Cyber Week Sale! 50% Off All Access

აქციე იდეა რეალურ ბიზნესად - ავტოინოვაციებზე მომუშავე სტარტაპებისთვის სააქსელერაციო პროგრამა დაიწყო

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur.ge

სატრანსპორტო ინოვაციების მიმართულებით სტარტაპების რაოდენობის ზრდის და განვითარების მიზნით, კომპანია "Future laboratory"-ის ინიციატივით მასშტაბური პროექტი "Startup Drive" ხორციელდება. პროექტის ფარგლებში ინოვაციური იდეის მქონე გუნდებს ან ინდივიდებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა 3-თვიან სააქსელერაციო პროგრამაში მიიღონ. როგორც "Future laboratory"-ის დამფუძნებელი ირაკლი ქაშიბაძე ამბობს, პროექტი არის შანსი სტარტაპებისთვის - იდეა აქციონ რეალურ ბიზნესად. ამისთვის კი მნიშვნელოვანია ჰქონდეთ სურვილი განავითარონ პროექტები 12 მიმართულებით - სატრანსპორტო უსაფრთხოების, ჭკვიანი და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის, ერთობლივი გამოყენების ტრანსპორტის, ავტომობილების წარმოების, დრონების და სხვა.

"ეს არის პირველი მსგავსი ტიპის დარგობრივი სააქსელერაციო პროგრამა საქართველოში, რომელიც კონკრეტულ სექტორზეა ორიენტირებული და მისი ამოცანაა - როგორც ადრეულ სტადიაზე, ასევე შემდგომ ეტაპებზეც მოხდეს ინოვაციური პროექტების მხარდაჭერა. თითოეული სტარტაპი შესარჩევ კონკურსს - პრე-აქსელერაციის და აქსელერაციის პროგრამას გაივლის. პრე-აქსელერაციის ფარგლებში მოხდება იდეის ვალიდურობის განსაზღვრა. აქსელერაციის ფარგლებში კი, სტარტაპები 5000 ლარის ოდენობით ინვესტიციას პროტოტიპის დამზადებისთვის მიიღებენ. აქსელერაციის დასრულების შემდეგ მათ წვდომა ექნებათ 200.000 ლარიან საინვესტიციო ფონდთან."

პროექტის პარტნიორი და გენერალური სპონსორი ავტოინდუსტრიის ლიდერი "თეგეტა ჯგუფია." პროგრამის ფარგლებში სტარტაპები, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს "ფაბლაბის" ინფრასტრუქტურით სარგებლობას შეძლებენ, "თეგეტა ჯგუფის" სპეციალისტებთან კომუნიკაციის საშუალება მიეცემათ და წვდომა ექნებათ საჭირო აპარატურასთან. შეძლებენ რჩევები საერთაშორისო და ადგილობრივი მენტორებისგან თუ დარგის სპეციალისტებისგანაც მიიღონ.

"ზოგადად, ძალიან პერსპექტიული დარგია. თუ ტენდენციებს დავაკვირდებით ვნახავთ, რომ მსოფლიოში გარდატეხა მიდის. როგორც დიდი ხნის წინ, ურმებიდან გადავედით ავტომობილებზე, იგივე პროცესი ხდება ახლა ავტონომიური ტრანსპორტის მიმართულებით. მალე გადავალთ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე და უამრავი სხვა აპლიკაცია თუ ელემენტი იქნება საჭირო იმისთვის, რომ ინფორმაცია გავზარდოთ ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა უამრავი პრობლემა ჯერ კიდევ არის ამ დარგში და სტარტაპის ამოცანაც სწორედ ეს არის, რომ იპოვოს ის ინოვაციური იდეა, რომელიც ამ პრობლემების გაუმჯობესებას და გადაწყვეტას უზრუნველყოფს და კონკრეტული სერვისების ეფექტურობას გაზრდის. ეს შეიძლება იყოს როგორც ტექნოლოგიური პროცესი, ასევე კონკრეტული პროდუქტი თუ სერვისი. ყველა მსგავის ტიპის ინოვატორს ჩვენ ველოდებით პროექტში."

რეგისტრაცია მისამართზე www.startupdrive.ge 15 დეკემბერს დაიწყო და ერთი თვე გაგრძელდება. სააქსელერაციო პროექტისთვის არაუმეტეს 15 განაცხადი შეირჩევა. ამ ეტაპზე, პროექტის ორგანიზატორები ამ მიმართულებით ინტერესის ზრდასა და ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნავენ. მომავალში პროექტების რაოდენობაც გაიზრდება. ყოველწლიურად, ესეთი ორი სააქსელერაციო პროგრამის განხორციელება იგეგმება.

"ეს მხარდაჭერა არის კომერციული, ეს არ არის გრანტი, ეს არის კონკრეტული საინვესტიციო პროცესი, რომლითაც ორივე მხარე ნახულობს სარგებელს, ანუ ეს არის ორმხრივი ინტერესი და მე დარწმუნებული ვარ წარმატებმატებული."

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ლიდერობა

3 ყველაზე მნიშვნელოვანი მეთოდი, რომლებსაც ლიდერებმა თანამშრომლების შესანარჩუნებლად უნდა მიმართონ

ნებისმიერი ბიზნესის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სათანადო ადამიანების დაქირავება, და შემდეგ მათი შენარჩუნებაა

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი