ახალი სეზონი ახალი პროდუქტით - დახლებზე გურიელის "სააღდგომო ჩაი" გამოჩნდა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქართული ჩაის ბრენდი "გურიელი" გაზაფხულის სეზონს ექსკლუზიური, ლიმიტირებული პროდუქტის - "სააღდგომო ჩაის" წარდგენით იწყებს. უნიკალური რეცეპტურის პროდუქტი წელს პირველად გამოჩნდა დახლებზე.

"სააღდგომო ჩაი" წარმოადგენს საგანგებოდ შერჩეული, პრემიუმ ხაზის გრეხილი მსხვილი შავი ჩაის ბაზაზე შექმნილ კუპაჟს, რომელიც აღდგომის დღესასწაულის მთავარი კულინარული ატრიბუტის — პასკის არომატული პროფილით არის შთაგონებული. პროდუქტის მთავარი მახასიათებელი სწორედ მისი ავთენტური გემოვნური თვისებებია.

გურიის მზიან პლანტაციებში მოკრეფილი შავი ჩაი, სააღდგომო პასკის ნაცნობი, თბილი არომატები, ვაშლისა და ფორთოხლის სიტკბო, დარიჩინის, მიხაკისა და ილის პიკანტურობა, ვანილისა და ვარდის ნაზი, მაღალესთეტიური არომატი - ასეთია გრადაცია, რომელიც ერთ კუპაჟში ერთიანდება.

გურიელის სააღდგომო ჩაი 20 აპრილის ჩათლით გუდვილის, აგროჰაბის და კარფურის მსხვილი ფორმატის მაღაზიებში იქნება ხელმისაწვდომი.

ბრენდი უახლოეს მომავალში საინტერესო პროექტებს სხვა მიმართულებითაც აანონსებს - ჩაის მოყვარულებს ახალ, გამორჩეულ გამოცდილებას შესთავაზებს.