Sponsored Content

აქსელის დელეგაცია და ქართული წარმომადგენლობა EUROPEAN ANGEL INVESTMENT SUMMIT 2023-ზე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

აქსელის - საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელის დელეგაციამ EBAN-ის (ევროპული ბიზნეს ანგელოზთა ქსელის) მიერ ორგანიზებულ ორდღიან სამიტზე – EUROPEAN ANGEL INVESTMENT SUMMIT 2023 საქართველო წარმოადგინა.

ევროპული ანგელოზი ინვესტირების სამიტი - EAIS - არის EBAN-ის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება, რომელიც ყოველწლიურად იმართება ბრიუსელში, ბელგიაში. სამიტი აერთიანებს ანგელოზ ინვესტორებს ევროპიდან და მთელი მსოფლიოდან. ღონისძიების წლევანდელ ძირითად თემატიკას კი ტრანსსასაზღვრო ინვესტიციები წარმოადგენდა.

აქსელი, როგორც ევროპული ბიზნეს ანგელოზთა ქსელის წევრი 2022 წლიდან, აქტიურად მუშაობს EBAN-ში კავკასიის რეგიონის სხვა ქსელების შეყვანა-ინტეგრაციაზე, რათა რეგიონი კიდევ უფრო მყარად დააკავშიროს ევროპასთან, წაახალისოს ტრანსსასაზღვრო ინვესტიციები.

სამიტში აქსელის გუნდის და ინვესტორების ჩართულობამ კიდევ უფრო განამტკიცა კავშირები გლობალურ მოთამაშეებთან. 500-ზე მეტმა დამსწრემ, მოისმინა აქსელის პორტფოლიო სტარტაპის – ARRIVAL-ის ფიჩი, ხოლო, აქსელისვე საინვესტიციო საბჭოს წევრი ლევან ლაშქარავა სტარტაპების გამოსვლებს ჟიურის რანგში აფასებდა.

აქსელის გუნდის ვიზიტსა და ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობის გამყარებას მხარი დაუჭირა USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ.

აქსელი საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ქართული ტექნოლოგიური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, "ჭკვიანი ფულის" ინვესტიციების ფასილიტაციით. ქსელი 2021 წლის ივნისში დაარსდა და ამ ეტაპზე, 80-ზე მეტ ქართველ და უცხოელ ანგელოზ ინვესტორს აერთიანებს.

გამოიწერეთ აქსელის სოციალური მედიის ანგარიშები:

Related Topics

ინდუსტრიული ტრენდები

CARU - პლატფორმა, რომელიც შექმნილია შენი კომფორტისთვის

"მიმყავს, ვაკეთებ, გიბრუნებ"

Business News

ქართველი მეწარმე ქალები

USAID YES-Georgia - ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია