Get All Access for $5/mo

ახალი სამეთვალყურეო საბჭოს ფორმირებას "სინერჯი კაპიტალი" მმართველობის ახალ სტანდარტზე გადაჰყავს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

სინერჯი კაპიტალის მმართველობით სტრუქტურაში ცვლილებებია. სს სინერჯი კაპიტალი სინერჯი ჯგუფის დაარსებული საინვესტიციო და განვითარების კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს.

ახალი ფორმატის სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის მოტივაცია მოდის იქიდან, რომ ორგანიზაციის დამაარსებელი გუნდი, ამჟამად თვითონვე მართავს კომპანიას. გუნდმა გადაწყვიტა, რომ დამოუკიდებელი, კომპეტენტური ადამიანებისგან შემდგარი ორგანო შეექმნა, რომელსაც მიანიჭა უფლებამოსილება, მიიღოს გადაწყვეტილება კომპანიის საინვესტიციო პოლიტიკაზე, სტრატეგიასა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე, მმართველობითი სისტემის და, მათ შორის, მენეჯმენტის გუნდის შემადგენლობაზე.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ასარჩევად, სინერჯი კაპიტალის პრივილეგირებული და ჩვეულებრივი აქციების მფლობელებმა ინდივიდუალურად წარადგინეს 3-3 კანდიდატი, რომელთაგან ხმის მიცემის პრინციპით შეირჩა შემდეგი პირები:

გიორგი შაგიძე - "Agroindbank", მოლდოვას უმსხვილესი კომერციული ბანკის გენერალური დირექტორი;

ალექსანდრე ჯეჯელავა - "მართვის აკადემიის" და "ფლომასტერის" დამაარსებელი, სპიკერი, ტრენერი, კონსულტანტი;

ნინო ქურდიანი - "საქართველოს საფონდო ბირჟის" და "საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის" ფინანსური დირექტორი, ლექტორი, ტრენერი.

ზურაბ ლალაზაშვილი - "BDO"-ს მმართველი პარტნიორი;

ტარიელ გვალია - კომპანია "e-space"-ის და "დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების" თანადამფუძნებელი;

ტარიელ გვალია სამთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ იქნა არჩეული.

" სინერჯი კაპიტალმა მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება, ერთდონიანი მმართველობითი სისტემიდან გადავიდეს ორდონიან მმართველობით სისტემაზე: დირექტორთა საბჭო - სამეთვალყურეო საბჭო. კორპორაციული მმართველობის შემდგომ დონეზე გადასვლა კომპანიას საშუალებას მისცემს, აჩვენოს ანგარიშვალდებულების უფრო მაღალი სტანდარტი, გაზარდოს ნდობა აქციონერებისა და საზოგადოების წინაშე, გააიაფოს და უფრო ხელმისაწვდომი გახადოს ინვესტიციებისათვის საჭირო ფინანსური რესურსები.

მოხარული ვარ, რომ წარმოვადგენ "სინერჯი კაპიტალის" სამეთვალყურეო საბჭოს, რომელიც დაკომპლექტდა მაღალპროფესიული, დაბალანსებული, გამორჩეული საქმიანი რეპუტაციის მქონე წევრებით" - ტარიელ გვალია.

სამეთვალყურეო საბჭომ ყველაზე მთავარ საკითხებზე სამუშაო ჯგუფები უკვე შექმნა და სტრატეგიულად მნიშვნელოვან თემებზე მუშაობა დაიწყო.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე