Get All Access for $5/mo

"ალიანს ჰაილაინი" გლობალური კოლაბორაციებით შექმნილი პროექტი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საერთაშორისო ბრენდი - სანდო რეპუტაციის, პრემიუმ ხარისხისა და მაღალი ცნობადობის მქონე აქტივია, რომელიც მასშტაბურ საინვესტიციო კომპლექსთან კოლაბორაციით, მომგებიან ბიზნეს გარემოს ქმნის ინვესტორისთვის.

უძრავი ქონებისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიების ეფექტური გაერთიანებით, Wyndham Grand Residence Tbilisi, დედაქალაქში პირველი ბრენდული რეზიდენციებიც სწორედ ამ კონცეფციით ჩამოყალიბდა.

მოთხოვნა მულტიფუნქციურ პროექტსა და უძრავ ქონებაზე, რომელშიც გლობალური ბრენდია წარმოდგენილი, მუდამ ზრდადია. განსაკუთრებით მაშინ, როცა მსგავსი ტიპის პროდუქტს ისეთ მნიშვნელოვან, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სასტუმრო ქსელს მიაკუთვნებენ, როგორიცაა Wyndham Hotels & Resorts.

Wyndham Grand Residences Tbilisi

პირველი ბრენდული რეზიდენცია თბილისში

თბილისის ლენდმარკ-მულტიფუნქციურ პროექტ, ალიანს ჰაილაინის სრულად რეალიზებულ A და B თაუერში პრემიუმ სეგმენტის საინვესტიციო აპარტამენტებს, ხოლო C თაუერში განახლებული ბრენდითა და 5*-მდე დააფგრეიდებული სტატუსით უმსხვილესი ამერიკული სასტუმროთა ქსელის Wyndham Hotels & Resorts-ის ყველაზე მაღალსეგმენტური ბრენდულ რეზიდენციები - Wyndham Grand Residences Tbilisi-ს იქნება წარმოდგენილი.

დამსვენებლის კომფორტსა და საუკეთესო სტუმარმასპინძლობის გამოცდილებაზე ორიენტირით, Wyndham Hotels & Resorts-ის სოლიდური პორტფელი 95 ქვეყნის 9300-მდე სასტუმროს, ისევე როგორც 25 მრავალფეროვან ბრენდს მოიცავს ნებისმიერი ტიპის მოგზაურობისთვისა, თუ დასვენებისთვის.

როგორც Wyndham Hotels & Resorts EMEA-ს პრეზიდენტი დიმიტრის მანიკისი ამბობს, ვინდემისა და ალიანსის აკუმულირებული გამოცდილება, ექსპერტიზა და ცოდნა ითარგმნება იმ მაღალსტატუსურ გამოცდილებაში, რომელსაც Wyndham Grand Residence Tbilisi ინვესტორებისთვისა და ვიზიტორებისთვის შექმნის:

"ბრენდი, უსაფრთხოება, მაღალი სტანდარტი, კოლაბორაციები მსოფლიოს წამყვან მასშტაბურ ფრენშაიზერებთან, ცნობადობა და დისტრიბუცია. ეს საინტერესო სინთეზი შთამბეჭდავ კომპლექსსა და Wyndham-ის ბრენდული რეზიდენციებს შორის - წარმატების ფორმულას წარმოადგენს."

Wyndham Hotels & Resorts - ბრენდის მნიშვნელობა

Wyndham Hotels & Resorts ერთ-ერთი პირველი ბრენდია მსოფლიოში, რომელმაც უძრავი ქონებისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიები გააერთიანა. ალიანს ჰაილაინთან პარტნიორობით, გლობალური სასტუმროთა ქსელის ყველაზე მაღალსეგმენტური რეზიდენციები Wyndham Grand Residences Tbilisi, კომპლექსის C თაუერში იქნება წარმოდგენილი.

ამერიკული ბრენდჰაუსი საერთაშორისო სტანდარტის გამოცდილებას კომპლექსის თითოეულ ვიზიტორსა და დამსვენებელს გაუზიარებს, რომლის ფარგლებშიც ექსკლუზიურ, სუფთა საინვესტიციო პროდუქტში ინვესტირებას დაინტერესებული მომხმარებლები თბილისის ყველაზე პრესტიჟულ ლოკაციაზე შეძლებენ.

Wyndham Grand Residence Tbilisi-ის უნიკალური ბიზნეს მოდელითა და პერსონიფიცირებული საინვესტიციო, თუ სტუმარმასპინძლობის სტანდარტებით, ბრენდული რეზიდენციის ინვესტორი სრული კომპლექსისა და რაც მთავარია, Wyndham Hotels & Resorts-ის - მასშტაბური ბრენდის სრულფასოვანი თანაპარტნიორი ხდება.

Შეჯამება

სტუმარმასპინძლობა არის ამბავი, რომელსაც ვუყვებით თითოეულ სტუმარს

სტუმარმასპინძლობა ქმნის უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც ბრენდის ისტორიას ასახავს. Wyndham-ის როგორც სანდო ბრენდჰაუსის, ალიანს ჰაილაინის, კოსმოპოლიტური დედაქალაქის, ლოკალური ისტორიისა და კულტურული მახასიათებლების გაერთიანებით - კომპლექსის თითოეული სტუმარი და Wyndham Grand Residence Tbilisi-ის ინვესტორი, Wyndham Hotels & Resorts-ის ისტორიის თანამონაწილე ხდება.

Wyndham Grand Residence Tbilisi ალიანს ჯგუფის მშენებლობის მაღალი სტანდარტით, საუკეთესო ლოკაციით, ბრენდის სანდოობითა, თუ პრესტიჟით შექმნილი უალტერნატივო საინვესტიციო პროდუქტია.

"ალიანს ჰაილაინი ალიანსის მასშტაბური ხედვის ნაწილია. საოცარია იმის დანახვა, თუ როგორ იქცევა ეს ხედვა რეალობად. ჩვენ ვქმნით და გადავცემთ ისტორიას ადამიანებს, რომლებიც ამ საოცარ ქალაქს ესტუმრებიან, ან რომელთაც არასდროს უფიქრიათ საქართველოზე, ალიანს ჰაილაინსა და თბილისზე - როგორც ახალ დანიშნულების ადგილზე, სადაც ინვესტიციის განხორციელებასთან ერთად, საუკეთესო დროის გატარებაც შეეძლებათ."

-დიმიტრის მანიკისი

სიახლეები

მეიჯერელ საქართველო დისტანციურ დასაქმებას განაგრძობს

"მეიჯერელი" სწრაფად იზრდება, ყოველ წელს ახალი დამკვეთები შემოდიან საქართველოს ბაზარზე, რაც კომპანიას კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმების საშუალებას აძლევს