განვითარება. ეს არის მოდელი, რომელშიც განათლება აღარ განიხილება ერთმანეთისგან განცალკევებულ საფეხურებად. ადრეული ასაკიდან დაწყებული გზა ეტაპობრივად გადადის დაწყებით, საბაზო და საშუალო განათლებაში და მოსწავლეს შემდგომი აკადემიური არჩევანისთვის ამზადებს. სწორედ ამ უწყვეტობის შექმნაა პროგრესის განვითარების შემდეგი ეტაპის მთავარი მიზანი.

24 წელზე მეტია პროგრესის ამერიკული სკოლები ვითარდება საქართველოში და დღეს ამ გამოცდილებას ახალი მასშტაბი ემატება: საგანმანათლებლო ეკოსისტემა, რომელიც ბავშვის განვითარებას ერთიან, თანმიმდევრულ და გრძელვადიან გზად განიხილავს." - ნინა ჩიკვაშვილი, პროგრესის ამერიკული სკოლების დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი და ბრენდის ავტორი.