აქსელი 29 სექტემბერს საინვესტიციო კონფერენციას გამართავს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
აქსელი საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელია, რომელიც მიზნად ისახავს, საქართველოში ქართული ტექნოლოგიური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, "ჭკვიანი ფულის" ინვესტიციების ფასილიტაციით. ქსელი 2021 წლის ივნისში დაარსდა და ამ ეტაპზე, 80 ქართველ და უცხოელ ანგელოზ ინვესტორს აერთიანებს და ჯამში 2.000.000 ლარზე მეტი აქვს დაინვესტირებული ტექნოლოგიურ სტარტაპებში.
კონფერენციის შესახებ
2023 წლის 29 სექტემბერს აქსელი, EBAN (European Business Angel Network)-თან და GBAN (Global Business Angel Network)-თან პარტნიორობით, Tes Factory-ში (Artarea) მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას გამართავს ინვესტიციების შესახებ, რომელსაც დაესწრებიან:
- ევროპელი, ამერიკელი და EECA რეგიონის ანგელოზი ინვესტორები
- ქართველი ანგელოზი ინვესტორები
- ვენჩურული ფონდების წარმომადგენლები
- სტარტაპები და ანტრეპრენერები
- მოწვეული სტუმრები
აქსელის პორტფელში არსებული ტექნოლოგიური სტარტაპები აუდიტორიის წინაშე წარსდგებიან და ბიზნესის განვითარებისათვის ინვესტიციების მოზიდვას შეეცდებიან. კონფერენცია, ასევე, პანელური დისკუსიებისა და პრეზენტაციების ნაწილსაც მოიცავს, სადაც მოწვეული სპიკერები საქართველოს საინვესტიციო ეკოსისტემაზე ისაუბრებენ.
ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შეგიძლიათ tkt.ge-ზე: https://rb.gy/7ep0j
დღის წესრიგი
ღონისძიების კარი სტუმრებისთვის 29 სექტემბერს, 17:30-დან გაიხსნება და ნეთვორქინგი 19:00 საათამდე გაგრძელდება. ღონისძიების 50-ზე მეტი პარტნიორი ორგანიზაცია დამსწრე საზოგადოებას თავიანთ პროდუქტებსა და სერვისებს წარუდგენს.
19:00 საათიდან ინტენსიური, 3 საათიანი კონფერენცია დაიწყება, რომელიც 4 სესიას გაართიანებს. თითოეული სესია შედგება EBAN-ისა და GBAN-ის წარმომადგენლების პანელური დისკუსიების, Keynote გამოსვლებისა და ჯამში 20 სტარტაპის ფიჩისგან.
ოფიციალური ნაწილი ინგლისურ ენაზე წარიმართება და 4 პანელურ დისკუსიას გააერთიანებს შემდეგი მიმართულებებით: რჩევები გამოცდილი ანგელოზი ინვესტორებისგან სტარტაპებსა და დამწყებ ინვესტორებს; სტარტაპ და საინვესტიციო ეკოსისტემების შენება და სხვა.
ჩატარების ადგილი და სცენები
კონფერენცია ტარდება დოდო აბაშიძის #10-ში, არტარეას ძველ სივრცესა და ახლა უკვე - "ტექსის ქარხანაში". სივრცე გააერთიანებს ორ სცენას, მოსასვენებელ და ნეთვორქინგ სივრცეებს. მთავარი სცენა, რომელიც დახურულ სივრცეშია, 20 სტარტაპს მისცემს შესაძლებლობას, წარსდგნენ უცხოელი ინვესტორების წინაშე და ქართული სტარტაპ ეკოსისტემა საუკეთესოდ წარმოაჩინონ.
რაც შეეხება გარე სცენას, ძირითადი მიმართულება აგრარული და მწვანე ტექნოლოგიებია, რომელიც უმასპინძლებს 5 პრეზენტაციას და ერთ მოცულობით პანელურ დისკუსიას. გარე სცენა 20:00 საათის შემდეგ გაიხსნება და ღონისძიების დასრულებამდე შესთავაზებს დამსწრე საზოგადოებას თემის საინტერესო ჩაშლას როგორც ქართული, ისე ევროპული პერსპექტივით.
ღონისძიების პარტნიორები
კონფერენციასა და დელეგატების სტუმრობას საქართველოში 50-ზე მეტი მხარდამჭერი ორგანიზაცია ჰყავს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ეკოსისტემებიდან.
პარტნიორებს შორის არიან კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები, დონორი ორგანიზაციები:
European Business Angel Network / Global Business Angel Network / BOG Business / Georgia's Innovation and Technology Agency / The USAID Economic Security Program / Business Association of Georgia / UN Women Georgia / Asian Development Bank Georgia / CAREC Program / GEC Consulting / Kudos Georgia / Leavingstone / Tbilisi City Hall / Rural Development Agency / Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgia / Volvo Car Sakartvelo / Georgian National Tourism Administration / Bpn.ge / InterPressNews.ge / Palitra Media Holding / Entrepreneur Georgia / BMG / FORBES / Kettari Foundation / Innovation and Entrepreneurship Center and Caucasus University / Globalize / Sakartvelo Insight / Startup Central Eurasia & Future Laboratory / Blue Ocean / Clevertone / Kutaisi International University / Medialab / Touch Platform / Georgian National University SEU / Impact Hub Tbilisi / Degamefi / Adjara Group / SEA / The Glenlivet Georgia / Efes Georgia / Schuchmann Wines / Shilda Winery / Likani Water / GD Alco / Udabno / Copter Tech / Cavea / Tonino Lamborghini / Bene Exclusive / Memogram / TKT.GE / D Block / Eleven Group / Tene / Leo Institute / Radisson RED Tbilisi and many more.
დამატებითი დეტალები
- ბილეთების შეძენა tkt.ge-ზე შეგიძლიათ: https://rb.gy/7ep0j
- თუ გსურთ დაესწროთ აქსელის საინვესტიციო შეხვედრებს, როგორც ანგელოზი ინვესტორი, გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://axelnetwork.org/register
- თუ გსურთ გახდეთ ღონისძიებების პარტნიორი, შეავსეთ განაცხადის ფორმა: https://axelnetwork.org/partners
ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, გამოიწერეთ აქსელის სოციალური მედიის ანგარიშები და ადევდეთ სიახლეებს თვალი: