Sponsored Content

Სამშენებლო და სარემონტო მასალების პირველი აპლიკაცია საქართველოში - Buildy უკვე ხელმისაწვდომია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

რამდენიმე კვირის წინ, საქართველოს ბაზარს სამშენებლო და სარემონტო მასალების პირველი აპლიკაცია შეემატა. მოქნილი, თანამედროვე და სანდო Buildy მომწოდებლებს ვირტუალურ სივრცეში აერთიანებს და მომხმარებლებს პროდუქციის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. წარმოიდგინეთ, ყველაფერი, რაც მშენებლობის ან რემონტის დროსაა საჭირო — მასალები, ხელსაწყოები, სანტექნიკა, კლიმატური ტექნიკა, ავეჯი თანმხლები აქსესუარებით, განათება და ელექტრო პროდუქცია — თავს ერთ აპლიკაციაში იყრის, რათა მომხმარებლებმა სასურველი პროდუქციის ნებისმიერ დროსა და ადგილას შეძენა, მომწოდებლებმა კი გაყიდვა შეძლონ.

იმისთვის, რომ აპლიკაციით სარგებლობა რაც შეიძლება სასიამოვნო, პრაქტიკული და უსაფრთხო იყოს, "ბილდიში" პროდუქციის კატეგორიის მიხედვით ძებნისა და შედარების ფუნქციები, ონლაინ გადახდის დაცული მექანიზმი და, რაც მთავარია, კომფორტული მიტანის სერვისი დაგხვდებათ.

"რემონტი და მშენებლობა ყველასთვის ძალიან დამღლელი და შრომატევადი პროცესია, თანამედროვე, აქტიური ცხოვრების მქონე ადამიანს, დღეს ნაკლებად აქვს იმის დრო რომ ინდივიდუალურად ეწვიოს ყველა მაღაზიას პროდუქტის შესარჩევად, ბილდიში კი მათთვის ყველაფერი ერთ სივრცეში გავაერთიანეთ, ჩვენი მთავარი მიზანი არის მომხმარებელს გავუმარტივოთ რემონტის/მშენებლობის პროცესი და მეორეს მხრივ მასალების მომწოდებლებს დავეხმაროთ ბიზნესის გაციფრულებაში" - აცხადებს თეო ზანგურაშვილი, ბილდის აღმასრულებელი დირექტორი

აპლიკაცია ერთნაირად ხელსაყრელია, როგორც მყიდველებისთვის, ისე მომწოდებლებისთვის:

სმარტფონის მეშვეობით, მომხმარებელს უამრავ მაღაზიასა და სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციაზე აქვს წვდომა, მათ შორის ისეთი მომწოდებლების მასალებზე, როგორიც არის; გორგია, ნოვა, პრემიერ მარკეტი, სმარტერი, პოლიპრომი, ლიდერ ფიქსი, მიდეა და ა.შ. Რამდენიმე მომწოდებლისგან პროდუქტის შეძენა ერთი შეკვეთით არის შესაძლებელი და ყველაფერს ადგილზე ერთი კურიერი მოგიტანთ.

აპლიკაცია რამდენიმე კვირა არის რაც ხელმისაწვდომია და უკვე დაიმსახურა მომხმარებლის მოწონება და ნდობა, ბილდის გუნდში ამბობენ რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და წინ დიდი გეგმები აქვთ.

BUILDY App-ის გადმოწერას App Store-დან ან Play Store-დან შეძლებთ

App Store: https://shorturl.at/adzZ4

Play Store: https://shorturl.at/amrGJ

Პროექტი სამშენებლო პროექტების მართვის კომპანია CMC-ისა და მრავალპროფილური ტექნოლოგიური კომპანი Noxtton-ის კოლაბორაციით შეიქმნა. USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.