Get All Access for $5/mo

Alte University-ის პირველი მასშტაბური სასკოლო სტარტაპ მარათონის გამარჯვებულები ცნობილია

By ელენე ლომსაძე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოში პირველად, სკოლის მოსწავლეებში სამეწარმეო უნარებისა და კომპეტენციების განვითარების მიზნით, პირველი მასშტაბური სასკოლო სტარტაპ-მარათონი Alte University-ის ინიციატივით განხორციელდა. პროექტი GITA-ს, "თიბისი სტარტაპერისა" და "თიბისი ახალი თაობისთვის" თანამშრომლობით, ისრაელის საელჩოს თანადგომით, Entrepreneur Georgia-სა და ონლაინგამოცემა "ახალი განათლების" საინფორმაციო მხარდაჭერით ჩატარდა.

კონკურსის ფარგლებში უპრეცედენტო რაოდენობის − 128 განაცხადი შემოვიდა, მათგან შეირჩა 13 გუნდი, რომელიც 27 აპრილს საფინალო ეტაპზე ჟიურის წინაშე საინტერესო და ინოვაციური იდეებით წარდგნენ. ფინალის დასასრულს, Alte University-ის პრეზიდენტის უპრეცედენტო გადაწყვეტილებით, სასწავლო გრანტი ნაცვლად ერთი გუნდისა, გადაეცა ყველა მონაწილე გუნდის წარმომადგენელს. გარდა ამისა, გამოვლინდა ორი რჩეული გუნდი − VPP და Headstart, რომელთანაც "ალტე უნივერსიტეტი" მჭიდრო თანამშრომლობას განაგრძობს სტარტაპ-გარაჟის ფარგლებში. უნივერსიტეტი იქნება თითოეული მათგანის მხარდამჭერი და დაეხმარება იდეების განხორციელებაში.

ამასთან, პროექტის მხარდამჭერმა ორგანიზაციებმა გამოავლინეს რჩეული გუნდები:

  • TBC ბანკის რჩეული გუნდი და 5000 ლარის მფლობელი გახდა გუნდი Robobook;
  • GITA-ს რჩეული გუნდები არიან: NBSG, Firelink, Robobook. ისინი მხარდაჭერას მიიღებენ FabLab-ში პროტოტიპების დამზადებასა და საგრანტო კონკურსისთვის იდეის დახვეწის პროცესში;
  • NBSG-ის იდეის საინფორმაციო მხარდამჭერი იქნება Entrepreneur Georgia. Haru კი ისრაელის საელჩოს რჩეული გუნდი გახდა და პრიზად ლეპტოპი გადაეცა.

"Robobook არის ინტერაქციული წიგნი, რომელიც წარმოადგენს ინოვაციურ გზას რობოტიკის შესასწავლად. მარათონის ფარგლებში მოვიპოვეთ ₾5 000-იანი გრანტი და ძალიან ბედნიერები ვართ, რომ მოვიპოვეთ ჟიურის ნდობა. აღნიშნულ დაფინანსებას გამოვიყენებთ სტარტაპის განვითარებისთვის და მომავალში უფრო დიდი და წარმატებული კომპანია გავხდებით", − აცხადებს არსენ სებისკვერაძე, Robobook-ის გუნდის წევრი, 175-ე საჯარო სკოლის მოსწავლე.

"NBSG წარმოადგენს ე.წ. გაჯეტების ერთობლიობას, რომელიც იყენებს სპეციალურ ნივთიერებას სამი სხვადასხვა დანიშნულებით, მათ შორის: რეაბილიტაციის პროცესის დაჩქარება და გამარტივება, ახალი ტიპის სავარჯიშო ინვენტარის შექმნა და ვირტუალური რეალობა. მადლობა სტარტაპ-მარათონს იმისათვის, რომ გავხდით ერთ-ერთი რჩეული გუნდი. ამ შესაძლებლობას აუცილებლად გამოვიყენებთ პროექტის განვითარებისთვისა და კომერციალიზაციისთვის", − განმარტავს დემეტრე საზონოვი, NBSG-ის გუნდის წევრი, ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის მოსწავლე.

"ჩვენ გვსურს სკოლები უფრო აქტიურად ჩავრთოთ სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებაში და აქტიური სკოლების ბაზაზე შევქმნათ სტარტაპ-კლუბები. პროექტის შედეგები მონაწილეებისთვის ბევრად სცდება ჩვენს ასევე არანაკლებ საინტერესო და სასარგებლო პრიზებს. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც პროექტის მონაწილე გუნდებმა მიიღეს, არის ცოდნა და შესაძლებლობა, ჩამოაყალიბონ ბიზნესხედვა საკუთარი იდეის გარშემო, იმუშაონ ინოვაციურ ბიზნესმოდელზე და საბოლოო ჯამში, სრულიად მზად იყვნენ ნებისმიერი დაინტერესებული ინვესტორის წინაშე იდეის წარსადგენად", − აღნიშნავს თეონა დალაქიშვილი, Alte University-ის სტარტაპ-გარაჟის ხელმძღვანელი.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

მენეჯმენტი

5 ნაბიჯი გუნდთან ისეთი ურთიერთობის დასამყარებლად, როგორიც ხელმძღვანელს შეჰფერის

ქვემოთ ხუთი რჩევაა, რომელთა გამოყენება შეუძლიათ ლიდერებს კომუნიკაციის უნარების გასაუმჯობესებლად

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".