Sponsored Content

ახალი Range Rover Sport საქართველოშია ექსკლუზიური ჩვენება "ჯი-თი მოტორსის" მომხმარებლებისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ჯი-თი მოტორსმა" საკუთარ მომხმარებელს ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული მოდელი, ახალი Range Rover Sport წარუდგინა. ქართველი მომხმარებელი ერთ-ერთი პირველია, რომელმაც განახლებული Range Rover Sport იხილა. პრეზენტაცია სარაჯიშვილის ქარხანაში გაიმართა და ღონისძიებას Jaguar Land Rover-ის 600-მდე მომხმარებელი ესწრებოდა. სპეციალურად ახალი Range Rover Sport-ის პრეზენტაციისთვის, მუსიკალური კომპოზიციები გიორგი ცაგარელმა და ბექა გოჩიაშვილმა შეასრულეს.

პრეზენტაციისთვის, საქართველოს Jaguar Land Rover-ის MENA-ს რეგიონის მმართველი დირექტორი, ბრიუს რობერტსონი ესტუმრა. MENA-ს რეგიონი აერთიანებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა გაერთიანებული ემირატები, ყატარი, საუდის არაბეთი, მაროკო, ომანი, აზერბაიჯანი და ა.შ.

ახალი Range Rover Sport უნიკალური დიზაინით გამოირჩევა. ძარის ზედაპირი სიმძლავრისა და წარმადობის მაჩვენებელია. განსხვავებული და მეტად ელეგანტურია წინა ფარები და ბამპერის ქვედა ნაწილიც. მოდელი გამოირჩევა თანამედროვე ტექნიკური მასალების ერთობლიობითა და სალონის მსუბუქი ულტრაქსოვილითაც. ერთობლიობაში, ახალი Range Rover Sport დინამიკური სპორტული ინდივიდუალობისა და დახვეწილობის სინთეზია.

ახალი Range Rover Sport-ის პრეზენტაციისთვის ინსპირაციის წყარო ამ მოდელის გლობალური წარდგენა, კერძოდ კი საიმიჯო ვიდეო გახდა. ბრენდმა საპრეზენტაციო ვიდეო ისლანდიაში გადაიღო. ავტომობილის შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოსაჩენად, მრბოლელმა ახალი Range Rover Sport-ით რთული ლანდშაფტი, ჰიდროელექტროსადგურის გვირაბი და წყლის კალაპოტი გაიარა. ავტომობილმა საფრთხის შემცველი ყველა სირთულე წარმატებით დაძლია.

სწორედ ამიტომ, "ჯი-თი მოტორსმა" გადაწყვიტა, ღონისძიებისთვის განსაკუთრებული ლოკაცია შეერჩია - ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სარაჯიშვილის ქარხანაში ავტომობილის პრეზენტაცია შედგა. ღონისძიება ქარხნის მეორე სართულზე ჩატარდა და ამისათვის, ავტომობილი საპრეზენტაციო დარბაზში შენობის მეორე სართულის შუშაბანდიდან შეიყვანეს. სტუმრებს ადგილზე სპეციალურად ამ საღამოსათვის შექმნილი კოქტეილებითაც გაუმასპინძლდნენ.

"ჯი-თი მოტორსი" Jaguar Land Rover-ს საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს. კომპანია ქართულ ბაზარზე უკვე 15 წელია წარმატებით ოპერირებს და, JLR-ს გარდა, აქტიურად თანამშრომლობს ისეთ მსოფლიო ბრენდებთან, როგორიცაა Ford, Suzuki, BMW და MINI.