Get All Access for $5/mo

ამიერიდან ყველა ''მაკდონალდსში'' მხოლოდ ''მაკკაფეს'' ყავაა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

McCafe

"მაკდონალდს საქართველო" ყავის მოყვარულებს ამიერიდან ყველა რესტორანში "მაკკაფეს" პრემიალური ხარისხის ყავით გაუმასპინძლდება.

ხარისხიან ყავას "მაკდონალდსის" მენიუში, რესტორნის დაარსებიდან დღემდე, ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეჭირა. "მაკდონალდსის" ყველა რესტორანმა უნდა იცოდეს კარგი ყავის ფასი და მნიშვნელობა", − ამბობდა "მაკდონალდსის" რესტორნების სულისჩამდგმელი რეი კროკი, რომლის ამ ფილოსოფიასაც კომპანია დღემდე ღირსეულად იცავს.

"მაკკაფეს" ყავა განსაკუთრებული გემოთი და განსხვავებული არომატით გამორჩეული ყავაა, რომელიც ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში მოყვანილი უმაღლესი ხარისხის 100%-ით არაბიკის მარცვლისგან მზადდება. საშუალოდ მოხალული და ახლად დაფქული არაბიკის მარცვლები ყავის რბილ, დაუვიწყარ და სასიამოვნო გემოს ქმნის.

"მაკკაფეს" ყავის ამ გამორჩეული თვისებების წარმოსაჩენად და მომხმარებლამდე მისატანად "მაკდონალდს საქართველომ" სრულიად ახალი, კონცეპტუალური სიტყვა თქვა პროდუქტის რეკლამირებაში, რითაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მის უნიკალურობას და ფაქტს − არ სჭირდება რეკლამა იმას, რომ ამიერიდან ყველა "მაკდონალდსში" მხოლოდ "მაკკაფეს" ყავაა."მაკკაფეს" პრემიულ ყავას, გემოსა და არომატის გარდა, გამოარჩევს ხარისხის კონტროლიც, რომელიც წარმოების ყველა ეტაპზე ხორციელდება − დაწყებული მარცვლის სახეობით, დასრულებული წყლის ხარისხით.

მარცვლის ხარისხის კონტროლი ნიადაგში მოხვედრისთანავე იწყება, ხოლო მისი შეძენა ხდება მხოლოდ იმ კომპანიებისგან, რომლებიც ფლობენ საერთაშორისო ორგანიზაცია Rainforest Alliance-ის მიერ გაცემულ სერტიფიკატს. Rainforest Alliance-ის წევრი უნდა აკმაყოფილებდეს სოციალურ, ეკონომიკურ და გარემოსდაცვით ისეთ სტანდარტებს, როგორიცაა გაჯანსაღებული ნიადაგი, ნარჩენების გადამუშავება, ადამიანების ჯანმრთელობის გაუმჯობესება და სხვა.

მომხმარებელზე ზრუნვა აქ არ მთავრდება − სწრაფი კვების ობიექტი მომხმარებელს პროდუქტის მიღების მასზე მორგებულ სხვადასხვა სერვისს სთავაზობს, რომლის მიღება კვირის განმავლობაში 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. "მაკკაფეს" ყავის დაგემოვნება ყავის გურმანებს შეუძლიათ როგორც თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში მდებარე "მაკდონალდსის" რესტორნებში, ასევე მისი მიღება შესაძლებელია მაკდრაივზე და დელივერის სწრაფი სერვისით. გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს "მაკდონალდსის" აპლიკაციით, რომლის მეშვეობით "მაკკაფეს" ყავის შეძენას კომპანია ამ ეტაპზე მომხმარებელს 50%-იანი ფასდაკლებით სთავაზობს.

საქართველოში ამჟამად "მაკდონალდსის" 18 რესტორანი ფუნქციონირებს. აქედან – 12 თბილისში, ერთი რუსთავში, ორი ქუთაისში, ორი ბათუმში და ერთიც ზუგდიდში.