Get All Access for $5/mo

ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის - ლიბერთის CSR ანგარიში და მრჩეველთა საბჭო წარდგენა ლიბერთიმ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიში და სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მრჩეველთა საბჭო წარადგინა საზოგადოებისა და პარტნიორი კომპანიების წინაშე

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლიბერთიმ გასულ წელს, სტრატეგია ,,ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის" წარადგინა, კორპორაციული მდგრადობა კი სტრატეგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად დაასახელა.

CSR მრჩეველთა საბჭოს მთავარი მიზანია სტრატეგიის აღსრულების პროცესში ჩართულობა და შესაბამისი პროექტების და პროგრამების განხორციელება. საქართველოს საფინანსო სექტორში მსგავსი მოდელი უპრეცედენტოა - საბჭოს წევრები არიან იმ კონკრეტული დარგის ექსპერტები, რომელიც ბანკმა გრძელვადიანი CSR სტრატეგიის მიმართულებად აირჩია.

,,ახალი ლიბერთისთვის, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ადამიანებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნაა. ლიბერთის, როგორც პასუხისმგებლიანი და მდგრადი ბიზნესის, მიზანია იყოს ადამიანებისთვის სასარგებლო და პოზიტიური ცვლილების მომტანი.

ამიტომ ჩვენ, სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებად ვირჩევთ განათლებას. ამ კონტექსტში კი, ცნობიერების ამაღლება, ცოდნის გაზიარება და განათლების ხელშეწყობა ის მიმართულებებია, რომელზეც ლიბერთის მიერ ინიცირებული CSR მრჩეველთა საბჭო აქტიურად იმუშავებს."- თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

,,ლიბერთი არის პირველი კომპანია ფინანსურ სექტორში, რომელმაც CSR მრჩეველთა საბჭო შექმნა. ეს არის საუკეთესო ინსტრუმენტი, რათა დროულად მოხდეს საზოგადოების მოთხოვნების გათვალისწინება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ლიბერთიმ სწორად განსაზღვრა პრიორიტეტები. განათლებაში ინვესტირება და ზოგადად განათლებაზე ზრუნვა ბიზნესის მხრიდან ნამდვილად მისაბაძია." - ანა არგანაშვილი, ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის' აღმასრულებელი დირექტორი.

,,განათლებაში ჩადებული ყოველი ინვესტიცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის განვითარებაში და ვფიქრობ, ,,ახალ ლიბერთის" სწორედ განათლების გაძლიერების კუთხით შეუძლია მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერა. ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია მუშაობა და ვიმედოვნებ, როგორც CSR საბჭოს წევრი, ლიბერთის გუნდთან ერთად, მეც არაერთ მნიშვნელოვან და სასარგებლო პროექტში შევიტან წვლილს."- მაგდა მაღრაძე "ათასწლეულის ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი.

ლიბერთის CSR მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაა:

  • მაგდა მაღრაძე -" ათასწლეულის ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი
  • ანა აბაშიძე -"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი
  • ანა არგანაშვილი - "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" აღმასრულებელი დირექტორი
  • ანა ფაშალიშვილი - გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება
  • ნინო ჩიხლაძე - ლიბერთის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
  • თეა ლეშკაშელი - ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილე, საოპერაციო დირექტორი
  • ხატია ხატიაშვილი - ლიბერთის ბრენდის განვითარების ხელმძღვანელი
  • თამარ ზაქარიაძე - ლიბერთის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების და CSR მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელი
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

მენეჯმენტი

8 ტიპის ადამიანი, რომელსაც აუცილებლად უნდა მოერიდოთ

ამ თვისებების მქონე ადამიანები ენერგიას გამოგაცლიან და თქვენს ბიზნესსაც მძიმე ტვირთად დააწვებიან