Sponsored Content

აქსელერაციის პროგრამის ზრდა და მნიშვნელობა - გასულ კვირას ProductTank Tbilisi-ის მორიგი შეხვედრა ჩატარდა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ხუთშაბათს, 22 დეკემბერს, სივრცე 4B-ში ProductTank Tbilisi-ის მორიგი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომლის თემაც სტარტაპ აქსელერაციის პროგრამის ზრდა და მნიშვნელობა იყო, დასწრება ამ თემით დაინტერესებულ ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

შეხვედრა Startup Büro-ს, საქართველოს ბანკისა და 500 Georgia-ს მხარდაჭერით ჩატარდა. მოწვეული სპიკერებიც სწორედ 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამაში ჩართული სტარტაპების წარმომადგენლები იყვნენ: Kovzy-ს თანადამფუძნებელი ალექსანდრე ცინცაძე და Crosscreators-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ანა მანჯავიძე.

სპიკერების გამოსვლების შემდეგ გაიმართა დისკუსია. სტუმრებმა არაერთი საკითხი მიმოიხილეს, მათ შორის პროდუქტები, ახალი ბაზრების გამოწვევები, აქსელერაციის პროგრამა და მისი მნიშვნელობა სტარტაპების განვითარებისთვის.

ProducTank-ის შესახებ

ProductTank არაფორმალური შეხვედრების გლობალური ფორმატია, რომელიც 2010 წელს ლონდონში დაარსდა. დღეს ის 200-ზე მეტ ქალაქს აერთიანებს. მათ რიგებს თბილისი 2018 წელს შეუერთდა. ProductTank-ის შეხვედრები საშუალებას აძლევს პროდუქტის მენეჯერებს და პროდუქტზე მომუშავე პროფესიონალებს, ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა და გამოცდილება პროდუქტის დიზაინის, განვითარებისა და მენეჯმენტის, ასევე, ბიზნეს მოდელის, მეტრიკების, UX-ისა და სხვა მომიჯნავე საკითხების შესახებ.

აქვე იხილეთ ვაკანსია ProducTank Tbilisi-ს პროექის მენეჯერის პოზიციაზე.