Cyber Week Sale! 50% Off All Access

ახალი შესაძლებლობა ქართველი მეღვინე ქალებისთვის - Women in Wine Expo 2022-ს საქართველო 4-6 მაისს უმასპინძლებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

პირველი გლობალური ინიციატივა ევროპაში Women in Wine Expo მსოფლიო რუკაზე 2019 წელს გამოჩნდა და თავის მხრივ, აერთიანებს პროფესიონალ მეღვინე ქალებს აღმოსავლეთ და დასავლეთ რეგიონებიდან.

Women in Wine Expo 2022 (WIWE) მეღვინე ქალებს 4-6 მაისს Lopota Lake Resort & Spa-ში უმასპინძლებს. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ქალები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის: სომხეთი, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები, კანადა, პორტუგალია, გერმანია, იტალია, სლოვენია, ჩეხეთი, ბულგარეთი, შვედეთი, ბელგია, ნიდერლანდები და სხვა.

2022 წლის Women in Wine Expo-ს მთავარი თემა ღვინის ინდუსტრიაში ქალთა სამეწარმეო საქმიანობა იქნება. სცენა დაეთმობათ ახალგაზრდა ლიდერ ქალებს საქართველოდან, სომხეთიდან და სამხრეთი აფრიკიდან, რომლებიც ისაუბრებენ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა დარგში არსებული ტრენდები, მომხმარებელთა გამოცდილება, ბიზნესის განვითარება, სტატისტიკური მონაცემები და სხვა. პრაქტიკული ვორქშოფების, პანელური დისკუსიისა და სპეციალურად მოწვეული სპიკერების გარდა, საქართველოს დეგუსტაციის კომისია ქართული ღვინის მასტერკლასს უმასპინძლებს. მოწვეული სტუმრები სხვადასხვა კრიტერიუმით შერჩეულ 6-8 სახეობის ქართულ ღვინოს დააგემოვნებენ. მასტერკლასს სპეციალურად დაკომპლექტებული კომისია გაუძღვება, რომლის შემადგენლობაშიც ანა გოდაბრელიძე, დავით ჩიჩუა და გიორგი სამანიშვილი მოიაზრებიან.

"პროექტის ფარგლებში ვატარებ პრეზენტაციას საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობაზე და დეგუსტაციის მიმდინარეობისას წარვადგენ ქართული ჯიშებიდან დაყენებულ სხვადასხვა სახეობის ღვინოს. ჩვენი მიზანია, მონაწილეებს გავაცნოთ საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის ისტორია, მეღვინეობის რეგიონები და სხვა. ამასთან, გვსურს, ვისაუბროთ ამ რეგიონში გავრცელებული საღვინე ყურძნის ჯიშების შესახებ და დავაგემოვნოთ რეგიონისთვის დამახასიათებელი ტიპური ღვინის სახეობები. დეგუსტაციაზე გაისინჯება ქალების მიერ დაყენებული სხვადასხვა ღვინო. მისი გასინჯვა განხორციელდება წინასწარ − კომისიის მიერ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ღვინო იყოს ტიპური და ჯანსაღი. რაც შეეხება პროექტის დანიშნულებას, რა თქმა უნდა, ძალიან საჭირო და დროული ინიციატივაა, რადგან სწორედ მსგავსი ღონისძიებების საშუალებით ხდება ამა თუ იმ მეწარმის ღვინის გაცნობა ღვინის მწერლებისთვის, ბაიერებისთვისა და ღვინის შემფასებლებისთვის", − Entrepreneur-თან საუბარში აცხადებს ანნა გოდაბრელიძე, აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის აკადემიის ხელმძღვანელი, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს ღვინის სკოლის დამფუძნებელ-დირექტორი და წინანდლის ღვინის სკოლის დირექტორი.

Women in Wine Expo 2022 Covid-რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია