Get All Access for $5/mo

ახალი ''ლიბერთის'' კორპორაციული საბანკო მომსახურება- ბიზნესპოტენციალის რეალიზების ახალი შესაძლებლობა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ანა ნიკოლაძე, ლიბერთი

კორპორაციული საბანკო მომსახურება ერთ-ერთი ფუნდამენტია, როგორც ბიზნესებისთვის, ისე ფინანსური ინსტიტუტებისთვის. საბანკო სერვისების ამ მნიშვნელოვან მდგენელზე, Entrepreneur "ლიბერთის" კორპორაციული საბანკო მომსახურების ხელმძღვანელს, ანა ნიკოლაძეს ესაუბრა.

Entrepreneur ყურადღებით ადევნებს თვალყურს "ლიბერთის" უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად ტრანსფორმირების პროცესს და მისი გუნდის მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებს.

ბანკის სტრატეგია − "ახალი ლიბერთი, ახალი ცხოვრებისათვის" მიზნად ისახავს თანაბრად აქტუალური იყოს, როგორც ყველა ასაკობრივი სეგმენტის მომხმარებლისთვის, ისე ნებისმიერი ფინანსური შესაძლებლობებისა და იურიდიული სტატუსის მქონე პირთათვის.

ვინაიდან, ბანკის, როგორც ფინანსური ორგანიზაციის, ერთ-ერთ პრიორიტეტულ რგოლს კორპორაციული საბანკო მომსახურება და კომერციულ სექტორთან აქტიური თანამშრომლობა წარმოადგენს, Entrepreneur "ლიბერთის" ამ მიმართულების ხელმძღვანელს, ანა ნიკოლაძეს გაესაუბრა, რომელიც ჩვენს მკითხველს კორპორაციული სერვისის მნიშვნელობასა და ბიზნესისა და ბანკის პარტნიორობის შესახებ მნიშვნელოვან დეტალებს უზიარებს.

ანამ საბანკო სფეროში მუშაობა უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დაიწყო. ფინანსების მიმართულებით უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ, მან ESM-ის ბიზნესსკოლაში მაგისტრატურაზე გააგრძელა სწავლა, ხოლო 2017 წელს პროექტების მენეჯმენტის მაგისტრის ხარისხი მიიღო. თავდაპირველად ანამ მუშაობა "პროკრედიტ ბანკში" კლიენტთა მომსახურების ოპერატორის პოზიციაზე დაიწყო და რამდენიმე წელიწადში საკმაოდ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია სხვადასხვა პოზიციაზე. კორპორაციული საბანკო მომსახურების კუთხით კი, უკვე "ტერაბანკში" გააგრძელა მუშაობა, სადაც 5 წლის განმავლობაში ამ მიმართულების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ანა ნიკოლაძე "ლიბერთის" გუნდს 2018 წლის დასაწყისში შეუერთდა და მას მერე კორპორაციული საბანკო მომსახურების გუნდს უდგას სათავეში.

ანა, განვუმარტოთ ჩვენს მკითხველს, რა განსხვავებაა ე.წ. "რითეილ" და კორპორაციულ საბანკო მომსახურებას შორის და როგორი სპეციფიკით ხასიათდება კორპორაციული საბანკო სერვისი?
კორპორაციული მომსახურება ორიენტირებულია მსხვილ იურიდიულ პირებთან პარტნიორულ თანამშრომლობაზე, მათთვის მრავალფეროვანი საბანკო სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებაზე, მათი გამოწვევებისა და საჭიროებების დაკმაყოფილებაზე.

მიდგომის სპეციფიკა განსხვავებულია − როგორც პროდუქტების, ისე მომსახურების ჭრილში. ორივე მიმართულება მომხმარებლის კმაყოფილებისკენაა მიმართული, თუმცა ფიზიკური პირის პროდუქტები განსხვავებულია, მეტად მათ მოთხოვნებზეა მორგებული − იქნება ეს იპოთეკური თუ სამომხმარებლო მოთხოვნების დაკმაყოფილება.

იურიდიული პირის კორპორაციული მომსახურება კი, უფრო კომპლექსურია. ამ შემთხვევაში, საუბარი გვაქვს კომპანიების ტრანზაქციებზე, მათ ყოველდღიურ საოპერაციო საქმიანობაზე − იქნება ეს ვაჭრობის, მშენებლობის, ტელეკომუნიკაციების თუ სხვა სფეროებში.

დაკრედიტების გარდა, კომპანიებისათვის მნიშვნელოვანია ბანკის საშუალებით თავიანთი საოპერაციო საქმიანობის განხორციელება. ესაა ძირითადად სახაზინო ოპერაციები, ვალუტის კონვერტაცია, "ფორვარდები", "სვოპები", საბანკო გარანტიები, აკრედიტივები, საერთაშორისო გადარიცხვები, სახელფასო პროექტით მომსახურება თანამშრომლებისთვის, რომელსაც კორპორაციული მიმართულება მოიცავს.

ვისაუბროთ "ლიბერთის" კორპორაციულ საბანკო მომსახურებაზე. როგორ ვითარდება ეს მიმართულება ბანკში, რა სახის პროცესებს გადის და როგორია "ლიბერთის" ხედვა კორპორაციული კლიენტების მომსახურების მხრივ?
"ლიბერთისთვის" ისტორიულად კორპორაციული ბიზნესი არ იყო სტრატეგიული მიმართულება. ამ მიმართულების ფორმირება და პირველი ნაბიჯების გადადგმა, სწორედ ბანკის ტრანსფორმაციის პროცესში დაიწყო და დღესდღეობით, "ლიბერთიში" კორპორაციული სეგმენტის გამოწვევებთან გასამკლავებლად ყველა პირობა არსებობს.

ჩვენი ძირითადი ამოცანა კლიენტებისთვის იმ სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებაა, რომელიც დაეხმარებათ კომპანიის მიზნების მიღწევაში და მოუტანთ ხელშესახებ სიკეთეებს.

თანამედროვე სამყაროში კომპანიებს განსხვავებული გამოწვევები და საჭიროებები აქვთ. გამოწვევებს შორის უპირატესი დროის დეფიციტია, სწორედ ამიტომ ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად ახლოს ვიყოთ საკუთარ კლიენტებთან, შევთავაზოთ სწრაფი გადაწყვეტები და მოქნილი პერსონალიზებული მომსახურება. გვსურს ავაშენოთ მყარი პარტნიორული ურთიერთობები და კლასიკური საბანკო პროდუქტების მიღმა შევთავაზოთ ისეთი პროდუქტები, რომელიც მათ კონკრეტულ საჭიროებებზე იქნება მორგებული.

ვინ არიან "ლიბერთის" კორპორაციული მომხმარებლები?
ჩვენ ვთანამშრომლობთ საშუალო და მსხვილ ბიზნესკომპანიებთან, რომლებიც სხვადასხვა სექტორში საქმიანობენ, განსხვავდებიან როგორც ზომით და მასშტაბით, ისე სპეციფიკით. მათ შორის არიან სექტორის ლიდერი კომპანიები. ჩვენ ვემსახურებით როგორც მსესხებელ, ასევე, არა-მსესხებელ კომპანიებს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროდუქტების შეთავაზება, რაც გააუმჯობესებს მათ საოპერაციო საქმიანობას და ფულადი ნაკადების მართვას. ამასთანავე, "ლიბერთი" ბანკში ისტორიულად არსებობდა ვაჭრობის დაფინანსებისა და დოკუმენტური ოპერაციების ძლიერი მიმართულება. შესაბამისად, დღეს ჩვენს კლიენტებს ვთავაზობთ ვაჭრობის ოპერაციების დაფინანსებას და ფაქტორინგულ ოპერაციებს.

რა სახის სარგებელს სთავაზობს "ლიბერთი" საკუთარ კორპორაციულ კლიენტებს, რაც მათ თქვენთან თანამშრომლობისკენ უბიძგებს? თანამედროვე ტენდენციების მიხედვით, ბიზნესკლიენტები ბანკთან ურთიერთობისას მხოლოდ სესხისა და საბანკო ტრანზაქციების საჭიროებას არ ხედავენ, მათ აქვთ მოთხოვნა, მიიღონ ფინანსური რჩევები, საოპერაციო საქმიანობის გაუმჯობესების გადაწყვეტები და სხვადასხვა სექტორის შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად, ჩვენი მიზანია მაქსიმალურად ახლოს ვიყოთ ჩვენს კლიენტებთან და კლასიკურ სერვისებთან ერთად, ყოველთვის შევთავაზოთ საუკეთესო გადაწყვეტები. ამასთან, ორგანიზაციები ზრუნავენ მათი თანამშრომლებისთვის შესათავაზებელ საბანკო პროდუქტებსა და მომსახურებაზე, რაზეც ასევე, ვზრუნავთ და განსაკუთრებულ პაკეტს ვამზადებთ. საბოლოოდ, კლიენტს აქვს მოლოდინი, რომ ნებისმიერ საჭიროებაზე "ლიბერთი" მზად არის, მას კომფორტულად და მაღალი ხარისხით მოემსახუროს.

აღსანიშნავია, რომ "ლიბერთი" კორპორაციულ კლიენტებთან ერთად ახორციელებს ერთობლივ მასშტაბურ პროექტებს, რომელიც მიმართულია ჩვენი კლიენტების მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანაზე. ამის მაგალითია ფარმაცევტულ, რითეილ და ჯანდაცვის სექტორის მსხვილ კომპანიებთან ერთად წარმატებით განხორციელებული პროექტები.

რა როლი მიუძღვის "ლიბერთის" ციფრულ პროდუქტებს კორპორაციული საბანკო მომსახურების მიმართულებით?
"ლიბერთიმ" ტრანსფორმაციის გზაზე წარმატებით განავითარა ციფრული პლატფორმები, შექმნა ახალი ინტერნეტბანკი ბიზნესკლიენტებისთვის, რომელიც მაქსიმალურადაა მორგებული ორგანიზაციების ყოველდღიურ საქმიანობაზე, მათ მოთხოვნებზე და დღევანდელ გამოწვევებს შეესაბამება. ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ მოგვცა შესაძლებლობა კორპორაციულ კლიენტებს შევთავაზოთ მოქნილი და სრულყოფილი დისტანციური სერვისები.

ვინ არიან ის ბანკირები, რომლებიც კორპორაციულ სეგმენტთან უშუალოდ თანამშრომლობენ?
ჩვენს წარმატებას და სიძლიერეს განაპირობებს ჩვენი გუნდი − ის ადამიანები, რომლებიც მუდმივად განვითარებაზე და სიახლეების მიღებაზე არიან ორიენტირებულნი.

ჩვენი კორპორაციული ბანკირების გუნდი შედგება 15 მაღალკვალიფიციური და მოტივირებული პროფესიონალისგან, რომელთა შორის არიან წევრები, რომლებსაც აქვთ საბანკო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება. ასევე, ფინანსურ, საკონსულტაციო და სხვა ბიზნესსექტორებში ოპერირების ცოდნა. ჩვენი გუნდი არის ჩვენი ძლიერი მხარე, მნიშვნელოვანი აქტივი, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება და მათზე დიდ იმედს ვამყარებთ. განწყობა არის მუდმივი განვითარებისა და წინსვლის.

როგორი გეგმები აქვს "ლიბერთის" კორპორაციული საბანკო მომსახურების მიმართულებით?
მნიშვნელოვანია, რომ ცვალებად გარემოში ყოველთვის ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე. ჩვენს გუნდში სწორედ ასე ხდება − მუდამ ვფიქრობთ, როგორ ვიყოთ საუკეთესო ჩვენი კლიენტებისთვის და რა სიკეთე შეგვიძლია მოვუტანოთ მათ.

დღეს ჩვენი ამოცანაა, გავაძლიეროთ კლიენტსა და ურთიერთობებზე მორგებული სერვისები. შევქმნათ დაფინანსების ერთგვარი პლატფორმა, რომლის საშუალებითაც პარტნიორ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად შევძლებთ ჩვენი კლიენტებისთვის ფულადი რესურსების მოზიდვის შესაძლებლობების შექმნას და ერთობლივი პროდუქტების შეთავაზებას.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია