Get All Access for $5/mo

''ამბოლი'' საქართველოში GoodYear-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ამბოლი

კომპანია "ამბოლი" უკვე არაერთი წელია ქართველ ავტომოყვარულებს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას სთავაზობს და გამოცდილ გლობალურ ბრენდებს წარმოადგენს ქართულ ბაზარზე. ამის ნათელი მაგალითია მსოფლიოში ცნობილი, პრემიუმსაბურავების მწარმოებელი ბრენდი GoodYear, რომელიც უკვე ოფიციალურად ხელმისაწვდომი იქნება "ამბოლის" ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით.

GoodYear-ის ექსკლუზიური გაყიდვის უფლების მოპოვებით, "ამბოლი" ქართველ ავტომფლობელებს შესაძლებლობას აძლევს შეიძინონ GoodYear-ის როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო ტიპის საბურავები ოფიციალური პარტნიორისგან, მიიღონ დამატებითი შეთავაზებები და სერვისი ერთ სივრცეში.

"ამბოლისთვის" GoodYear-თან ექსკლუზიური პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვიცით, როგორ უყვართ ეს ბრენდი ქართველ ავტომფლობელებს. მოლაპარაკების პროცესი საკმაოდ რთული იყო, რადგან ყველა დიდ ბრენდს საკუთარი სტანდარტი აქვს, რომელსაც ის ყოველი ახალი ბაზრის ათვისებისას მკაცრად იცავს. ჩვენთვის სასიხარულოდ უნდა ითქვას, რომ "ამბოლმა", როგორც ავტოპროდუქტების ქსელმა, მათი სტანდარტი სრულად დააკმაყოფილა და ჩვენ მივიღეთ ეს ექსკლუზივი",აცხადებენ კომპანია "ამბოლში", რომელიც მანამდე უკვე გახდა ისეთი მსხვილი ევროპული და აზიური ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი, როგორებიცაა: Toyo Tire, Nexen, Hankook, Mutlu, Duracell, Nisshinbo, Brembo, Textar, Remsa, Mol.

ამერიკული ბრენდი Goodyear 1898 წლიდან საბურავებისა და რეზინის წარმოების მიმართულებით ოპერირებს და დღესდღეობით, მის ნაწარმს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეხვდებით. ბრენდის სახელს არაერთი მნიშვნელოვანი და რევოლუციური მიგნება უკავშირდება. მაგალითისთვის, GoodYear-მა 1903 წელს ავტომობილებისთვის პირველი უკამერო საბურავი შექმნა. კომპანიის არსებობის საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში, GoodYear-მა საავტომობილო ინდუსტრიაში არაერთ წარმატებას მიაღწია. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიღწევები უკავშირდება არა მხოლოდ დედამიწას, არამედ კოსმოსსაც, ვინაიდან სწორედ GoodYear-ის საბურავებით დაჯდა მთვარის ზედაპირზე "აპოლო 14" 1971 წელს.

საინტერესოა, რომ მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი ტიპის "ყველა სეზონის" საბურავის შექმნა სწორედ GoodYear-თანაა დაკავშირებული, ხოლო 1992 წელს ამ კომპანიამ საზოგადოებას სრულიად ინოვაციური პროდუქტი − Run-on-Flat საბურავი წარუდგინა, რომელიც დაზიანების შემთხვევაში მძღოლს საშუალებას აძლევს შეზღუდული სიჩქარით კიდევ გაიაროს საკმაოდ დიდი მანძილი.

დღესდღეობით, კომპანია GoodYear მსოფლიოს 23 ქვეყანაში აწარმოებს საბურავებს, ხოლო მისი პროდუქცია ხარისხთან და უნაკლო კომფორტთან ასოცირდება. ეს არის მეგაკომპანია, რომელიც 72 ათასზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს და ინოვაციურ ლაბორატორიებს ფლობს ოჰაიოსა და ლუქსემბურგში.

რაც შეეხება GoodYear-ის ექსკლუზიურ წარმომადგენელს საქართველოში − კომპანია "ამბოლს", იგი 2004 წელს დაარსდა და უკვე 18 წელია ქართულ ბაზარს ხარისხიან ავტოპროდუქტსა და სერვისს სთავაზობს. კომპანიის მთავარ მისიას დაფუძნების დღიდან ავტომობილის მოვლის გამარტივება წარმოადგენდა, რათა ადამიანებს მიეცეთ საშუალება, მეტი დრო და ენერგია დაუთმონ საკუთარ ცხოვრებას. "ამბოლი" დღეს 12 ფილიალით არის წარმოდგენილი − როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, და აქტიურად განაგრძობს გაფართოებას.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ანტრეპრენერობა - აზროვნების ტიპია

"რაღაც უნდა ისწავლოთ და ამავე დროს, რაღაც უნდა დაივიწყოთ"