ახალი სივრცე კორპორაციული შეხვედრებისთვის Dialog Kokhta Bakuriani-ში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სასტუმრო Dialog Kokhta Bakuriani კორპორაციულ სეზონს მნიშვნელოვანი სიახლით ხვდება. სასტუმროში ახალი საკონფერენციო სივრცე მოეწყო, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს სამუშაო პროცესი, გუნდური გამოცდილება და ბუნებაში დასვენება ერთ ლოკაციაზე გააერთიანონ.

სასტუმროს პირველ სართულზე განთავსებული დარბაზი ისეა მოწყობილი, რომ საქმიანი დღის სრული პროგრამა ერთ სივრცეში გაიმართოს. აქ შესაძლებელია კონფერენციების, ტრენინგების, სტრატეგიული შეხვედრების, ვორქშოპებისა და თიმბილდინგების ჩატარება.

დარბაზს ვიტრაჟული დღის განათება აქვს, მულტიფუნქციური მოწყობის შესაძლებლობა კი ღონისძიების ნებისმიერი ფორმატით ჩატარებას ხდის შესაძლებელს. დარბაზში 60 სტუმრის განთავსებაა შესაძლებელი.

სივრცე სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე აუდიო-ვიზუალური ტექნიკით. სასტუმროს პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი კი ორგანიზატორებს ნებისმიერი ტიპის ღონისძიების ყველა მნიშვნელოვანი დეტალის მოგვარებასთან ერთად, Outdoor აქტივობების დაგეგმვაშიც დაეხმარება.

ღონისძიების ფარგლებში შესაძლებელია ყავის შესვენების, ლანჩის და ვახშმის დაგეგმვაც, სადაც სტუმრებს Dialog Kokhta Bakuriani-ის რესტორანი "მარილი" უმასპინძლებს. სპეციალურად კორპორაციული ღონისძიებებისთვის შექმნილ მენიუზე აღმასრულებელმა შეფმა ლაშა კავკასიძემ იმუშავა. მოქნილი შეთავაზებები შეხვედრის ხანგრძლივობის, ფორმატისა და სტუმრების რაოდენობის მიხედვით შეირჩევა.

Dialog Kokhta Bakuriani კორპორაციულ სტუმრებს სრულ გამოცდილებას სთავაზობს. სამუშაო სესიების დასრულების შემდეგ მათ შეუძლიათ დრო სასტუმროს ტერასაზე გაატარონ. აღსანიშნავია, რომ გაყიდვების გუნდი კორპორაციულ ჯგუფებს განთავსების სპეციალურ პირობებს სთავაზობს.