Sponsored Content

ახალი პროდუქტი საკომუნიკაციო ბაზარზე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

პანდემიამ და მისით გამოწვეულმა შეზღუდვებმა 2020-2021 წლებში თანამედროვე ტექნოლოგიებზე ინტეგრაცია და წვდომა კიდევ უფრო გაზარდა. მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციები და სააგენტოები ნერგავენ მომხმარებელზე ორიენტირებულ პროდუქტებს, რომლებიც ორიენტირებულია, რომ დაზოგოს რესურსები, ხელი შეუწყოს დისტანციურ მუშაობას და რაც ყველაზე მთავარია, გაზარდოს პროდუქტიულობა და გადაერთოს რეალობის სრულიად ახალ მოთხოვნებზე. ბოლო კვლევებით დასტურდება, რომ ის ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებიც პანდემიის პერიოდში ახალ პროდუქტებს ნერგავდნენ, გაცილებით პროდუქტიულები და ინოვაციურები აღმოჩნდნენ კონკურეტებთან შედარებით და ეკონომიკური კრიზისის ფონზე განვითარების ახალ საფეხურზეც შეძლეს გადასვლა. ამ მხრივ საინტერესო მიდგომების დანერგვა დაიწყო ქართულ ბაზარზეც. საკომუნიკაციო მიმართულებით მომუშავე ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა ,,ფაბლისითი ჯგუფი", რომელმაც არათუ საკუთარი მიმართულებებით მოახერხა ადაპტაცია, არამედ, სრულიად ახალი სერვისით წარდგა ქართულ ბაზარზე.

„ჩვენი კომპანია უკვე 15 წელია, რაც ქართულ ბაზარზე პოზიციონირებს და საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგისა და ციფრული კომუნიკაციების, ღონისძიებების მენეჯმენტისა და მედია სერვისების მიწოდების მიმართულებით ერთ-ერთი ვეტერანია. ბუნებრივია, წლების განმავლობაში ორგანიზაციამ მრავალი პარტნიორი გაიჩინა როგორც ადგილობრივ დონეზე, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ალბათ ჩვენდამი ამხელა ნდობა და პასუხისმგებლობა არის იმის საფუძველი, რომ შევინარჩუნოთ დინამიური პროცესი და მომხმარებლებსა და ჩვენს ერთგულ მეგობრებს ახალი, მათზე მორგებული სერვისები შევთავაზოთ. ასეთი ერთ-ერთი ახალი პროდუქტია დისტანციური PR ოფისი, რომელიც ორგანიზაციებს შესაძლებლობას აძლევს, რომ მინიმალური დანახარჯებით და გამოცდილი სააგენტოს დახმარებით მომსახურების სრული პაკეტი მიიღონ", - როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მაიკო ჩიტაშვილი აღნიშნავს, აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა 2022 წლის გაზაფხულიდან გახდება შესაძლებელი.

ეს და სხვა ახალი პროდუქტები ,,ფაბლისითი ჯგუფის" სამომხმარებლო თაროზე უკვე მარტიდან განთავსდება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე მათთვის მნიშვნელოვანია, რომ სწორედ მოქნილი პროდუქტი შესთავაზონ სექტორს და იმ კომპანიებს, რომლებსაც შესაძლოა დიდი ფინანსური რესურსები არ ჰქონდეთ გამოყოფილი საკომუნიკაციო ხარჯებისთვის, ან სურდეთ საკუთარი კომპანიის პრომოციისთვის ახალი სერვისის დანერგვა.

„ეს არ არის ახალი სეზონის მხოლოდ ერთადერთი სიახლე. უკვე გაზაფხულიდან ჩვენს პარტნიორ პიარ სააგენტოსთან ერთად, რომელიც ოპერირებს შუა აზიის ქვეყნებში, მედიასა და კომუნიკაციების სფეროში მოღვაწე ქართველი პროფესიონალებისთვის სასიამოვნო სიახლეები იგეგმება. ახალი პროექტი, ასევე, მიმართული იქნება იმისკენ, რომ მეტი აზიური ინვესტიცია მოვიზიდოთ ქვეყანაში.

ფაბლისითი ჯგუფი 15 წელია, რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს. 2007 წელს შეიქმნა „ფაბლისითი ჯგუფის" პირველი ციფრული პროექტი, პრესრელიზების გავრცელების სერვისი PUBLICITY.GE. კომპანია ძირითად აქცენტს აკეთებს ციფრული პროექტების და თანამედროვე კომუნიკაციების მიმართულებით. 2008 წელს მან შექმნა რიგით მეორე პროექტი, REGIONS.GE - რეგიონალური სიახლეების გავრცელების სააგენტო, რომლის განხორციელება შესაძლებელი გახდა ფონდ ღია საზოგადოება საქართველოსა და აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით. დაარსების დღიდან ,,ფაბლისითი ჯგუფი" აქტიურად ავითარებს საკონსულტაციო მომსახურებას სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით, რაც კომპანიის შემოსავლის მთავარი წყაროა.