Get All Access for $5/mo

ამ 28 წლის ავტოენთუზიასტმა ავტოსერვისის გამოცდილება მთლიანად შეცვალა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

"დანტე ალიგიერის რომ ელიავას დაშლილები ენახა ჯოჯოხეთის 9 წრეს მეათე წრეს დაამატებდა". ნიკას აზრით ეს შედარება საუკეთესოდ გადმოცემს თუ რა გამოცდილებაა მანქანის შეკეთება

ნიკა 28 წლის ქართველი ავტოენთუზიასტია, რომელიც პირველი ქართული ავტოვლოგით გაიცნო ინტერნეტ საზოგადოებამ. ის ფიქრობს რომ აბსურდია 21-ე საუკუნეში რაიმე ისეთი შემაწუხებელი და მტკივნეული იყოს, როგორიც მანქანის შეკეთების პროცესია

"მანქანის შეკეთება ყოველთვის იყო ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესი ჩვენ ცხოვრებაში. მანქანის ყიდვასთან ერთად გვეტენებოდა მისი მოვლაც. ყოველთვის ყველას ეზარება მანქანის შესაკეთებლად წასვლა, ვერც გაამტყუვნებ, წარმოიდგინე მიდიხარ რომ რაღაცა გააკეთო და რა ხდება...

  • ჯერ რიგში უნდა იდგე მინიმუმ 2 საათი
  • მერე უნდა შეამოწმებინო ხელოსანს მანქანა და ვერაფერი გაიგო რას გეუბნება
  • არ გესმის რას აკეთებ და რატომ, მაგრამ შესაკეთებელია და უჯერებ ხელოსანს
  • მერე უნდა იშოვო ნაწილები, ან თუ ავტოსერვისში ხარ უნდა გადაიხადო გაცილებით ძვირი ვიდრე კერძო ხელოსნებთან.
  • მერე უნდა ელოდო როდის გააკეთებენ ამ მანქანას
  • მერე აღოჩნდება რომ რაღაცა გამორჩათ და უნდა მიბრუნდე
  • თუ გაგიმართლა 1 დღეში მორჩები ყველაფერს, გადაიხდი 3ჯერ იმაზე მეტს ვიდრე ელოდი და სახლში დაბრუნდები ემოციურად, მორალურად და ფინანსურად განადგურებული

უცხოპლანეტელები რომ გვესტუმრონ და ნახონ რომ რაიმე პროცესი ასე მტკივნეულად გვაქვს მოწყობილი უკან გაბრუნდებიან"

ამ პრობლემის მოსაგვარებლად ნიკამ შექმნა CARU, რომელიც საშუალებას გაძლევს რომ გამოცდილი ადამიანი გამოიძახო და გაატანო მანქანა გასაკეთებლად. ქარუ უკვე 2 წელია ბაზარზეა და 40+ ავტოასისტენტს ითვლით თავის პლატფორმაზე. ქარუს საშუალებით პროცესს აკონტროლებ პლატფორმიდან და მანქანას აკეთებ რამდენიმე კლიკში.

"ქარუს შექმნისას საერთოდ დავივიწყე თუ როგორი იყო მანქანის შეკეთების პროცესი და ნულიდან მოვიფიქრე ყველაფერი. ჩვენ შევქმენით ახალი პროფესია, ავტოასისტენტის პროფესია. ავტოასისტენტები არიან ის ადამიანები, ვინც კარგად ერკვევიან კონკრეტულ მოდელებში, ვერასოდეს მოატყუებს არაკეთილსინდისიერი ხელოსანი, იცის სად იყიდება ნაწილები საუკეთესო ფასად და იცნობს ამ მანქანის ნაწილების მომწოდებლებს. ჩათვალეთ მეგობარია რომელსაც მანქანის შეკეთებაში დახმარებას თხოვდი ხოლმე, ოღონდ აქ ამ მეგობარს ოფიციალურად იძახებ პლატფორმიდან

წარმოიდგინეთ არავითარი ხელოსნებთან ლოდინი, ნაწილების ძებნა და დაშლილებში სირბილი. აღარავითარი გაურკვეველი ხარჯები და გაურკვეველი გარანტიები. ყველაფერი გაწერილია პლატფორმაში და მანქანას აკეთებ რამდენიმე კლიკით. როცა ქარუს იყენებ განცდა გაქვს რომ ეს სწორია."

ნიკას თქმით თავიდან პრობლემა ის იყო, რომ მომხმარებელი ფიქრობდა, რადგან ამხელა კომფორტს იღებდა დამატებით თანხა უნდა გადაეხადა, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარადაა. ავტოასისტენტს შემოსავალი ქეშბექებიდან აქვს, რაც ნიშნავს რომ მომხმარებელი იხდის იმდენივეს, რამდენიც უნდა გადაეხადა თვითონ რომ წასულიყო შესაკეთებლად. აქ ისეთივე მიდგომაა გამოყენებული როგორც საჭმლის მიტანის ობიექტებსა და ინტერნეტ მაღაზიებში. სერვისის ან პროდუქტის მომწოდებელი იხდის საკომისიოს კლიენტის მიყვანაში.

"ყველაზე უცნაური ის იყო, რომ მომხმარებელს ეგონა ძვირი ეღიდებოდა, მაგრამ მაინც იძახებდა ქარუს. მერე ფასებს რომ ადარებდნენ და ნახულობდნენ, რომ ზეთში 35 ლარს იხდიდნენ მანამდე და ახლაც 35-ს იხდიან ბევრი კითხვა გაჩნდა. ყოველდღე 10-ობით კითხვა მოგვდიოდა იმის შესახებ, თუ საიდან რჩება ავტოასისტენტს ფული, რადგან ფასნამატს ვერ ხედავდნენ. შემდეგ რეკლამებში მოგვიწია იმის ჩადება რომ ავტოასისტენტის შემოსავალი ქეშბექებიდანაა და მომხმარებელი არანაირ საკომისიოს არ იხდის გარდა გამოძახების 20 ლარისა."

CARU-ს უკვე 30,000-მდე მომხმარებელი ყავს, Facebook-ზე ერთად-ერთი ბიზნეს გვერდია რომელსაც 5/5 აქვს რეიტინგი 1000+ რეკომენდაციით და ყოველთვიურად 1000-მდე ავტომობილს აკეთებს. ნიკა ფიქრობს რომ ავტოსერვისის მომავალი ქარუა და რომ არ შეიძლება 21-ე საუკუნეში მომხმარებელს აიძულო ისე იტანჯოს როგორც ადრე წვალობდნენ როცა მანქანის შესაკეთებლად თვითონ დადიოდნენ.

"მე არ ვფიქრობ რომ ან თეგეტას კონკურენტი ვარ ან ამბოლის. მე უბრალოდ კერძო ხელოსნებს საშუალებას ვაძლევ ისეთივე კომფორტი შეთავაზონ მომხმარებელს, როგორის საშუალებაც ბრენდირებულ ავტოსერვისებსაც კი არ აქვთ და თან ნახევარ ფასად. რადგან კერძო ხელოსნების ფასები 70%-მდე დაბალია ბრენდირებული ავტოსერვისების ფასებზე და ეს ყველამ იცის. ახლა მომხმარებელს 1 კლიკით შეუძლია მიწვდეს ასეთ ხელოსნებს სახლიდან გაუსვლელად და ეს სწორია"

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".