Sponsored Content

აქსელმა მეორე, მასშტაბური "საინვესტიციო ეკოსისტემის კონფერენცია" გამართა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

H1: Investment Ecosystem Conference VOL.2-ის შესახებ

2023 წლის 29 სექტემბერს აქსელმა რიგით მეორე, კიდევ უფრო მასშტაბური საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია – Investment Ecosystem Conference VOL.2 გამართა.

ღონისძიება TES-ის ქარხანაში გაიმართა და სტარტაპ ეკოსისტემის 600-ზე მეტი მოთამაშე, მათ შორის, მსოფლიოს მოწინავე ინვესტორები და ანტრეპრენერები გააერთიანა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო რამდენიმე განსხვავებული სესია და პანელი. სტუმრებმა მოისმინეს აქსელის პორტფელში არსებული ტექნოლოგიური სტარტაპების გამოსვლები, რომლებიც ბიზნესის განვითარებისათვის ინვესტიციების მოზიდვას შეეცადნენ, გლობალური ინვესტორების პანელური დისკუსიები, ე.წ. Keyonote გამოსვლები და პრეზენტაციები.

H2: პანელური დისკუსიები

კონფერენცია მოიცავდა 4 განსხვავებულ პანელურ დისკუსიას. თითოეულ მათგანზე სპიკერებად წარმოდგენილნი იყვნენ მაღალი პროფილის ქართველი და უცხოეული ინვესტორები და ანტრეპრენერები.

პანელური დისკუსიები:

  • Angel Investor's Playbook: Essential Advice for Building a Winning Portfolio
  • Investing in Women: Social Responsibility or Smart Decision
  • Shaping the Startup Journey: Advice from Angels
  • Building in Startup Ecosystem: Insights from Stakeholders

სპიკერებმა აუდიტორიას გაუზიარეს ანგელოზ ინვესტირებასთან დაკავშირებული გამოცდილება და რჩევები, ასევე, ისაუბრეს ქალების როლზე ეკოსისტემაში და სტარტაპერებს მისცეს რჩევები – თუ როგორ წარადგინონ ბიზნეს იდეები საინტერესოდ, როგორ შეინარჩუნონ მოტივაცია და პროდუქტიული გუნდი.

H3: კონფერენციის პარტნიორები

European Business Angel Network / Global Business Angel Network / BOG Business / Georgia's Innovation and Technology Agency / The USAID Economic Security Program / Business Association of Georgia / UN Women Georgia / Asian Development Bank Georgia / CAREC Program / GEC Consulting / Kudos Georgia / Leavingstone / Tbilisi City Hall / Rural Development Agency / Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgia / Volvo Car Sakartvelo / Georgian National Tourism Administration / Bpn.ge / InterPressNews.ge / Palitra Media Holding / Entrepreneur Georgia / BMG / FORBES / Kettari Foundation / Innovation and Entrepreneurship Center and Caucasus University / Globalize / Sakartvelo Insight / Startup Central Eurasia & Future Laboratory / Blue Ocean / Clevertone / Kutaisi International University / Medialab / Touch Platform / Georgian National University SEU / Impact Hub Tbilisi / Degamefi / Adjara Group / SEA / The Glenlivet Georgia / Efes Georgia / Schuchmann Wines / Shilda Winery / Likani Water / GD Alco / Udabno / Copter Tech / Cavea / Tonino Lamborghini / Bene Exclusive / Memogram / TKT.GE / D Block / Eleven Group / Tene / Paysera Bank Georgia / Leo Institute / Radisson RED Tbilisi / Cafe DRO / FORMA Healthy and many more…

აქსელის მმართველი დირექტორის, ირო ცაგარეიშვილის თქმით, "ღონისძიების გარშემო 60-ზე მეტი ორგანიზაცია და კომპანია გაერთიანდა. კონფერენციის საერთო მიზანი - რომ საქართველო დიდ და მსფოლიო რუკაზე მონიშნულიყო, მიღწეულია და ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება. 3 დღიანი პროგრამის სრულყოფისთვის აქსელის პარტნიორები, თითოეულ ეტაპზე ჩართულები იყვნენ პროცესში, მხარს უჭერდნენ ჩვენს გუნდსა და წევრ ინვესტორებს. ასეთი მოცულობითი მხარდაჭერის გარეშე, ამ შედეგების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა. სწორედ ამიტომ, ვამბობთ, რომ ეს მთელი ეკოსოსტემის ღონისძიება იყო, გაერთიანებული ძალებით ჩატარებული".

H4: რატომ იყო კონფერენცია მნიშვნელოვანი?

მსგავსი ღონისძიებების ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში საინტევესტიციო ეკოსისტემის განსავითარებლად. Investment Ecosystem Conference VOL.2, გრძელვადიან პერსპექტივაში, ხელს შეუწყობს საქართველოში "ანგელოზი ინვესტორების" კულტურის გაძლიერებას, თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციას, ევროპის ქვეყნებთან ბიზნეს კავშირების გაღრმავებას, ქართული კომპანიებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენასა და ქართული თუ უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.

კონფერენციის ფარგლებში, 3 დღის განმავლობაში, აქსელის მოწვევით საქართველოში იმყოფებოდნენ დელეგატები ევროპიდან, ამერიკიდან და კავკასიის რეგიონიდან. პროგრამის მსვლელობისას, ისინი შეხვდნენ ადგილობრივი კერძო და საჯარო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომ დაენახათ, განვითარების რა ეტაპზეა ქართული სტარტაპ და საინვესტიციო ეკოსისტემა.

აქსელის მმართველი პარტნიორის, გური ქოიავას თქმით, ღონისძიება წარმატებით ჩატარდა და ახალი საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. აქსელის ღონისძიებები ხელს უწყობს საქართველოში ენჯელ ინვესტინგის კულტურის გაძლიერებას და სტარტაპ ეკოსისტემის წევრებს შორის ერთგვარი ხიდების მშენებლობას.

გურის თქმით აქსელი გეგმავს სხვა მასშტაბურ ღონისძიებებს, სადაც მთელი რეგიონის, ევროპისა და ამერიკის ენჯელ ინვესტორები შეიკრიბებიან. ქართველ კოლეგებთან ერთად, მათ საშუალება ექნებათ, უკეთ გაიცნონ ქვეყნის ყველაზე პერსპექტიული სტარტაპები და განახორციელონ ინვესტიციები.

ვიზიტის შედეგად შემუშავდა სამომავლო სამუშაო გეგმა, რაც გულისხმობს CAREC რეგიონის ანგელოზი ინვესტორების ქსელებისა და ფონდების დაკავშირებას ევროპის სხვა ქვეყნებთან საქართველოს გავლით; ტრანსსასაზღვრო ინვესტიციების ხელშეწყობა და რეგიონის ინვესტორების ქართულ სტარტაპებში შეყვანა; EBAN (European Business Angel Network)-სა და GBAN (Global Business Angel Network)-თან საქართველოს სწორად პოზიციონირება და ჩვენი ეკოსისტემის გლობალურ რუკაზე მონიშვნა. ვიზიტსა და საინვესტიციო ეკოსისტემის კონფერენციის ჩატარებას მხარი დაუჭირა USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ.

EBAN-ის პრეზიდენტი, Janne Jormalainen ქარული სტარტაპ და საინვესტიციო ეკოსისტემის შესახებ:

"ქართული ანგელოზი ინვესტირების ეკოსისტემა ძალიან სწრაფად ვითარდება. ვიზიტის ფარგლებში, ნათელი გახდა, რომ აქსელის გუნდი და წევრი ინვესტორები დებენ დიდ ენერგიასა და რესურსს ამ ეკოსისტემის განვითარებაში, რაც ხილვადია შედეგებით. საქართველოს პოტენციალი ძალიან დიდია და იმედი მაქვს, რომ მომავალში ძალიან მასშტაბურ შედეგებს დადებს ქვეყანა ამ მიმართულებით".

აქსელი საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ქართული ტექნოლოგიური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, "ჭკვიანი ფულის" ინვესტიციების ფასილიტაციით. ქსელი 2021 წლის ივნისში დაარსდა და ამ ეტაპზე, 80-ზე მეტ ქართველ და უცხოელ ანგელოზ ინვესტორს აერთიანებს.

გამოიწერეთ აქსელის სოციალური მედიის ანგარიშები: