📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ალდაგის სახლის დაზღვევას საჩუქრად მეამას აპარატი მოჰყვება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სადაზღვევო კომპანია ალდაგში სახლის დაზღვევას საჩუქრები მოჰყვება. ალდაგისა და მეამას პარტნიორობის ფარგლებში, არსებული მომხმარებლები, რომლებიც ალდაგის სხვადასხვა პროდუქტებზე აქტიური პოლისით სარგებლობენ, სახლის სრული დაზღვევის შემთხვევაში, საჩუქრად მეამას ამერიკული ფორმატის ყავის აპარატს მიიღებენ. შეთავაზებით სარგებლობა 27 აპრილის ჩათვლით არის შესაძლებელი.

მეამა სასმლის კაფსულებისა და აპარატების მწარმოებელი, გერმანული კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს სასმლის დაგემოვნების ინოვაციურ გამოცდილებას სთავაზობს. ამერიკული აპარატით შესაძლებელია, მულტი ფორმატის, 30-მდე განსხვავებული არომატის მქონე კაფსულის მომზადება. ასორტიმენტი მოიცავს ყავასა და ჩაის, ხოლო მალე ემატება მულტი ვიტამინისა და კოლაგენის ყავა, კურკუმას ჩაი, წვენები და სხვა გემოები, რომლებიც გამორჩეულ არომატთან ერთად, უამრავ სასარგებლო ვიტამინს შეიცავს. მეამას ამერიკული აპარატით ყველა მათგანის დაგემოვნება შესაძლებელი იქნება.

"ალდაგის სახლის დაზღვევის პროდუქტი გამორჩეულია იმით, რომ მას ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი არ გააჩნია, რაც ნიშნავს, რომ სახლის სრულად დაზიანების შემთხვევაში მომხმარებელი სახლის საბაზრო ღირებულების შესაბამის თანხას სრულად მიიღებს. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ჩვენს მომხმარებლებს დაზღვევის საუკეთესო პირობები შევთავაზოთ, რომელსაც უამრავი საჩუქარი და უპირატესობა მოყვება, და დაზღვევას უფრო კომფორტულს ხდის", – აცხადებენ ალდაგში.

ალდაგის სახლის სრული დაზღვევა მოიცავს მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევას და საიჯარო შემოსავლის დაზღვევას. გარდა ამისა, ის ფარავს სახლის არა მხოლოდ რემონტის, არამედ კარკასისა და შიგთავსის დაზიანების ხარჯებსაც, რაც მომხმარებელს ეხმარება მოულოდნელი ფინანსური რისკებისგან თავი სრულად დაიცვას. ალდაგის სახლის დაზღვევის შეძენა დაზღვევის მენეჯერის დახმარებით არის შესაძლებელი.