You can be on Entrepreneur’s cover!

ახალი როლს-როის ''გოსთის'' დებიუტი საქართველოში წარმატების კვინტესენციური სიმბოლოს პრეზენტაცია თბილისში გაიმართა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლაშა ღუღუნიშვილი

საქართველოში ახალ როლს-როის ,,გოსთის" ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა. ექსკლუზიურ საღამოს მედიისა და საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები დაესწრნენ და ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს.

როგორც ბრენდის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფრენკ ტიმანმა აღნიშნა, - ,,როლს როისი" არის წარმატების კვინტესენციური სიმბოლო, ხოლო ,,გოსთს" მასთან ერთად მოაქვს ახალი, თანამედროვე მიმართულება ფუფუნების სამყაროში."

„მოხარული ვარ დავესწრო საამაყო ბრიტანული ბრენდის დებიუტს საქართველოში ამ გამორჩეულ საღამოს. როლს როისი მართლაც სრუყოფილების სინონიმია. ახალი „გოსთი" თავიდან ბოლომდე დიდ ბრიტანეთში შეიქმნა და ის არის ინჟინერიის, ტრადიციებისა და დიზაინის ნამდვილი შედევრი. ბრიტანული ინდუსტრია სახელგანთქმულია კრეატიულობით, ინოვაციურობითა და მაღალი ხარისხით. მე ვარ ამაყი იმის გამო, რომ მაქვს შესაძლებლობა ვაჩვენო ჩვენს ქართველ მეგობრებს საუკეთესო ბრიტანული მაგალითი" - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, მაკრ კლეიტონმა პრეზენტაციაზე.

როლს როის ,,გოსთი" სრულყოფილია თავისი სიმარტივით, თუმცა ამ სუფთა გარემოს შექმნა ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა გახლდათ მარკის ისტორიაში ახალი მოდელის დიზაინერებმა, ინჟინრებმა და ხელოსნებმა მოითხოვეს თავისუფლება ახალი ,,გოსთის" კონკრეტული პერსონის შესაქმნელად. ამ გუნდმა შეძლო შეექმნა ჭეშმარიტად სუპერ-ფუფუნების პროდუქტი.

ახალი მოდელი გულისხმობს ფუფუნების მზარდ დაფასებას, რომელიც გამოირჩევა მინიმალიზმითა და სისუფთავით და გამყარებულია დიდებული მასალით. ახალი ,,გოსთის" დიზაინზე მუშაობის გარიჟრაჟზე ამ მიდგომას ,,პოსტ ოპულენსი" ეწოდა- მოძრაობა, რომელიც განისაზღვრება მასალის ავთენტურობით და არა აშკარა განცხადებებით, რაც უკვე ფესვებს იდგამდა არქიტექტურაში, მოდაში, სამკაულებსა და ნავის დიზაინში.

ინტერიერის, ისევე როგორც ექსტერიერის ესთეტიკა იყენებს მინიმალისტურ პრინციპებს. გადატვირთული დეტალები და ზედაპირული მორთულობა უარყოფილ იქნა არა მხოლოდ უფრო მშვიდი გარემოს შესაქმნელად, არამედ მასალის ნივთიერების უკეთ წარმოსაჩენად და პერსონალიზაციის გავლენის მაქსიმალურად ხაზგასმის მიზნით.

თბილისში ექსკლუზიურ ღონისძიებას ,,როლს-როის მოტორ ქარზ ბაქომ" უმასპინძლა, რომელიც ბრენდის ექსკლუზიური სავაჭრო წარმომადგენელია ამიერკავკასიაში.

ნურლან პანალი, ბრენდ-მენეჯერი ბაქოდან აღნიშნავს: ,,ჩვენ მართლაც აღფრთოვანებულები ვართ ახალი ,,გოსთის" წარდგენით საქართველოში. აქამდე მიღებული გამოხმაურებების საფუძველზე, როგორც ჩანს, ,,გოსთი" აკმაყოფილებს ჩვენი ადგილობრივი მომხმარებლის მოთხოვნებს.ის ფუფუნების ახალი მინიმალისტური სფეროს მედროშე და ტექნოგიურად ყველაზე მოწინავე როლს-როისია, რაც ოდესმე შექმნილა".

საღამო „ანი პირველი ივენთსმა" გააფორმა.

როლს როის „გოსთის" პრეზენტაციის PR მხარდაჭერა უზრუნველყო სააგენტომ SYMMETRADIGITAL

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"